SPERMATOHOMOVIALOGIA ანუ 21+

Warning:  მომდევნო პოსტს ნუ წაიკითხავენ ადამიანები, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ  ბილწსიტყვაობისას, ან უხერხულობას განიცდიან, ან… ან ადამიანები, რომლებიც მითითებულ ასაკზე ნაკლების არიან.

სპერმატოჰომოვიალოგია (sperma (spermatos)- თესლი; zoon- ცხოველი; eidos- სახე homo- ადამიანი, მსგავსობა, ერთნაირობა; via- გზა, გზით, -ით; logos- სიტყვა, მოძღვრება) ფსევდოჭეშმარიტი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის თესლადქცევას, გამოთესლებას. გზებს, რომლებსაც გაივლიან ცალკე ადამიანი და  სპერმატოზოიდი საბოლოო მსგავსობამდე. აგრეთვე, მათ ურთიერთდამოკიდებულებებსა და ურთიერთქმედებებს ნებისმიერ გარემოსა და ნებისმიერ მდგომარეობაში.

არ აქვს მნიშვნელობა, პირველად კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი, არც იმას, პირველი ადამიანი მართლა პრიმატისგან წარმოიშვა, თუ ტალახისგან მოზილეს. მთავარია, ის რომ დღეს იგი სექსის შედეგად ჩნდება. ყველაფერი იწყება ორის შეხვედრით, შემდეგ გრძელდება საწოლის აღვირახსნილი ჭენებით.

მამაკაცის ორგაზმი გასხმით მთავრდება, ქალის – შესხმით (მერეც გრძელდება). ორივეს ორგაზმისშემდგომ მდგომარეობას გათავება ჰქვია. გათავების შედეგად სპერმატოზოიდი მაგნიტურად ისწრაფვის კვერცხუჯრედისკენ, სადაც მათი შერწყმა ხდება.  იწყება შერწყმისშემდგომი განვითარება. 7-9 ან 10 თვის შემდეგ იბადება ახალი სიცოცხლე, რომელიც ჭეშმარიტად სპერმატოზოიდულ გზას გადის. რადგან ქართულ რეალობაში სპერმატოზოიდი ცალკე არ აღიქმება, ამიტომ ვიხმაროთ მისი შემცვლელი სიტყვა თესლი (სპერმა) (მერე რა, რომ თესლი მთლიანად სპერმატოზოიდების და მათი საკვების ნარევი სითხეა?!).

იმას ვამბობდი, რომ, ადამიანი იბადება და იწყება მისი თესლური განვითარების გზა : (წარმოქმნაზე ვისაუბრეთ), გადმოდის სათესლე დანამატში- ანუ გამოდის საშოდან.  აქედან, სადინრების მეშვეობით ხდება პროსტატაში მისი მიტანა – ეს ფაზა სრულად ემთხვევა ბავშვობის ციკლს; სპერმატოზოიდები გროვდებიან პროსტატაში – ეს ფაზა თავის მხრივ ორ პერიოდს მოიცავს: ა) ჭეშმარიტი თესლყოფა, რომელიც გულისხმობს სპერმატოზოიდის სწრაფვას სრულყოფისაკენ, საკვები არის მოზიდვისკენ. იგი თინეიჯერულ ასაკს ემთხვევა ადამიანურ რეალობაში.  ამ პერიოდში ხდება მათი მოგროვება, აღზრდა-განვითარება და იმ მიმართულების მიცემა, რაც აღმზრდელს სურს. სწორედ პროსტატაში ხდება თესლის სრულყოფა,  გამოთესლება, ანუ სპერმატოზოიდს ემატება საკვები და მაკონსერვებელი ნივთიერებები -ჭეშმარიტი თესლყოფა. თინეიჯერული ასაკის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად ითვისებს მასალას გონება. ზოგიერთი ავტორი თინეიჯერულ ასაკსა და საუნივერსიტეტოს ერთ სახედ, თესლის   პროსტატისეულ ფაზად მოიაზრებს, თუმცა, ვთვლი, რომ ეს ფაზები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.  თინეიჯერული ფაზის შემდეგ დგება თესლმომწიფების ანუ საუნივერსიტეტო ფაზის დასაწყისი. თესლმომწიფება იმიტომ ჰქვია ამ პერიოდს, რომ  ჩამოყალიბებული თესლი (ანუ ის სუბსტანცია, რომელიც თან ახლავს სპერმატოზოიდს და მასაც მოიცავს) იწყებს თვითრეალიზებას. ცდილობს დოგმათმსხვრევას და ჩარჩოთრღვევას.  თესლის ,,ნოყიერება”  დამოკიდებულია ამ ორი პერიოდისას (და მესამე, პოსტუნივერსიტეტული ფაზისას) დაგროვებულ ცოდნა-გამოცდილებასა და მონახვეჭზე.

სპერმის პროსტატიდან გამოსვლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

ა) პროსტატის დატოვება – საუნივერსიტეტო ასაკის ბოლო ფაზა, რომლის დროსაც უკვე  სამსახურზე გაცხოველებული მოთხოვნა იწყება. შევსება-გამოყენება იმ ,,ნოყიერებისა”, წინა ორ ფაზაში რომ მიიღო.

ბ)  შარდსადენში გადასვლა – პოსტუნიევრსიტეტული ფაზაა, როცა ადამიანი ცდილობს სოციალური გარემოსთვის სიახლის მოტანას (კარგის ან ცუდის) ან თავისი ადგილის მიღება-ყუჩობას. ეს ფაზა შეიძლება სრულიად მივაკუთვნოთ სამსახურის ძიების ეტაპს. მოიცავს იმ ბინძურ ქმედებებს, რისი საშუალებაც წინა ფაზებში არ ჰქონდა.  შარდსადენში გამოსვლისას გზის წმენდა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხდება.

თესლის პროსტატიდან გამოდევნისთვის აუცილებელია გარემო გამღიზიანებელი ფაქტორის არსებობა. თუ სპერმის შემთხვევაში ეს გარემო გამღიზიანებელი არის სექსუალური აქტი საწყისიდან  სასრულ წამბამდე, ადამიანის ცხოვრებაში ეს, როგორც აღმოჩნდა, რეალიზაციისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვაა.

და სულ ბოლო ეტაპი:  თესლგამოდევნა, თესლდათხევა ანუ გასხმა. ეს არის პერიოდი გარდაცვალებისა. ფაზა ცვალებისა. ახალ სამყაროში მოხვედრისა. აქ ესმება წერტილი სპერმატოზოიდის ჭეშმარიტ გზას, მის მოღვაწეობას. გაადამიანურებული სპერმის შემთხვევაში, უმეტესად, ოთხი ფიცრით, სუდარით, კრემაციით ან მსგავსი ჩამორეცხვით სრულდება.

საზღვარგართელ ავტორთა უმეტესობა, არ არიაღიარებს რა ენტელექიურ ძალას და მისკენ სწრაფვას, თვლის, რომ  აქ სრულდება სპერმატოზოიდის (თესლის)  განვითარება-მოღვაწეობის გზა. მაგრამ მე ვთვლი, რომ რელიგიური ასპექტი ფრიად გასათავლისწინებელია ამ შემთხვევაში და ჩემი, საკმაოდგამოცდილი, მოღვაწეობის გვირგვინად  ვაყალიბებ  ბოლოეტაპისშემდგომ კლასიფიკაციას, რომელიც (რასაკვირველია) რესპექტს უნდა იმსახურებდეს.

აქ ორი ვარიანტია დასაშვები, ანუ ორი ალტერნატივა გვაქვს:

1) ფუჭგატყორცნა

2) შეტყორცნა

ფუჭგატყორცნისას სპერმის ყოველგვარი საქმენი წინარენი ამაოა. ეს მონაკვეთი ჯოჯოხეთად შეიძლება იქნას აღქმული. ასეთი დასასრული აქვს ონანიზმს (ბიბლიური განმარტებით, როგორც ვიცით, ონანმა არ გაათავა ვაგინაში, თესლი მიწაზე დაღვარა), მასტურბაციას (ნძრევას, ხელცქვიტი- როცა სპერმის მიწაზე, იატაკზე, ქაღალდის სხვადასხვა სახეზე, ტუალეტში ან სადმე ნებისმიერ ადგილას ხდება გარდა ვაგინისა). ორალურ სექსს (პირში აღებას გათავებით, რომელიც ყველაზე ცოდვილ სპერმატოზოიდთა ხვედრია. ამ დროს სპერმატოზოიდები ხვდებიან ოდნავი სიტკბოების გარემოში, საიდანაც მოულოდნელად აღმოჩნდებიან კუპრით (HCl) სავსე ქვაბში. აქ განიცდიან თერმულ, ქიმიურ და მექანიკურ შევიწროებებს სხვა ცოდვილ თანამოძმეებთან, ცხოველებთან ან უცხოპლანეტურ წარმონაქმნებთან ერთად. აქედან კი გრძელი თერმულ-ქიმიურ-მექანკური შავი ხვრელების გავლის შემდეგ განიცდიან სხვა გარემოში გადასვლას და და თითქმის განუწყვეტელ ტანჯვა-ცვალებადობაში არიან).  ფუჭგატყორცნის ყველა ამ სახეს თითქმის მსგავსი დასასრული აქვს. მათ შორის განსხვავებების პოვნა თქვენთვის მომინდია.

შეტყორცნის დროს  სპერმის შესვლა ხდება ვაგინაში და იგი ორ პროცესს მოიცავს:

ა) ვაგინაში სვლა- ამ დროს სპერმა ხვდება ღვთიურ გარემოში. გალობენ ანგელოსები, იღვრება სითბო.. ერთი სიტყვით, სამოთხეში ხვდებიან.

ბ) კვერცხთან შეხვედრა და შერწყმა- წმინდანადქცევა. თითქმისღმერთადქცევა. თუმცა, ეს თითქმისღმერთი ხშირად კვდება ნიცშეებთან თანაარსობისას.

დასასრულის ალტერნატიული ვარიანტია კვერცხუჯრედთან ვერშერწყმა. რა დროსაც ვაგინის მიერ მისი შთანთქმა ხდება. ანუ ენტელექიურ არსთან შერწყმა, გაერთიანება.

სამოთხის ღია ჭიშკარში ხშირია ცოდვილების შემთხვევითი მოხვედრა, რაც შემდეგ გამორეცხვით, ცოდვილთმოშორებით სრულდება.

შეჯამების სახით ვტოვებ კლასიფიკაციის სრულ სქემას:

1) წარმოება (სპერმატოზოიდწარმოქმნა) – დაბადებისთვის მზადების ფაზა

2) სათესლე დანამატში გადმოსვლა- დაბადების ფაზა

3) პროსტატაში გადასვლა – ბავშვობის ფაზა

4) პროსტატაში დაგროვება :

ა) ჭეშმარიტი თესლყოფა – თინეიჯერული ასაკი, სასკოლო პერიოდი

ბ) სრული სპერმატიზაცია – საუნივერსიტეტო ასაკის დასაწყისი

5) პროსტატიდან გამოსვლა :

ა) პროსტატის დატოვება- საუნივერსიტეტო ასაკის ბოლო ფაზა

ბ) შარდსადენში გადასვლა – პროფესიული თუ არაპროფესიული (პოსტუნივერსიტეტული)  მოღვაწეობა.

6) თესლგამოდევნა, (თესლდათხევა, გასხმა)

7) გასხმისშემდგომი ფაზა:

ა) ფუჭგატყორცნა

ბ) შეტყორცნა (შენძრევა)  :

a) ვაგინაში სვლა

b) კვერცხუჯრედთან შეხვედრა და შერწყმა

P.S. მომიტევეთ, ასეთი საზიზღარი ენით წერა. ბილწსიტყვაობის გათავისება და დაჩემება დამჭირდა იმ მძიმე მდგომარეობასთან გასამკლავებლად, ახლა რომ ვიმყოფები.

,,ეს ერთგვარი დაცინვაა”, ,,ეს ერთგვარი პროტესტია” იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოველთვის ამ ბრჭყალებიან ფრაზებს იყენებს, შემდეგ კი თავადაც ამ ბრჭყალების ქვეშ მოიაზრებენ მავანნი და მსგავს პროტესტ-დაცინვას  უგზავნიან.

Categories: (ფსევდო)მეცნიერება | Tags: , , , , , , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “SPERMATOHOMOVIALOGIA ანუ 21+

  1. ჰაჰაა, ომო, რა გადაგრია?🙂
    არა, მართლა საინტერესო პოსტია. შეგისწავლია დაწვრილებით ყველაფერი :))

    • 😀 სპერმატოზოიდის განვითარების გზა ისედაც ვიცოდი, ოთო, პროფესიიდან გამომდინარე :დ (ნუ აქ არაა სათანადოდ წარმოჩენილი) და ადამიანის ცცხოვრების გზას შევადარესავიტ :დ

      • პროფესიიდან გამომდინარე მეც მიწევს ყოველივე ამის შესწავლა… საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული პოსტი იყოოო🙂

  2. Pingback: ვი არ ზე ჩემპიონ, მაი Frend! « Sgt. Pepper's Blog

  3. ისპირატორი გახდი!🙂 პოსტზე რა გითხრა? “ვეთანხმები მან შეკრებილი საზოგადოების აზრს” ან უფრო მოკლედ “ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას”🙂

  4. Pingback: ვი არ ზე ჩემპიონს, მაი Frend! « Sgt. Pepper's Blog

  5. ვიღაც zzxxbb-ს თავი უცვნია :)))

  6. lika

    anu, mxolod gasamravleblad?…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: