იმის მცირედი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა…

პირველად ბუნდოვნად დაგინახე, დანახვისთანავე მომეწონე, რაღაც თბილი, ახლო და საყვარელი ვიგრძენი. ეს შენი დაბადების დღე იყო, რომელიც არ გიყვარს. მე კი მიხაროდა და მინდოდა საუკეთესო საჩუქარი ვყოფილიყავი შენთვის, ამ დამთხვევას ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, მინდოდა შენთვის განსაკუთრებული ვყოფილიყავი, განსაკუთრებული ყოფილიყო ეს დაბადების დღე, ჩემი გამოჩენის გამო.

რამდენიმე დღეში შევხვდით. აღფრთოვანების ტოლფასი იყო შენი დანახვა. ისეთი კარგი იყავი, უნაკლო, უკვე ყველაფერი მომწონდა შენი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ის იყავი, ვინც გამათბოდა.

მახსოვს შენი გულისცემა როცა განვმარტოვდით. მახსოვს როგორ ფეთქავდა მოუსვენრად როცა შეგეხე. მე შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მეშინოდა, არ ვიცოდი შენც იგივეს გრნობდი თუ არა, უარის მეშინოდა, სულსწრაფი და გარყვნილი არ გგონებოდი ამისიც მეშინოდა. ძალიან მინდოდა მეკოცნა, მოგფერებოდი, მინდოდა უკეთ შემეგრძნო შენი სითბო, შენი არსება. ნეტარებას მანიჭებდა ამაზე ფიქრი. ნელა-ნელა გეპარებოდი, მეშინოდა არ დამეფრთხე, არ გაქცეულიყავი, ნელა-ნელა ვსინჯავდი შენც გინდოდი თუ არა. ხშირად მორიდებული და მორცხვი ვარ, ეს ის მომენტი იყო. მაგრამ როგორც იქნა, გადავლახე, გაკოცე, შენ ამყევი. ყველაფერი სიზმარივით იყო, თავიდან ცივი და შებოჭილი მეჩვენებოდი, მაგრამ მერე გამაოცე, აღმაფრთოვანე, გამაგიჟე. თითქოს ზუსტად იცოდი რაც მჭირდებოდა დაუღალავად მაძლევდი, ყველაზე თბილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ტკბილი, ყველაზე საყვარელი იყავი.

თვალი ვერ მოგწყვიტე როცა საწოლიდან ადექი. მინდოდა, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც გჭირდებოდა, ვინც გაგათბობდა, ვინც შენს გვერდით იქნებოდა. პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდი.

არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ, სანამ გავბედავდი და გეტყოდი, რომ მიყვარხარ. მაშინ ცოტა დავლიე მეგობრებთან ერთად, სხვანაირად ალბათ ვერც გავბედავდი. ისიც მოკლე შეტყობინებით შევძელი მომეწერა რაღაც მსგავსი. შენგან სითბო მივიღე. ყველაფერი განსაკუთრებული და ძალიან ლამაზი იყო, ჩვენი გაცნობა, შეხვედრა, შეხება, საუბრები, შენთან დაკავშირებული ყველაფერი განსაკუთრებულად მეჩვენებოდა და სიყვარულით მავსებდა.

სანატრელი ადამიანი იყავი, ძალიან მიხაროდა, რომ შენთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა მქონდა, მიხაროდა რომ მიღებდი. ძალიან ბევრს ვფიქრობდი შენზე. ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა, ლამაზი და ტკბილი იყო შენზე ფიქრი, ლამაზი და ტკბილი იყავი შენ. მე კი სიყვარულით სავსე.

ვფიქრობ, რომ შენთვის ბევრი რამ დავძლიე, მოვინდომე და შევძელი. შენთან ერთად ყველაფერი სასიამოვნო იყო, ყველაფრისთვის ვიყავი მზად, ჩემი ცხოვრების აზრი გახდი, მამოძრავებელი ძალა. რამდენიმე დღით ადრე მიხაროდა შემდეგი დღე, როცა შეგხვდებოდი.

გამუდმებით ვფიქრობდი, გეფერებოდი, მიყვარდი. შენი სახელის გაფიქრებაზე ვთბებოდი და გული იღიმოდა. მიყვარდა შენი ხმა, შენი თვალები, შენი ფიქრები, შენი მოძრაობა, შენი მორიდებულობაც მიყვარდა, მიყვარდა როცა ბრაზდებოდი, მიყვარდა რომ არსებობდი, შენი არსება მიყვარდა მთლიანად და სიამოვნებას მანიჭებდა. ყველაზე ტკბილი და განსაკუთრებული ადამიანი იყავი.

შენ მაძლევდი სითბოს ლოგინში, მაძლევდი ტექსტურად, მაძლევდი თვალებით. მერე შევნიშნე, რომ გარეგნულად ცივი რჩებოდი, თითქოს სხვა ადამიანი იყავი ხოლმე სანამ გავიხდიდით.

მინდოდა ბოლომდე ჩემი ყოფილიყავი. მოველოდი, რომ შენს ცხოვრბაში პირველ ადგილს დავიკავებდი, იმიტომ რომ შენ ასე იყავი ჩემთვის. მოველოდი, რომ ჩემთვის ბევრ რამეს გააკეთებდი, იმიტომ რომ გიყვარდი. მოველოდი რომ ხშირად მაგრძნობინებდი და გამათბობდი სიტყვებით რომ გიყვარვარ. მინდოდა რომ ჩემთვის დაგეძლია რაღაცეები და გეთქვა რომ გიყვარვარ. მინდოდა, რომ ხშირად მოსულიყავი, მომხვეოდი და ყურში ჩაგეჩურჩულა ტკბილი სიტყვები, როგოროც მე ვაკეთებდი ხოლმე ამას. ძალიან მჭირდებოდა ეს ყველაფერი, ძალიან მჭირდებოდა შენი სითბო გამუდმებით. მჭირდებოდა იმის თქმა, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, ისევე, როგორც მე გეუბნებოდი ამას თითქმის ყოველდღე, მჭირდებოდა რომ შემეგრძნო რომ გიყვარვარ. მინდოდა, რომ სტაბილური ნაკადით მიმეღო შენი სითბო, რომელიც მასაზრდოებდა. მინდოდა რომ ყოფით ცხოვრებას და სექსს გაცდენოდა ყველაფერი და ვყოფილიყავით „ჩვენ“. ბევრი რამე მინდოდა ალბათ…

თუმცა მე ვცდილობდი ყველაფერი მომეცა შენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვიგებდი რა გინდოდა. ვცდილობდი კარგად გეგრძნო თავი ჩემს გვერდით, გამუდმებით ვცდილობდი გამეხარებინე, გამეგო შენი ფიქრები, მომეცა სითბო და სიყვარული, რომ ყოველთვის კარგად გეგრძნო თავი. ვცდილობდი შენს გვერდით ვყოფილიყავი, ვცდილობდი და მინდოდა საყრდენი წერტილი, ყველაფერი ვყოფილიყავი შენთვის.

შენ არ მიზიარებდი შენს აზრებს, იმალებოდი, არ მახედებდი გულში. მე დროს გაძლევდი. მინდოდა ბოლომდე ჩამეხედა, ბოლომდე გამეცანი, მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა.

შენ არ ცდილობდი გეთქვა ან გეგრძნობინებინა, რომ გიყვარვარ. მე კი ამას ძალიან ველოდებოდი.

შენ არ გინდოდა შეგეცვალა შენი გეგმები ჩემი გულისთვის, მე კი მინდოდა დაგემტკიცებინა რომ განსაკუთრებული ვარ შენთვის.

შენ არ ანიჭებდი მნიშვნელობას იმას, რას ვითხოვდი შენგან, შენი ცხოვრებით და წესებით ცხოვრობდი. მე კი მინდოდა ჩემთვის შეგეცვალა წესები.

შენ შორს იყავი, როცა მჭირდებოდი და არ გესმოდა, რომ შენი შეხება დამეხმარებოდა.

შენთვის ძალიან ბევრ რამ იყო ჩემზე მნიშვნელოვანი, მე კი პირველობა მინდოდა.

გთხოვდი გულწრფელობას და მოვლენების გაზიარებას, შენ კი არ შეგეძლო.

მინდოდა გაგეზიარებინა შენი დამოკიდებულებები, შენ კი იკეტებოდი.

მინდოდა მეტი დრო დაგეთმო ჩემთვის, შენ კი სხვა ყველაფერს უთმობდი ჩემს გარდა.

გთხოვდი დამყოლი ყოფილიყავი, შენ კი ჯიუტდებოდი.

გელოდებოდი, შენ კი არ მნიშვნელობას არ მანიჭებდი.

ბევრჯერ ვცადე იმის ახსნა თუ რა მჭირდებოდა, რას ვფიქრობდი, როგორი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს ან გაუგებრად, ან შენ არ გინდოდა გაგეგო. შენ არ განიხილავდი იმ საკითხებს, რომლებიც მაწუხებდა და მიშორებდი. გამუდმებით აიგნორებდი მათ. ბევრნაირად ვცდილობედი მიმეღო შენგან ის, რაც შენგან მაკლდა. უმეტეს შემთხვევაში ამაოდ.

ბევრი რამ დაგროვდა. ბევრი გადაუჭრელი და მიტოვებული თემა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს. ნებისმიერთან მიბრუნება უშედეგოა, ციხე-სიმაგრეები გაქვს აღმართული. მე კი გული მტკივა. აღარ მინდა, აღარ შემიძლია შაბლონურად გრძელდებოდეს ყველაფერი. შენთან შელევა გამიჭირდება, მაგრამ არ ვიცი რა უფრო მეტ ტკივილს მაყენებს, უკვე მზად ვარ ალტერნატივა ვცადო, უკვე ძალიან დავიღალე იმით, რომ ამ საკითხებს არ უშვებ ჩაკეტილი წრიდან.

ისიც აღარ ვიცი თუ გიყვარვარ ან თუ გიყვარდი ოდესმე, მე ასე ვხედავ ამას, რომ არ თვლი საჭიროდ რომ ვიცოდე და ეს მტკივნეულია. არ ვიცი რას წარმოვადგენ შენთვის და რა ადგილი ან სტატუსი მიკავია შენს ცხოვრებაში, არ მანახებ, არ მიზიარებ ამას, შენი ცხოვრებით ცხოვრობ და არ მანიჭებ საჭირო მნიშვნელობას. ზოგჯერ მგონია, რომ რაღაცანაირად დაგაბი ან შემეჩვიე და ამიტომ არ ან ვერ მიდიხარ. არ მინდა ასე იყოს. არ მინდა ისე ბუნდოვნად და თუნდაც ლამაზად და თბილად მოჩანდეს ჩვენი ურთიერთობა, როგორც პირველად დაგინახე უხარისხო ვებ კამერით. მინდა ისეთი მკაფიო, ნათელი, ლამაზი და თბილი იყოს ყველაფერი, როგორც პირველად შეხვედრისას გადმოინაცვლა ყველაფერმა რეალობაში, როგორც შენი გული ფეთქავდა მაშინ და ვიგრძენი, რომ ჩემთვის ფეთქავდა.

გთხოვ, დამარწმუნე, თუნდაც ძალიან ძნელი იყოს, რომ გიყვარვარ, რომ მნიშვნელოვანი ვარ შენთვის, რომ გჭირდები, რომ პირველი ვარ შენთვის, ძალიან გთხოვ, შეცვალე ის რაც მაწუხებს, მოიმოქმედე რამე, გააკეთე ეს ჩემთვის თუ გიყვარვარ.

 

Categories: U-კატეგორიო | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “იმის მცირედი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა…

  1. ვკითხულობდი და არ მინდოდა ბოლოში გასვლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი ეს იდილია აირეოდა, ყველაფერი ასე ლამაზად აღარ იქნებოდა. და ასეც მოხდა. : (

    • ჩემი პოსტი არ არის. ჩავთვალოთ, რომ გესთ-პოსტია. დღემდე არ მქონდა წაკითხული. იმ პერიოდის გახსენება არ მინდოდა, მაგ დროს რომ ვიყავი🙂

  2. უსახელო

    არ ვკითხულობ პოსტს მანამ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება.

  3. ჰმ, ყველაფერი გასაგებია : )

  4. არ ვიცი რა გითხრა.თითქოს ჩემი გრძნობები წერია.
    ძალიან კარგი პოსტია.სევდიანი რომაა იმიტომ…და რომანტიკული.

  5. ეს რო მართლა “მცირედი” ყოფილიყო ალბათ შევძლებდი წაკითხვას xD

  6. lika

    ჰოო!… სადაა ყველაფერი და კარგი ცხოვრებაა?!…. რაც მოგცა, იმით დაკმაყოფილდი.. ნუ შეუზღუდავ თავისუფლებას შენი ეგოიზმით…🙂

    • ლიკა🙂 მომწერე. მადლობა კომენტარებისთვის, მაგრამ იმ ვიღაცაზე მომწერე :დ

  7. lika

    ox, kai axla?!…xo davde chemi versia, meti ra mogwero, an sad ro ar vici?…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: