La Dolce Vita

დიდი ხანია გრძნობა გაქრა. ყველა დადებითი. სიყვარულიც, პატივისცემაც, მიჩვევაც. ისინი, ერთად ცხოვრებას რომ აადვილებენ. დარჩა მხოლოდ ერთნაბიჯიანი სიძულვილი, მოშორების მერე რომ დავიწყებას მიეცემა, ისეთი. უსიტყვობა და ხანდახანური ცრემლიც დარჩა.

მოცისფრო თვალებით დანახული ცაც დარჩა, შავადშეღებილ თმებს რომ კონტრასტად ედო. ორივე.

თანაცხოვრების 25 გაბერილი წელიწადიც დარჩა. თვალის ირგვლივ წვრილ ნაოჭებად გადევნებული. შუბლის წარბშეყრის ადგილისეული, ტკივილგამომხატველობა უსიამო თითებად ედო გლაბელიდან პირველ შემაღლებულ ადგილს. ასაკისეულად ოდნავშესუქებულ და მოხდენილ ლოყებზე ნაოჭებს ვერ გაევლოთ სწორედ ამ მიზეზით. ოდნავმიმწვარ, მზისგან გაწითლებულ სახეს იმთავითვე მონური შრომის იერი ედო. ამ ნიღბის ქვეშ კი მაინც გამოკრთოდა სიბერესდაუმორჩილებელი სილამაზე ქალისა, რომელმაც მხოლოდ ახლა გააცნობიერა თავისი ყოფა.

შვილებსა და მეუღლეს შეწირული  ახალგაზრდობაც დარჩა. სახეცვლილი. სკოლისდროინდელი ცოდნა-გამჭრიახობით გამოზრდილ ნაყოფებს გზა აჩვენა. მასზე დააყენა. თვითონ კი მარტო დარჩა მეუღლის წინაშე. ვერაფრით მოახერხა გაშიშვლება იმ წარსულისგან, შვილთა გვერდითყოფნა რომ უადვილებდა ამ ხნის განმავლობაში. სიდუხჭირე და შიმშილობა ედგა თვალწინ, მაგრამ მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს იმ წამების მეასედებში. ცარიელი ბუდის ცქერით აკანკალებული ტუჩები თითებს მორჩილებისკენ მოუწოდებდნენ. შვილებისგამომზრდელი, ლამაზი ძუძუები ჯერ კიდევ ჩამოუჭკნობად ისხდნენ მკერდზე და ერთ-ერთი მათგანი საოცარი, მძგერი, რიტმული ხმოვანებით ინახავდა ყველა იმ წლის საიდუმლოს, ჯვრისტარებამ რომ მოიტანა.

იდგა ისევ მზის გულზე და კარგად ჩასუქებულ მეუღლეს იხსენებდა.მრგვალი ღიპით. კოტიტა თითებით. სამკეცა ღაბაბით. აღტყინებულს. კბილებჩაყვითლებულს. პირის ფერმენტებისა და სიგარეტის ნაზავის სპეციფიკური სუნით.

შუადღის ზაფხულისეული თაკარა მზით შეწუხებულმა მუშაობას თავი ანება და შინ შევიდა. სახლს სიღარიბე წინადადებაში გამოტოვებული ზმნებივით აჩნდა. შვილების უჩარჩოო სურათები კი ერთადერთი სარკის მშვენებად ქცეულიყო. უმაღლესგანათლებამიუღებელი არასდროს ცდებოდა საკითხავი წიგნის შერჩევაში და თავისი, არცთუ ისე მწირი, ბიბლიოთეკა ხშირად გამხდარა მისი თავშესაფარი. თავშესაფარი მოწყვეტისა რეალური სამყაროსგან, გაუთავებელი ამაო ფუსფუსისგან, ამაზრზენობად ქცეული სიამოვნებისგან…

მოცისფრო თვალებში არეკლილი ყოველი ახალი მცდელობა დამოუკიდებლობისა, თავისუფლებისა, ფრთების გაშლისა იმთავითვე ამოუთქმელობაში კვდებოდა და იმარხებოდა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , | 8 Comments

Post navigation

8 thoughts on “La Dolce Vita

  1. 😦

  2. აუ სიკვდილი მომინდა

  3. საიდან ამდენი სევდა 😦

    • მოგონილს არაფერს ვწერ. ყველაფერს თავისი რეალური ,,მეები” ჰყავს. უბრალოდ შელამაზებულია ცოტა.
      ცხოვრება გაჯერებულია კარგითაც და ცუდითაცო. მაგრამ მე იმას ვკრეფ, რისი გაქრობაც მინდა

  4. 😦
    პ.ს. ახალი თემა მომწონს, ბექიც კაია!🙂

  5. მადლობა, ცოტნე🙂

  6. აუჰ!😐

  7. lika

    ხოოო!……. (:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: