მამა

ბოლოს რომ ვნახე, საკმაოდ დაპატარავებული მეჩვენა, ან მე გავიზარდე (რაც წარმოუდგენელია). თითქმისმელოტი თავი, მომრგვალებული ღიპი. ზამთრის სიცივეს დიდი ღუმელით ებრძოდა, მაგრამ მე მაინც შემცივდა. ახალდაკლული ღორის ხორცით გამიმასპინძლდა, ტყემლის  საწებელს რომ იხდენს.

არეული ლოგინის გვერდით მდგარ სკამზე კაცური უგულისყურობით დაწყობილი ტანსაცმელი და გადაშლილი წიგნი იდო. კითხულობს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, მაგრამ არასდროს საუბრობს მათზე. მგონია, არ ამახსოვრდება და მაგიტომ.

ისევ ძველებურად, გამომცდელად ცდილობდა ჩემში რამე საეჭვოს დაჭერას. მონატრების მიუხედავად, მაინც ცხარე კომენტარებად მპასუხობდა. აკვირდებოდა, რა ცვლილებები განვიცადე მას შემდეგ, თავად რომ მნახა ბოლოს. ისევ მიწუნებდა ჩაცმულობას, შეფარვით აკვირდებოდა ლაპარაკის მანერას და ჟესტიკულაციას.

მე დავიღალე.

დავიღალე, შემემჩნია ყველა წვრილმანზე დაკვირვება, ყველა დაეჭვება, ყოველგვარი შესწორების მცდელობა.

მამა არასდროს აცნობიერებს იმას, რომ აღზრდის სისტემა მხოლოდ მცდელობაა მომავალი ადამიანის შესაბოჭად და იმ სახით შესაფუთად, როგორიც ჩვენ გვჭირდება. მას სჭირდება. მამა არ არის ჯადოქარი, რომ ჩაიფიქროს და ერთი ხელის აქნევით ყველაფერი თავის სურვილს მოარგოს. აღსაზრდელისთვის სწორი გზის ჩვენება მხოლოდ მითითებაა, წამის დაკარგვა, მცდელობა ამ გზაზე შეყენებისა კი ან ამართლებს, ან ვერა. სინამდვილეში პერსონა ყოველთვის ისეთი იზრდება, რომელიც ორი უჯრედის შერწყმისას წარმოქმნილ კოდირებულ სისტემას ემორჩილება. აღზრდილობის წესები კი იცის და ხანდახან იყენებს.

მამას არ უნდა, სხვა თვალით შეხედოს სამყაროს, რადგან თვლის, რომ მხედველობისთვის თავისი ორი თვალიც კმარა.

მამას არ …

დავიღალე და განსაზღვრულზე ორი დღით ადრე წამოვედი.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , | 3 Comments

Post navigation

3 thoughts on “მამა

  1. TEO

    რა მოხდება მაშინ, როცა წლების შემდეგ “მამა” შენც აღმაჩინო ან აღმოაჩინონ შენში?მიფიქრია ამაზე, მაგრამ პასუხად მხლოდ ერთ ფრაზას ვიღებ – ვერ გაიაზრებ “მამობის” ამ თვისებას…🙂 ძალიან თბილი და გულწრფელი პოსტია, მოზომილი და დასაფიქრებელი…🙂

  2. lika

    ჰოო, სჯობს საკუთარ შეცდომებზე ისწავლო…..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: