Without any chords and colors

ადამიანებთან ყოველგვარი წაკინკლავება, მცირედიც კი, უზღვავ ენერგიას მართმევს. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო ისეთ მომენტებში, სხვები რომ ვერ ახერხებენ. არც ისე ადვილია, ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. ბევრს ვფიქრობ კამათისა თუ ჩხუბის უმცირეს დეტალებზე. ყოველთვის ვადანაშაულებ თვს, მაგრამ ხმამაღლა არასდროს ვამბობ.

როცა ორი ადამიანის ურთიერთობა დგება, ნიშნავს, რომ მათ კარგად ესმით ერთმანეთის. მიუხედავად იმისა, რომ ხილვადი ვერასდროს გამოხატავს შინაგან ტვირთს სრულად, სიცხადის ამოკითხვა მასში ყოველთვის შეიძლება. ყოველგვარი უხილავის და დამატებითი არსობების ძიება კი უაზრობაა. მისი ან გწამს, ან არა. რესტორანი ყოველთვის ლამაზია, როცა მისი სამზარეულო არ ჩანს.

ყოველ წამს უმტკიცო საყვარელ ადამიანს, რომ გიყვარს, ცოტა არ იყოს და სამძიმო საქმეა. იმ ემოციების გადმოცემა კი, რასაც განვიცდი მის მიმართ, ჩემთვის, უფრო სამძიმო. ყველაფერს სახეზე ვერ ვიწერ, მაგრამ უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, არ არსებობს ადამიანი, შევიყვარო და გადავიყვარო.

მიუხედავად ოჩოფეხებზე სიარულისა, ეჭვიანი არ ვარ. ეს ჩვევა ვისწავლე არა იმის გამო, რომ ადამიანს ზემოდან ვუყურო ან მისი ყველა ნაბიჯი ვაკონტროლო, არამედ იმისთვის, რომ იგი სრულად შევისწავლო. ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრებას ვწყვეტ, სრულად მაკმაყოფილებს თავისი დადებითებით. იმდენად, რომ უარყოფითების დანახვაც არ მინდა. ეჭვიანობა და უმცირეს დეტალებზე გაბუტვა ნაკლად არ მიმაჩნია. ვთვლი, რომ სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულებაა, მაგრამ მქანცავს.

მგონია, არაფერს ვაშავებ, სინამდვილეში კი, ყველაფერი, რაც წინ მხვდება, იმ დაშვებულობების შედეგია, რასაც ჩავდივარ. ხდება, ძირითადად, უნებლიედ. რადგან მხოლოდ მას შემდეგ ვგრძნობ ამას, ცხვირში რომ მხვდება. ეს კი მიდის პატიების თხოვნამდე, რაც ისევე  მარჯვედ შემიძლია, როგორც ემოციების გამოხატვა და ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებ.

P.S.  მიტევებას  ვითხოვ იმ ადამიანისგან, ერთი მარტივი წინადადებით რომ შევაქცევინე ზურგი (თუ რა თქმა უნდა, წაიკითხავს).

Categories: U-კატეგორიო | 9 Comments

Post navigation

9 thoughts on “Without any chords and colors

  1. ჩვეულებრივი პოსტი მეგონა და პირადი ყოფილა.. ამ სორი🙂

  2. ჰმ… საერთოდ გაცნობიერებული ბოდისის მოხდა, უეჭველად მიტევებას იმსახურებს. თუ არ მოგიტევებს – ეს მისი პრობლემაა. თუმცა: ადამიანებმა მიტევება , რომ ვისწავლოთ დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა. ჯერ– ჯერობით დედამიწა სამოთხეს არაფრით არ გავს.:/

  3. მიყვარხარ იმიტომ რომ ეგეთი ხარ :>

    ძალიან ბევრჯერ მიწყენინებია ვინმე დაუფიქრებლად ლაპარაკით, ქცევებით ან რავი, მაგრამ ბოდიშის მოხდა ეხლახანს ვისწავლე, ისიც ძალიან მიჭირს:/

  4. Mindia

    shen mogikvdi damewva guli😀😀

  5. კარგია რომ ასე ფიქრობ, ისედაც ბევრი ლაქებია აქვს ამ ცხოვრებას, ჩვენი ეჭვებით რომ არ დავამძიმოთ. პატიების თხოვნაც საერთოდ რთულია და მიტევებაც არაა იოლი საქმე. ერთია როცა ამას სიტყვით ამბობ, მეორე რას გრძნობ როცა “პატიობ”. იმას ვამბობ, რომ რტUლია ალბათ “აპატიო ” ისე რომ მერე აღარასდროს გაიხსენო წყენა.

  6. lika

    მეც მართმევს… ენერგიას….. ამიტომაც ენერგიული ვაარ!…🙂

    • არა, მე ძალიან ვითანგები :დ თავიდან ბოლომდე მშვიდობისმოყვარევარ, თუ ზედმეტები არ გააკეთეს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: