ვალდებულებების გარეშე

მთვარისადმი სიყვარული ბავშვობიდან ამეკვიატა. ზაფხულობით ღია აივანზე ვიძინებდი, რომ მისთვის მეცქირა. ახლაც ხშირად ვზივარ და ვუყურებ. მაოცებს მისი სისავსე და ცვალებადობა. ცვალებადობა სიმთელიდან სრულ გაქრობამდე და პირიქით. ხანდახან, როცა სადღაც იკარგება, ვხვდები, სულის რაღაც ნაწილიც თან მიჰყვება ჩემი. შემდეგ კი ყოველი ახალი გამოჩენისას ისევ უკან მიბრუნებს უვნებელს. მაკვირვებს და მხიბლავს მისი სიყვითლე. ერთადერთი ხელთუქმნელია, რომელსაც სიყვითლე ასე უხდება. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ შიგადაშიგ ნაცრისა და ნისლისფერი დაჰკრავს. მის ღვთიურად მომაჯადოებელ ღიმილს კი თითქმის არაფერი შეედრება სამყაროში.

ბავშვობიდანვე მგონია, მთელი სამყაროს უიშვიათესი არსებები იქ ბინადრობენ. იდუმალი მდუმარებით მოცულნი. იშვიათად მოლაპარაკენი. თავისებურად მორცხვები.  არიან თავისთვის. შეყუჟულნი. ერთმანეთს ვერც კი ხვდებიან მთვარის უკიდეგანო ზედაპირზე. მერე კი, თავისივე ნება-სურვილით ჩამოშლიან დედამიწაზე თოკის კიბეს და დაეშვებიან უწვალებლად, თავისებურად მდუმარედ. დროებითი ან სამუდამო სიახლის შესატანად მეორე ადამიანის ცხოვრებაში.

***

იმ ღამით ჩემთან იყო. მთვარიდან ჩამოვიდა. მთვარისებური მრავლისმეტყველი ღიმილი დაჰჰქონდა. რიდით დააბიჯებდა. ჰაეროვნად.  თითქოს მიწას თავისი სიმძიმით არ აწუხებდა. მოთეთრო მოსასხამი მისი სახის სხივოსნებას აასკეცებდა.

სევდიანი მეჩვენა. მიზეზით დაინტერესებამ დაგვაახლოვა და მეგობრებისგან მოშორებულ ოთახში გვისროლა. დიდხანს ვისაუბრეთ საწოლზე გართხმულებმა და ერთმანეთის წადილით სავსეებმა ვერაფრით დავიმორჩილეთ გონება, ერთურთის ხელყოფას რომ გვიკრძალავდა. ისეთივე იდუმალებით მცემდა პასუხებს ალბათმომაბეზრებელ კითხვებზე, როგორც ნეტარებით სავსეს ურღვევენ შინაგანი სამყაროს მყუდროებას.

უშუქო, გარემოს ფარდებითმოწყვეტილ ოთახში ბნელოდა. აზრადაც არ მომსვლია, მთვარისთვის ერთხელ მაინცშემევლო თვალი. არც ის მიფიქრია, დააბიჯებდა თუ არა  ცაზე თავისი მეფური ნაბიჯებით; ისევ ძველებურად იღიმოდა თუ არა. მჯეროდა, რომ მისი ნაწილი ჩემთან იყო. ჩემ პირისპირ იწვა და თავისი სხივებით ანათებდა ოთახს.

პირველი, გაუბედავი, მორცხვი ამბორით ვიგრძენი მისი ტუჩების ღვთიური სიტკბო. საოცარი გაცხოველებით დავეწაფე სელენას ნაჩუქარ ამბროსიას და აზრადაც არ მომსვლია, მადლობა გადამეხადა მისთვის. არ დამინახავს არც აფროდიტეს მომნუსხველი ღიმილი და არც ამურის აღტყინებული სახე. მხოლოდ ნეტარებას ვგრძნობდი და პირისპირ ვეჩეხებოდი. მისი ისრების მწველი სიამოვნება მივლიდა მთელ სხეულში ჟრუანტელად. ამ წუთს მეგონა, ათასი დანა ერთად დამისვეს და შიგ ღვთიურ წვეთებად ჩათესეს ვნების მარცვლები.

მისი ხელების ოდნავი სიმყინვარე ჩემ სხეულს ალად მოედო. მთლიანი სილურჯე გვეფარა საბნად და ამ სილურჯის ქვეშ ცხოველური ფერები დაქროდნენ. ცივი მუხლისთავების სითბოსწყურვილი მახელებდა. მის ყელსმობჯენილი სიმხურვალე ავკრიფე ტუჩებით. შიშველი ტანით შევაწებე ჩემსავე სხეულს და მეგონა, ცივი ოთახი ერთბაშად გათბა. კედლებმა დნობა დაიწყო და გარეთ ზამთრის მყინვარება კი არა, ზაფხულის სულმოუთქმელი ღამე იდგა. მინდოდა, წამები საუკუნეებად ქცეულიყო.

დილა ღამეზე ცხოველი აღმოჩნდა. საჰარისებური შუადღის მსგავსად მწველი. მზის თითებისებრ მზრუნველად მცხუნვარე. ოაზისის წყაროსებრ იმედისმომცემი, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდებოდა დიდხანს, საუკუნეზე დიდ და დაუსრულებელ წამად. გაგრძელდებოდა უმისოდ ყოფნაშიც მასზე ფიქრსა და ოცნებაში ყოველგვარი ჩარჩოსა და დამოკიდებულების გარეშე.

***

იმ ღამით, მოწმენდილ ცაზე, ალბათ, დაცურავდა მთვარე. დაატარებდა თავის უნიჩბო ნავს ერთი მიმართულებით – წინ, წრის გარშემო სავალი გზის გაუმრუდებლად.

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , | 19 Comments

Post navigation

19 thoughts on “ვალდებულებების გარეშე

  1. ikkkkkk

    იცი რა მინდა გითხრა
    მთვარისთვის დიდხანს ყურება ფსიქიურ აშლილობას იწვევს.. ^^ დარიგებაა მეტი არაფერი

  2. სანდრო

    მომეწონა, ალბთ იმიტომ, რომ მეც განსაკუთრებულად მიყვარს მთვარე (თან ასტროლოგმა მითხრა ჩემი მფარველი ყოფილა🙂 ) რატომღაც გარსია ლორკას “მთვარის რომანსი” გამახსენდა და უფრო მეტად მომნუსხა🙂

    • სანდრო, მადლობა. დიდი პატივია მოულოდნელი ასოციაციაც კი ლორკას ,,მთვარის რომანსთან”, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდარეა მასთან შედარებით

  3. მთვარე❤ http://nancygaladriel.wordpress.com/2011/07/23/მთვარეს/ ენდე მე რა მაქვსო :დ

  4. მე მზე მიყვარს და მასეთი დამოკიდებულება სწორედ მასთან მაქვს, მაგრამ რაც აქ იყო,ის ყველაფერი ძალიან ემოციურად აღვიქვი და მოვიხიბლე.წაირომანტიკულებსსმაილი.

  5. მთვარე მხოლოდ ჩემს სოფელში მიყვარს :შ თბილისის მთვარე რაღაცნაირი ცივია😐

  6. არ მეგონა ჩემსავით დებილივით თუ კიდე ვინმე მისჩერებოდა მთვარეს ^^

  7. რაღაც გამახენდა ახლა ამ პოსტმა…😦

  8. გამახენდა კი არა გამახსენა😀

    P.S. ოჰ, როგორ მიფუჭებს ეს ალკოჰოლი ხელწერას!😀

  9. lika

    ”ორთავეს გვხედავს მთვარე კეთილი, რძის დიიდი წვეთი, ეიღი წერტილი..” 🙂

  10. lika

    თეთრი წერტილი უნდა დამეწერაა…შემეშალააა…. სსორიიი………🙂😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: