სანტას ხურჯნი

,,- შობა-ახალი წლის დადგომას ისე არსად ელოდებიან, როგორც შორეულ ლაპლანდიაში”- გაიფიქრა ბიჭმა და კარს გარეთ დაკიდებული ფითრივით მკრთალი თითები ფანჯრის დიდი რაფიდან ჩამოაწყო. მურითშებურული ცის სიბინდეს გახედა პირველი ვარსკვლავების მოლოდინში. -,, სანტამ, ალბათ, იცის, წელს რომ ცუდი ბიჭი ვიყავი. დედა ეტყოდა. ბებიაც. მათ ხომ ასე ვაჯავრებდი. აკი, დამპირდნენ, წერილს გავუგზავნით, წელს შენთან არ მოვიდესო”. – პატარა, შარშანდელი საშობაო სურათებიანი წიგნ-საჩუქარი დახურა და ფანჯარაზე აძვრა. ცივ მინას მიეყრდნო და ფიქრებში გაინაბა ნაღვლიანი თვალებით.

სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სუნი იღვრებოდა მთელ ოთახში. სუფრა სადღესასწაულოდ ჯერ არ გაეწყოთ, მაგრამ იქვე ახლოსდალაგებული ჭურჭელი მაცდუნებელ ფიქრებს აღძრავდა მომავალი საათებისას. გადათეთრებულ გარემოს სიკაშკაშეს მატებდა საახალწლო ნათურების მრავალფეროვნება. წითელი ხალიჩა ზღაპრულად ამშვენებდა იატაკს. თოვლიან მიწას კი ნაფეხურები ეტყობოდა მოჩქარეთა. სასტუმრო ოთახის საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები სიმწვანეში იკარგებოდნენ და თვიანთი ისტორიის მოსასმენად უხმობდნენ გარშემომყოფთ.

– ფანჯრიდან ჩამოდიო- ოთახში წინსაფრით შემოსულმა დედამ. არც გაუგონია. დიდ მთვარეს ელოდებოდა. ნაზად შეხებულმა ხელმა გამოაფხიზლა და რაფიდან ჩამოსასვლელად უბიძგა. თავის ოთახში გავიდა. საყვარელ სათამაშოებში კალის ცალფეხა ჯარისკაცი ,,ულე”,  ირემი ,,რუდოლფი” და ,,მაკნატუნა” აიღო.

ოთახიდან გამოსულს ბებო შეეფეთა. თავზე მზრუნველად გადასმულმა ხელმა სითბო აგრძნობინა და ჩაეხუტა. მაგრად. თავისი პატარა ხელები ვერ შემოაწვდინა ბებოს ოდნავმოსუქებულ წელს.

– ჩემი თბილი ბიჭი!- ბებიას თბილი ხელები ბიჭის სახელს მოეფერა.

მამა იგვიანებდა.

ისევ ფანჯრის რაფაზე აძვრა და თამაშში გართულს ტკბილად ჩაეძინა. ტელევიზორი საშობაო ზღაპარს ყვებოდა თეთრ შობაზე.

სანტა ჩქარობდა. ირმები მოუთმენლობით აქნევდნენ თავებს. დატვირთული მარხილი გზამკვლევს ელოდა. გნომები უკვალოდ დარბოდნენ ლაპლანდიის ხრაშუნა თოვლზე. ფანჯრის სინათლის ქვეშ მდგარი ბუზღუნა ამრეზით უყურებდა გარშემომყოფთა ფუსფუსს. გამოუხატავად უხაროდა  შობის  დადგომა.

-,,ჩემთანაც მოხვალო?”- გაუბედავად ჰკითხა ბიჭმა სანტას. ნაღვლიანი თვალები გაუნათა თანხმობის ნიშნად ოდნავ დაქნეულმა  თავმა.

არ ციოდა სითეთრეში. არც სითბო იდგა. სიტკბო იდგა მხოლოდ.

ეჟვნების ჟღარუნმა გამოაფხიზლა.

-სანტა, დამელოდე- მზრუნველად მიფარებული პლედი ისე მოისროლა, ვერც შენიშნა. ფანჯრიდან ჩამოხტა- ხომ დამპირდი, რომ ჩემთანაც მოხვიდოდი? -კიბეებზე დაეშვა.

-სად გარბიხარო?- მამის წინდახვედრლ კითხვას უყურადღბოდ ჩაურბინა და კარისხმაზე გამოსულ დედასაც არ შეხედა.

საფეხურებზე დაგორდა. ორ ნაბიჯზე მასთან გაჩნილ მამას ხელიდან დაუსხლტა და ეზოში გავარდა მთვარეზე რკალადმრბოლი სანტა რომ დაენახა. სადარბაზოს შესასვლელ დათოვლილ კიბეზე კარგადგაკვალულ მხარეს გვერდი აქცია და თოვლიანი არჩია. ფეხი დაუცურდა. მთელი ტანით დაეცა. თავის დარტყმის ხმამ მოწითალოდ შეღება განათბული თოვლის სისპეტაკე/

თვალებმა მთვარე მოძებნეს. გაბადრულ სახეზე უმტკივნეულო, ბავშვური ღიმილი გაკრთა. მოეჩვენა, რომ სანტა უქნევდა ხელს. თავისი პატარა ხელი ვერ დაიმორჩილა. თვალები დაეხუჭა.

მამამ ჩაიკრა უსულო სხეული. ნაძვის ხის თავზე საშობაო ვარსკვლავი კაშკაშებდა.

-შობას გილოცავ, შვილო!- ამოიკვნესა მამამ და უიმედო თვალებით გახედა სადარბაზოს თოვლიან კიბეზე ჩაკეცილ უხმოდ მოსაუბრე ცოლს. სანტას ხურჯინივით ცარიელი ხელები ზეაღმართა ბებიამ და კვნესა აღმოხდა. სახლის ღიადდარჩენილი კარიდან შემოიპარა სიცივე სულში.

მთვარე იღიმოდა თავისბური ღიმილით. ისე, როგორც იღიმის შობიდან შობამდე. სადღესასწაულო ხის ქვეშ კი ლურჯი სამთვალა ველოსიპედი ელოდა პატარა სხეულს.

P.S. ყველას გილოცავთ დამდეგს!

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , | 18 Comments

Post navigation

18 thoughts on “სანტას ხურჯნი

  1. უცნაური საახალწლო იმპრესიები გქონია…

  2. უი,ნეტა არ წამეკითხა, ამ საახალწლოდ ასეთი სევდიანი რამ როგორ დაწერე😦

  3. ვაიმე, როგორ მომეწონა!!!! ბოროტი გამოვდივარ, მაგრამ რა კარგია, რომ ასე განვითარდა ეს ამბავი… ჩემეული დამოკიდებულებაა და მომწონს. ფინალის მთვარემას დაგლიჯა. მე წავიღებ ამას ჩემს ბლოგზე მეგობრების პოსტებში, ძალიან კარგი იყო❤

  4. აი რა გინდოდა?((( კარგი ფინალია მაგრამ გული ჩამწყდა,ისე გამოგივიდა ყველაზე კარგი ღმერთს მიჰყავსო და სანტამაც ყველაზე საყვარელი ბიჭუნა წაიყვანა ლაპლანდიაში.

  5. მეც გილოცავ დამდეგს! მართლაც კარგი იყო, თუმცა სევდიანი!😦

  6. სევდის მიუხედავად ახალ ბედნიერ წელს გისურვებ : )

  7. უი დედა🙂
    რას გვერჩოდი??
    მე როგორც ჰეფი-ენდების მოყვარულს, იმედი გამიცრუვდა.
    ამის მიუხედავად, მიხარია რომ ეს მხოლოდ ფანტაზიაა და გისურვებ ბედნიერ ახალ წელს!

  8. ჰეფი-ენდები არ მიყვარსთქო ვერ ვიტყვი. მაგრამ სულ კარგად ვერ დასრულდება ყველაფერი.
    მადლობა. შენც ასევე მრავალს დაესწარი.
    P.S. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ჩემი ბლოგის ყველა მკითხველისა თუ უბრალოდშემოსულისთვის. მიყვასრხართ ყველა :*

  9. ასე ჯერ არავის მოულოცია ახალი წელი ო.ო
    და ჩემი არც თუ ისე შორეული წარსული გამახსენა:/ ახალი დღეებში უსულო სხეული, პატარა ბავშვი:/
    კაროჩე😐

    • რა წარსული?!

      • მემგონი მოყოლილი მაქვს, ჩემი ნათლიის შვილზე:/
        ახალი წლის დღეებში დაიღუპა😐
        და ძალიან იმოქმედა ამ პოსტმა ჩემზე:/
        მიუხედავად იმისა რომ სულ სხვა შინაარსია და სულ სხვა დატვირთვა აქვს აქ უსულო სხეულს : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: