ჩემი ბოულინგმცდელობა

ჩემი ცხოვრება ისე მიდის, ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ იშვიათია დღეები, რომლებიც ძალიან ტკბილად მახსენდება. ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს 27/12/2011

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი ფეისბუკაპლიკაცია შევავსე. არ ვაპირებდი. მაგრამ მერე ,,მძლია სულმა”- როგორც ბებიაჩემი იტყვის და მომდევნო საღამოს სატელეფონო ზარმა მოთამაშეთა სიაში ყოფნა მაცნობა. ივენთის წინა საღამოს ისევ დამირეკეს და გამიკვირდა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, ჩემს მეგობარს ჩემ ნაცვლად შეუვსია ის ანკეტა, მეგონა არ გაგზავნიდიო (😀 )

დღე ისე აეწყო, საერთოდ არ ვგეგმავდი. 6 საათიდან თავისუფალი ვიყავი, მაგრამ სახლში მისვლას აზრი არ ჰქონდა. მეგობრებსაც საათნახევრის მერე უნდა შევხვედროდი, ამიტომ ახლომდებარე კაფეს მივაშურე და ახლადშეძენილ კამიუს დავეწაფე :))))) დაახლოებით ერთ საათში  ნოჩურა, თემუჩინი და რაზმუა შემოესწრნენ ჩემს ღარიბულ სუფრას. თავიდან ვერ ვიცანი თამარი, მაგრამ შემდეგ იმხელა ვიყვირე, ყველა მე მომაშტერდა🙂

მალე გამოვედით გარეთ, ვიპოვეთ სიყვარულოვნა და თანდათან დავიწყეთ შევსება, რათა ერთიანი ძალებით დაგვეფინა კეგლები.  შემოვიკრიბეთ ფორთოხლის გოგონა, პარანოიდი ძმა, კახი, ადო.

ჩემი ჯგუფი. ეს ოთხი და მე მეხუთე

სასიამოვნო გარემო დაგვხვდა. იმაზე მეტადაც, ვიდრე ველოდი.

კედები❤

ფეხსაცმელები გამოვიცვალეთ. კედები იმდენად მომეწონა, ძლივს შეველიე.

თამაშის წესები აგვიხსნეს. ორ რაუნდად წარიმართა. პირველი გუნდური და მეორე- გუნდში ყველაზე მაღალქულიანთა შერკინება.

მეც გამიკვირდა და 78 ქულით მეორე რაუნდში მოვხვდი.

შედეგები I რაუნდი (რატომღაც ,,ოა''-დ მიქციეს სახელი)

მაგრამ მეორე რაუნდი საოცარი კრახით დავასრულე

II რაუნდი. მარცხი

გამიხარდა ახალი ადამიანების გაცნობა იმდენად, რომ მათთან შელევაც გამიჭიდა.

ბოულინგის მატჩებს შორის ანტრაქტისას ბილიარდის თამაშით გავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქაც გამოუცდელი ვიყავი (და არაერთი ჩემთან ერთად კიდევ), მაინც თავი გამოვიდე. ელემენტარული დარტყმა ვისწავლე, უფრო სწორად, Niksologma  აგვიხსნა და აღმოვაჩინე, ონლაინში უფრო ადვილი სათამაშო ყოფილა.

learning to play billiards

ანტრაქტისასვე გაიწყო მცირედევროპული სუფრა და დაჯილდოების ბოლოს ყველამ მიირთვა გამარჯვებულთა სასმელი. მერე რა, რომ ყველამ ვერ გაიმარჯვა?! ღირსეული მოთამაშეები ყოველთვის იმარჯვებენ, ლუზერები კი ამ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობენ.

P.S. ყველა გამარჯვებულს ასე მაინც მივულოცავ.

ცოტა აბურდული პოსტია, მაგრამ იმედია არავინ დაიბნევა. წერილი ეძღვნება ყველას, ვინც გავაიცანი, ვერ გავიცანი იმ დღეს.🙂

Categories: U-კატეგორიო | 14 Comments

Post navigation

14 thoughts on “ჩემი ბოულინგმცდელობა

  1. ხო ბილიარდის თამაში კომპიუტერში უფრო ადვილია.🙂 მართლა მაგარი იყო.🙂🙂🙂

  2. ეჰ, პირველად მომინდა აღარ ვიყო ანონიმი :)))
    ხო მოვბოდიალდებოდი ეხლა და განახებდით კლასს ბოულინგში😀

  3. ბილიარდი ჩემი ტკივილია :დ

  4. ბოულინგზეე ვატყობ მოყვარულებზე მეტად ბლოგერების შეკრება უფრო იყოო…:)
    ბილიარდი ჩემიი ტკივილიაა ოღონდ კარგიი გაგებიით ცჰემი სისუსტეაა საოცრად მიყვარს…: )))

    • ბილიარდი (ბოულინგის არ იყოს) პირველად ვითამაშე იმ დღეს. მაგრამ სირთულედ დარჩა :დ

  5. eko

    რა არის ბილიარდში სირთულე?.. ბოულინგიი არვი…

  6. eko

    eg araferii mee vinc madgaa tavzee da vinc maswavlidaa imas avartyii joxii saxezeee…:: )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: