წონადი შიში

ძველებურ, მოწითალო ხალიჩაზე ეგდო მშვიდ უწონადობაში. ნელ-ნელა უბრუნდებოდა საღი აზრი. ზიზღი მოჰგვარა საკუთარი თავის გაცხოველებამ. უეცრად წამოდგა. სარკის წინ გაიარა. საკუთარმა ანარეკლმა შეაყოვნა. თითები აუთამაშა. თბილ სხეულს შეეხო. ოდნავ გაციებულმა თითის ბალიშებმა ჟრუანტელად დაუარა ტანში. შუბლზე თმები გაისწორა. თავის სახეს შეავლო თვალი. ცხვირს ჩამოჰყვა, ტუჩებს. ნიკაპის ქვემოთ, ყელზე კარგად გამოხატული ფარისებრი ხრტილი შეითვალიერა. ხელებით მოისინჯა მანძილი ბეჭდისებრ ხრტილამდე. თავი უკან გადააგდო. შუა ჩამოაცურა საჩვენებელი თითი. ოდნავ დააწვა ჩაღრმავებას. ესიამოვნა. უფრო მაგრად დაწოლა სცადა. ხველა აუვარდა.

კიდევ ერთხელ შეავლო თვალი თავის უზადო სხეულს. უთმო, ოდნავ მუქი კანი ამღელვებლად ეძახდა სარკის შიგნით. ნარცისიზმის სიძლიერე მოეძალა. სარკეს მიადო სახე. სიცივემ ჟრუანტელად დაუარა. მიხვდა, ისე ვერასდროს შეიყვარებდა თვს, როგორც სხვა. ოდნავ გამთბარ სარკისეულ ლოყას მთელი ტანი შეუდგა. გამყინავი ქოშინი აუვარდა. ამაზრზენმა შეგრძნებამ უკუგდო.

ისევ ყელს დაუწყო თვალიერება. ხელის მთლიანი მტევნით ელამუნებოდა . ხანდახან საძილე არტერიებს ისრესდა ძალუმად.

მკერდს მიაპყრო მზერა. ოდნავი ღინღლი უფარავდა გაშლილ მკერდს. ესიამოვნა თავისი მუსკულატურის შეთვალიერება. გამხდარ სხეულს მკერდის კუნთები  ეშხს მატებდნენ თითქოს. მკერდის ძვალს ჩააყოლა თითები. ძუძუს დვრილებს გადაუსვა ნაზად.

ადრეული კვირა დილით გულის აჩქარებული ძგერით გატეხილ ძილს ჯერ კიდევ არ მოეშორებინა თავისი ბასრი მარწუხები. ყველაზე შეყვარებული ორგანო ისევ გამალებით ძგერდა ამ დრომდე.

აბაზანას მიაშურა. მოშვებულ ონკანს ყური დაუგდო. ჯადსნურად საუბრობდა აბაზანის ფსკერზე დახეთქებული ცოცხალი სითხე. წყლის ორთქლის სურნელით დათვრა. ესიამოვნა წყლის სითბო და სიამოვნებანარევი გაისუსა. აქაფებულ წყალს შიშნარევად მიებარა.

სავსე აბაზანაში ჩაიძირა. ფიქრებისგან გაქცევას ცდილობდა. აჩქარებული გულისცემა რეფლექსირებდა ქაფის ოდნავი, სწრაფი შეტოკებებით. ექოსებური ხმა ჩაესმა. მიაყურადა. არ ჰგავდა არცერთი ადამიანისას, ვისაც იცნობდა. არც საკუთარს. ერთ ხმაში მოეყარა თავი ყველა იმ ემოციას, რაც კი დედამიწაზე არსებობდა აქამდე. სასოწარკვეთის სიჭარბემ გაახელა. ქაფს მიაშურა მისგან გასაქცევად. ხმა ცოტა ხნით დაიხშო წყლის სულშიშემღწევი შინაგანმუსიკალურობით. აქაც მოაგნო. შორიდან, დახშულად თუ მოგუდულად აღწევდა წყლის თხევადობაში წყალივით თხევადად. გული გაუწყალდა. დაეტბორა.

-”ვერ აღუდგები წინ დროის ცვლილებას. და არ იქნები არც პირველი და არც უკანასკნელი, ვისი კანიც დანაოჭდება, ჩამოიწელება, გაუხეშდება და აიქერცლება…-” უცებ ამოყვინთა. გასაპნული სახე მოიწმინდა.

-”…ვისი სხეულიც მოიხრება  ტკივილებითა თუ მარტივი ფიზიოლოგიით. ვის გათეთრებულ თმებსაც დააცვენს ჟამის ფრთის შემოდგომისეულ ქარად ჩამოქროლება. ვისი გაყვითლებულ და მორყეულ კბილებიც ხან სხეულის გარეთ დაეცემა წვიმის წვეთის ხმაურით, ხანაც სხეულის შიგნით გადაინაცვლებენ ძილისა თუ ჭამის დროს. ამაზრზენობა გახდები. ნასახსაც ვერ ნახავ შენი სილამაზის.  შენს მუქ ლურჯ თვალებს სხივი დააკლდება. შეებრალები დროს და ნათელსაც წაგართმევს თვალში, რომ არ დაინახო საკუთარი სიძაბუნე. მხოლოდ ხელის შეხებით იგრძნობ სიმწვავეს შენი სიბერისას და ესეც საკმარისი იქნება.”- აბაზანიდან ამოხტა და კუთხეში მიიკუჭა.საცოდავად. ეგოისტების შიშით. ცივი იატაკის არ შეშინებია. დიდხანს იჯდა ასე . მერე ჩუმად წამოდგა და აბაზანიდან გამოპარულმა ფანჯარა გამოაღო.

რიჩარდ ბაქსტერი -ნარცისი და ექო

შემოდგომის სიცივე გულ-მკერდს დაეძგერა. საშინელი ტკივილი იგრძნო მოულოდნელად. მთლიანი სხეული თავის ხელში მოეგდო მას. Dolorem animi. მახრჩობელა გველივით ორგაზმისეული სიამოვნებით ეხვოდა და გუდავდა. წამლების კარადა გამოაღო და გულისძგერა შეიმცირა.

გამოფხიზლებულს ისევ ის ფლაკონი ეჭირა ხელთ. წარწერა დიდხანს ათვალიერა ათასი ფიქრით. თაროსკენ გაექცა თვალი. პირისახით მისკენ მობრუნებულ ლურჯ წიგნზე ოქროსფერი შრიფტი ამოიკითხა. ვერც მისი საუბარი გაიგო.

,,ებრაელთა ხსნის ამბავი”-გაიფიქრა – ,,ნაკრებად გაიდეალებული ერთი ერის უსასრულოდ დიდი თავგადასავალი. მსოფლიოს ხალხთა იმედადმიდევნებული მზერა. სასო ადამიანთა უსუსურებისა ცვალებადობის წინაშე”.

კანს ალაგ-ალაგ სისველე სციოდა. კოლოფი შეანჯღრია. ყრუ ხმა ოთახის ექოდ მისწვდა რატომღაც. უთვლადი ბგერა აირია ერთმანეთში.

,,სულიწინდის გმობა”- გაეღიმა – ,,ვერავინ გაიგებს. გულს დააბრალებენ”- მეორე ტაბლეტი დალია. მესამეც და მეოთხეც. კოლოფი თაროს დაუბრუნა. სულ უკან გადამალა.

ფიქრთა ნაკადი მოაწყდა.  ჩამოჯდა. გულს მიაყურადა. ცემა ნელდებოდა. მომუქლურჯო კედლის ერთადერთ, უჩარჩოო სურათს გახედა. ოდნავი ქერა თმის, თეთრი სახისა და უთეთრესი კბილების ღიმილი მკვეთრად აჩნდა მთელ კედელს. პირისახით მისკენ წამოწვა ანგრეული ლოგინის გაციებულ, სხეულსურნელოვან ზედაპირზე.

ახლა მხოლოდ მიტევების თხოვნაღა შეეძლო. მიტევებისა, რომ თავზე წინ ვერავინ დააყენა. რომ ეშინოდა  მომავლის – ბუნდოვანის და შეუცვლელის. რომ სიყვარულმაც ვერ შეძლო თავისი ეგოსადმი სიყვარულის განელება. რომ…

ნარცისისეული ფიქრების ექოდ გამომკრთლი მოთქმა.

გერონტოფობია.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , | 19 Comments

Post navigation

19 thoughts on “წონადი შიში

  1. მმ დავმძიმდი რაღაცნაირად.მომეწონა.

  2. არ მინდა დაბერება😦
    დღეს თუ გუშინ ვფიქრობდი ამაზე და კი გავოცდი ახლა ეს რომ წავიკითხე🙂

  3. თანამედროვე დორიან გრეი… ისე, ყველაზე გენიალური აზრები აბაზანაში რატომ ჩნდება?

    • იცლი და იმიტომ. ყველაზე მეტი დრო მაგ ოთახში შესვლის დროს გაქვს. როცა აბაძანაში წევხარ. შხაპისას ნაკლებად . იმჰო :)))

    • ვერ ვიტან დორიან გრეის😐

      • თავისი ავ-კარგით დორიანი მაინც მიყვარს. (გეცოდინება რატომაც :დ), აი ლორდი ჰენრისი კი რა გითხრა🙂

        • არ წამიკითხავს ბოლომდე. იმიტომ რომ ძალიან მაღიზიანებდა მუდამ დორიანის სილამაზე და ქებადა ა.შ და ა.შ😐 აი ძალიან:/ ერთადერთი და იმედია უკანასკნელი წიგნია რომელიც დავიწყე და არ დავასრულე

  4. Sgt. Pepper დამასწარი, ხოო ალბათ ყველას ქონია ეგ მომენტი რაც ამ პოსტში წერია. ბავშვობაში მჯეროდა უკვდავების და მარადიულობის ეხლა ვცდილობ დავიჯერო , ჯერჯერობით არ გამომდის🙂

  5. კარგი პოსტი იყო, აქტუალურიც !
    პ.ს. ჩემი ავატარი სადაა ? :@
    აჰა გასწორდა მგონი😀

    • სიბერის ყველას ეშინია და ყველა თავისებურად ცდილობს მასთან ბრძოლას. იმედია იმ აზრამდე მივალ ოდესმე, რომ ცხოვრებას ის ღირებულებები გააჩნია, რაც მჭირდება და ჩემთვისაა აუცილებელი.

  6. დივინს ეშინოდა სიბერის🙂

    • არამარტო. დორიანც ეგრე იყო. ბევრი პოპულარული არსება, რომლებიც ჩანან და ადვილადმისაწვდომია მათი ცხოვრება. სინამდვილეში, ყველა ადამიანს ეს აწუხებს: ,,ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე” (ლ.ა.)

  7. razmua

    მინდა სიბერე მარტო არა ოღონდ.😐
    როგორ გეტყობა რო მედიცინასთნ ახლოს ხარ🙂

    • ჰო, თამარ, ჯერ-ჯერობით ახლოს ვარ🙂 თუ რამემ არ დამარტყა თავში, ღრმად შევალ, თუ არადა რავიცი.

  8. გაზვიადების გარეშე ვამბოობ მაგრაად დამტვირთა და ბევრ რამეზეე დამაფიქრა… : ) ეს არის წუთისოფლის წესი და კანონი…

    • წუთისოფლის, რომელიც არც მოსვლას გვეკითხება და არც წასვლას🙂 სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია

  9. eko

    ფაქტი ჯიუტია…: )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: