სულ სხვა დილა

ბანალურად განცდილი და გაუფერულებული  გრძნობებით თამაშის დასასრულს, სწორედ მაშინ, როცა ძილისპირული მიდგას და  მაშინაც, როცა ძილში რაღაცას წამომაბოდებს, ვგრძნობ რომ  სიახლით უნდა შევცვალო დილა და ძილშივე  ვასხამ პალიტრაზე ღია ფერების ზეთოვან სიკაშკაშეს. ყოველ ახალ წამოკრთომას ახალი  ლაქა ედება. ივსება ოვალური ფირფიტა.

მომბეზრდა სინაცრისფრე და თავს დიდი წვალებით ვაძალებ გაღვიძებას. წინაღობას მიწევს და ფერად სიზმრებს მპირდება. ვნებდები. თუმცა, მალევე ვხვდები, გამაწბილა.

წვალება გაღვიძებისა. სწრაფი იმპულსები მთელს სხეულში. დეფიბრილატორისეული გატოკება ერთხელ. ნარკოტიკული სიზმრების მილიწამისეული სიამოვნება.

გატოკება მეორედ. გამოღვიძება. შიშნარევი განცდა, რომ სიკვდილს ახლახან გადავურჩი რაღაც მანქანებით. გულის აჩარებული ძგერა და ოდნავ დაცვარული შუბლი.

ვგრძნობ, სიზმრისეული მოქმედება რეალურ ცხოვრებაში მთლიანად გამეწელა. იმაზე დიდხანს ვიწვალე გამოღვიძებაზე, ვიდრე მეგონა. გამოფხიზლებაზე – უფრო მეტი. ბალიშის სირბილე. ბრძოლა ლოგინის მოთბო, ხორცისეულ სურნელთან. შემცივნებული საბნის ურცხვადშემკრთალი სიიაფე.

ჰაერის მყინვარება. ონკანის ალარმისტულობა. სარკედწაშლილი სიგიჟე სახის. აბაზანის ყოველწვეთიერი სურნელი.

და ისევ ის ნაცრისფერი დილა. უცვლელი. მარადიული. არაფრისმთქმელი. სიამოვნების სახელსამოფარებული

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , | 11 Comments

Post navigation

11 thoughts on “სულ სხვა დილა

  1. სევდიანია, ძალიან თან😐

  2. მდაჰ….:ღრმად ამოსუნთქვა და ჩასუნთქვასმაილი:

  3. რამდენი დღეა ასეთი ნაცრისფერი დილა თენდება აქ,ჩემთან.

  4. ყველას ცხოვრებაშია ნაცრისფერი დილაა მაგრამ იცოდე ყველა სადავე შენს ხელშია და შენზეა ამ დილას როგორ გააფერადეებ.. ამიტოომ ისე იცხოვრე როგორც “იხვის ტოლმის” დამწერს შეეფერებაა.. ყოველთვის ეძბეე რაღაც არა პრაგმატულიი და არაბანალური…: ))))

  5. eko

    სანამ ყალამი შენს ხელშია მანამდე კიდევ ეშველება ყველაფერს..: )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: