სულში დარჩენილი დუმფარები

დიდი გაოცების გამოწვევა მცირედ მოულოდნელობასაც ძალიან კარგად შეუძლია. ყველაზე მეტად კი მაშინ, თუ ადამიანური გრძნობების გვირგვინი უმაგრებს ზურგს.

ვერ ვიტყვი, ეს დიდი გრძნობა იყო თუ არა ჩვენ შორის, მაგრამ გაოცებაც არ დაწყებულა მოულოდნელად. ყველაზე პოპულარულ სოცქსელზე ფრენდრიქვესთზე უარი არასდროს არავისთვის მითქვამს და 50%-ზე მეტს სწორედ ისეთი ადამიანები შეადგენენ, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში ერთხელ ან არასდროს შევხვედრივარ. გამოგზავნილ თხოვნას არც ამჯერად ვთქვი უარი და ოდნავ მეტადაც ჩაკეტილ პროფილს დავეწაფე. მოვიხიბლე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და განვაგრძე ისე მოსაწყენად ცხოვრება, როგორც ვცხოვრობ.

ჩვენი ურთიერთობა ორიოდ კვირის შემდეგ დაიწყო. ინიციატორი ის იყო. ძირითადად, გამთენიის ხანს ვსაუბრობდით.  რამდენიმედღიანი მიმოწერის შემდეგ გამომიტყდა, რომ მოვწონდი. პირველად მაშინ გავოცდი. ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენლად დაუშვებელია ასეთი სახით ადამიანის მოწონება-შეყვარება.

მეორედ მისმა გულახდილობამ გამაოცა. ისეთ თემებზე მესაუბრებოდა, უკან დასახევი გზა არ დამიტოვა და მეც იძულებული ვხდებოდი, ჩემი მხრიდანაც არაფერი ყოფილიყო დამალული.

სულ ორჯერ შევხვდი. პირველსავე ჯერზე მოვიხიბლე. ერთ-ერთ კაფეში ბევრი ვისაუბრეთ. არ მინდოდა წასულიყო. რატომღაც მეგონა, რომ თუ ახლა გავუშვებდი, ვეღარასდროს ვნახავდი. არაფერს ვიმჩნევდი. კაფიდან გამოსულებმა გზას გადავუხვიეთ. ნაკლებადხალხმრავალ პარკში ჩამოვჯექით და საუბარი განვაგრძეთ. პირველი შემთხვევა იყო, რეალურ ადამიანს ამდენს რომ ველაპარაკებოდი შეხვედრის პირველსავე დღეს. მითხრა, რომ ერთ-ერთ რადიოში მუშაობს და რომ … ძალიან ბევრი რამ მითხრა.

ჩავეხუტე. მისი სუნამოს განსხვავებულ არომატს თავი ვერ დავაღწიე. არ მომწონს ზედმეტი სუნები, რაოდენ ტკბილიც უნდა იყოს ის (და ანტიპესპირატების შერჩევისას, უპირატესობას ნაკლებსურნელიანებს ვანიჭებ), მაგრამ მისი ყელიდან თავის ამოწევაც არ მიფიქრია, იმდენად შევეყინე. ერთდერთი ადამიანია, ვისაც სუნამო ასე უხდება.

ხელები მომხვია. რამდენიმე წუთით ჩუმად ვიყავით და ჩუმად მაკოცა. არ გამკვირვებია. მის გვერდით მშვიდად ვგრძნობდი თავს. ტუჩების შეგრძნება ლოყაზე. ჩემი ყელზე. ტუჩთა შეხვედრა. მისი საოცარი თვალები და ლამაზი ცხირი. ჩემი მკერდიდან შევიცანი მისი ყველაზე მგრძნობიარე ადგილები- კერტები (ნუ გაიკვირვებთ, ასე იყო). ოქტომბრის არც ისე თბილი საღმო იდგა, მაგრამ მას თხლად ეცვა. შესცივდა. ყავისფერი ჟაკეტი მოვაფარე და ისევ ჩავეხუტე.

რამდენიმე საათში ერთმანეთს დავშორდით. სოცქსელს საოცრად მივეჯაჭვე. რამდენიმე კვირა ვეღარ შევხვდით რიგი მიზეზების გამო. სურვილი მქონდა, მხატვარი ვყოფილიყავი, ის ის კი ჩემი ნატურა. დაუსრულებლად მეცქირა მისთვის. მოუბეზრებლად.

მეორედ თბილად ეცვა. მივხვდი, იმ შინაგან სიცივეს მე ვერ ვუვსებდი. ახლაც არაფერი შევიმჩნიე და უწინდელზე მაგრად ჩავეხუტე. დიდხანს გაგვიგრძელდა. მისი მოკლედშეჭრილი თმა არაამქვეყნიურად ცხოველი მეჩვენა იმ საღამოს. კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემს უსუსურებაზე და მისგან წამოსულ სითბოზე. მეგონა, რომ მთელი სამყაროს სითბო და სიცოცხლე ამ ერთ პატარა არსებაში იყო ჩამარხული მთელი თავისი სისვსით. ამ შეგვიანებულ ხანს მის ამბორს ღვთიური გემო ედო. სწორედ ისეთი, უკანასკნელ კოცნას რომ სდევს თან.

აზრად არ მომსვლია დამერეკა. ველოდებოდი ისევ იქ. მაგრამ გაქრა. ნელ-ნელა მიინავლა თითქმის ყველაფერი. საერთო (ფეისბუკ)მეგობრისგან გავიგე, რომ დაოჯახდა.

დეკემბერი დგას. დავურეკე. მოვიკითხე. გულით მივულოცე ახალნაშენი. თბილად მესაუბრა, მაგრამ მივხვდი, ჩემ გარეშე კარგად არის.

N.B.  ადამიანების იმაზე მეტად მესმის, ვიდრე მათ ჰგონიათ. თეთრი დუმფარები კი ყველაზე დიდებული ყვავილებია მთელს დედამიწაზე, რომელიც უნდა გვიყვარდეს.

P.S. ყოველთვის ვიცი და მტკიცედ მჯერა, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, არცერთს ავირჩევდი.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , | 33 Comments

Post navigation

33 thoughts on “სულში დარჩენილი დუმფარები

  1. ავჩუყდი :დ
    არა მართლა, ძალიან სევდიანი ისტორიაა:/
    და ყველაზე ძალიან ალბათ ის მომენტი ტეხავს შენ რომ გახსოვს, გენატრება, ურეკავ და აღმოაჩენ რომ შენს გარეშე კარგად არის, როცა შენ გაკლია.

    იმედია ეგეთი რამ არასოდეს დამემართება :შ

  2. vaime🙂🙂

  3. მე ვეღარ ავჩუყდი, ისეთი ნაცნობი იყო და სულაც არ გამკვირვებია ის განცდები. სულაც არაა შეუძლებელი ასეთი რამ:)ოღონდ ეგ სულში დუმფარების მაგივრად კაქტუსს ტოვებს

    • არა, კაკტუსი ნამდვილად არ ყოფილა. ვიცი რასაც ვამბობ. ჩემთვის ნამდვილად დუმფარები დატოვა.🙂

  4. martlac dzalian amachybeli istoria magramver mivxdi ratom moxda ase isac xom kargada grdznobda shentan ertad tavs?🙂

    • ალბათ, იმის მიცემა არ შემეძლო, რასაც შიგნიდან ითხოვდა🙂 ან სულ სხვა რამეს ეძებდა და იპოვა კიდეც🙂

  5. გლეხის ბიჭო,კარგად წერ :დ
    მომეწონა,გული ამიჩუყდა.

  6. რა ძნელია მონატრება, რაღაცნაირი ნაცნობი სიტუაცია იყო, სამწუხაროდ თუ სასიხარულად არ ვიცი

  7. სიმართლე, შიშველი სიმართლე . . .
    ძალიან მაგარი პოსტი იყო უდაოდ , სევდიანი და ჩამაფიქრებელი. katerina ალბათ უფრო კაქტუსს ტოვებს , მაგრამ ვისთვის ეს დუმფარებია .

  8. dekemberiusi

    ყოველთვის ვიცი და მტკიცედ მჯერა, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, არცერთს ავირჩევდი.
    მეც არცერთს არ ავირჩევ.

    • მაგრამ ეგაა, არჩევანის გაკეთბას ყველაზე საჭირო არჩევნებისას არავინ გვთხოვს. უჩვენოდაც ყველაფერს წყვეტს ის, ვინც, ალბათ, არის ზემოთ🙂

  9. დუმფარები ყოფილან…

  10. jurnalisti

    chveni cxovreba arc ariviti iwyeba da mitumetes ar mtavrdeba… saboloo jamshi ki es yvelaferi did gamocdilebas gvdzens… yvelafers aqvs dasawyisi da dasasruli. ertma brdzenma kacma tqva. roca me shenze cud mdgomareobashi viyavi ertma adamianma mitxraa, rodesac vigac midis nu gaekidebi, ert adgilze gacherdi da utxari cxovrebas-shemdegi… mokled kargad daimaxsovre es sityva da roca msgavs mdgomareobashi iqnebi xmamagla tqviii -shemdegiii:)

    • რომ გავკიდებოდი და დავწეოდი, ჩემთან იქნებოდა ახლა, მჯერა :დ
      სულელი ვარ, ვიცი. და დაველოდები შემდეგის ჩამოტარებას :დ

  11. რამე გამომრჩა? :დ
    ვიღაცის გავლენა იგრძნობა შენს ბოლოდროინდელ ნაწერებზე და ვერ ვხვდები ვისი😀 :ინტრიგა:
    პ.ს. კარგია :*

    • ვაიმე! ამასაც მოვესწარი. ყოველთვის ვცდილობ, გავლენებს გავექცე და მადანაშაულებენ! :დ
      აუ, თუ იცი, მითხარი და შევეცდები შევცვალო!(წამაკითხე იმის პოსტები და ბლოგის გაუქმებაც რომ დამჭირდეს, მსგავსს არაფერს დავწერ :((( )

  12. am bolos ver gxedav da dawere mainc rame tu uazrod flangav dros??

  13. ეს ახლა ვნახე!
    მერამდენედ უნდა გაღიარო!😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: