საცხოვრებელი თეატრი

”Give a man a mask and he’ll tell you the truth” -Oscar Wilde

ყველაზე დიდ თეატრში ვცხოვრობთ. სადაც ადამიანური გრძნობები მათი მთელი არსით, სიცოცხლით მხოლოდ ერთი დიდი წარმოდგენაა, რომლის მონაწილენიც თვად ვართ. რეჟისორებიც. სცენარისტებიც. ოღონდ თანაავტორები. ცხოვრების მთელი სიგრძე-სიგანე, მისი მომხიბლაობა მხოლოდ ერთი სპექტაკლის ინსცენირებაა. სპექტაკლისა, რეპეტიციის გარეშე. სპექტაკლისა, რომელშიც მრავლად იდგმება წვრილი წარმოდგენები. სპექტაკლისა, რომლისთვსაც დრო მხოლოდ გამართობელი ბალღამია. სპექტაკლისა, რომლისთვისაც სეზონთა ცვლა გამართობელ სანახაობასაა დამორჩილებული. სპექტაკლისა, რომელშიც უხვად შეგიძლიათ მოირგოთ ნიღბები…

ჰკითხეთ ნებისმიერს – ის ყველაზე რეალურია. ყველაზე სანდო. ყველაზე მიმნდობი… ის ყველაზე ყველაზეა დადებითთა შორის.

მართალია. ასეა. ოღონდ, მას მესამე პირის ნიღაბი სჭირდება. ყველაზე განსხვავებული მასკირების ელემენტი, რომლიც აერთიანებს ყველა დანარჩენ, საკუთრებაში მყოფ ნიღაბს და დამატებითებსაც, უსაკუთროს.

მეც მაქვს ნიღაბი. არა, ნიღბები: ღიმილის, სიცილის, დილის, ღამის, შუადღის და მათშორისი მონაკვეთების, ფერადები, მრავალმნიშვნელოვანნი, ფარშევანგისკუდიანები, სპილოსხორთუმიანები, სიყვარულის, სიძულვილის, სხვა გრძნობათა. უფერულები, ემოციურებიც და უემოციოების.

მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი კოლექციისა, მაინც ღრიბი ვარ, რადგან მათი მხოლოდ თითო ეგზემპლარი მომეპოვება. არ ვიცი დავაბრალო ეს ჩემს სიძუნწეს, უქონლობას, უყურადღებობას, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს შინაგან კედლებს მხოლოდ ეულად ამშვენებენ შევსების მოლოდინით. ალბათ, რომ გავიზრდები, შევავსებ.

ბევრი იშვიათადგამოყენებადია მათგან, ბევრიც ხშირგამოყენებული. მაგრამ ყველა მჭირდება. ისევე, როგორც თქვენ.

ჩემი ერთადერთი ყველაზე ხშირსადგამოყენებადი ნიღაბი ყველაზე საძულველიცაა ამავდროულად, რადგან ეს არის ისა სწორედ, რითც საზოგადოებას, მეგობრებს, უბრალოდ ირგვლივმყოფთ ვატყუებ ხოლმე.

მე პატიებას გთხოვთ. მომიტევეთ, რადგან:

  • მე ის არა ვარ, ვინც თქვენ გგონივართ.
  • არ მაქვს ის, რითაც ხშირად ,,ვიკვეხნი”
  • არ გგავართ თქვენ, არც სხვას (განსხვავებული ნიღბები მაქვს)
  • აღარ ვაგრძელებ-მომიტევეთ

ბევრნაირად გატყუებთ ყველას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიღბები ჩემზეა მორგებული. ცოცხალ ადამიანზე და მის შიგნით იმალება, ის რაც მათ იცვლის ყოველწამიერად. სიმართლის ოდნავი მარცვალი, რომელიც სიცრუესთან ერთად აჩენს თავის სახოვნებას, მაგრამ იმდენად შერწყმულად, რომ    მეც მიჭირს მათი გამოცალკევება ერთურთისგან

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , | 22 Comments

Post navigation

22 thoughts on “საცხოვრებელი თეატრი

  1. რატომ ითხოვ პატიებას? ნებისმიერი ხომ ამ სპექტაკლის მონაწილეა და ყველას აქვს ნიღაბი, არც სხვები არიან ისინი ვინც გვგონია, არ აქვთ ის რითაც იკვეხნიან, არცერთი არ გავს ერთმანეთს ყველას აქვს თავისი განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიღაბი. მეც მასეთი ვარ

  2. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვიცი, რომელთაც ჩემზე მეტი ან ნაკლები ნიღაბი აქვთ. მაგრამ მე პატიებას ჩემი ,,ცრუპენტელობდან” გამომდინარე ვითხოვ🙂

  3. შექსპირმა თქვა ხო? რომ ჩვენ ყველა სცენაზე ვართ და ამ თეატრში ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს… ზეპირად არ მახსოვს ციტატა, მაგრამ აზრი ესაა.მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ არ ვითამაშო, მეზარება🙂. ზოგჯერ იძულებული ვარ მაინც ჩავება ამ სპექტაკლში, მაგრამ ვცდილობ რაც შეიძლება იშვიათად.

    • კარგია, თუ სიზარმაცეს ემორჩილება ეს თამაში. და ისიც კარგია, რომ არ თამაშობ. ჩემი დიდი მოწონება შენ🙂

  4. ნიღაბი! იშვიათად მაგრამ მეც მიწევს მისი ტარება. ცხოვრება მართლაც რომ დიდი თეატრია!😉

  5. რომ წავიკითხე, უემოციოებიო, მეთქი ეს რა ნიღაბია და გამახსენდა, რომ ყველაზე ხშირად რომ ვიყენებ, ის.
    ისე, ნიღბების სიმრავლეზე მეტად მე საკუთარი ბუნებრივი მრავალგვარობა მაწუხებს.

    • შინაგან კედელზე მიკიდია ნიღბები-თქო🙂

      • უკაცრავად, რამე თუ ვერ გავიგე, ნიღაბი ნიღაბია. სრულ ბუნებრივობაში ვგულისხმობ, როცა კითხვა არ გიჩნდება, ეს შენ იყავი თუ სათადარიგო შენ.
        ნიღბები მართლაც არსებობს, მაგრამ არც ასეა საქმე, მთელი მასკარადი გვქონდეს სახეზე გაკრული. უბრალოდ, ხანდახან ჩვენს ქცევას რომ ვუღრმავდებით, არ მოგვწონს და ვასკვნით, რომ ეს ჩვენ არ ვყოფილვართ ასეთი ამაზრზენები.

  6. ისე, როგორ ფიქრობთ, ადამიანს დღევანდელობაში უნიღბოდ ცხოვრება შეუძლია?

    • რომ ვერ იცხოვრებს და ვერ ცხოვრობს, მაგასაა რომ ვჩივი. თორე ჩემზე დიდი მოსურნე, არ მგონია ვინმე იყოს🙂

    • დღევანდელობაა, ვითომ, შუაში? მგონია, უფრო რაოდენობა. უმცირესობაში თუ ხარ და ყვირი – ეპატაჟია, რაც არაფერში გჭირდება, ამიტომ გადადიხარ უმრავლესობაში ნიღბით დამშვენებული ფიზიონომიით.

      • მართალია და ირგებ ერთფეროვნების ნაცრისფერ ნიღაბს

    • კი🙂

  7. ვეს’ მირ ტეატრ ი ლ’უდი ვ ნიომ აკტიორი’-

    რა ლამაზი ნიღბებია. თეთრ-წითელი მომეწონა ძალიან. და ვივალდიც, რა თქმა უნდა.

  8. ამ, რატომღაც ყოველთვის ვამბობდი (მამენტ ეხლაც ვამბობ), რომ მე არ ვთამაშობ, ანუ, რეალურ ცხოვრებაში ის ვარ ვინც იმ ნიღაბზე ისახება, რომელიც იმ წამს მაქვს. თამაში ყალბია, მე კიდევ ვერ ვიტან ყალბს ვერაფერს, ვერც თამაშს, ვერც სიტყვებს, ვერც ემოციებს, გრძნობებს, სიძულვილს და სიყვარულს. რეალური მირჩევნია.

    რაც შეეხება ნიღაბს, დარწმუნებული ვარ რომ ჩემს ნიღაბზე ყოველთვის აისახება ის რასაც იმ წუთას ვგრძნობ❤

    • მაგრამ რამდენად მოწადინებულიც უნდა იყოს ადამიანი, დღს მაინც ატარებს ბევრ ნიღაბს🙂 ბიბლიური შექმნის დღე იყო ერთდერთი უნიღბო დღე

      • მეიბი. მაგრამ მჯერა რომ სხვებთან შედარებით ნაკლებად ყალბი ვარ ^_^ აი ნოუ ით :პ

  9. Pingback: ჟან ვიგო. ნაწილი 1. « Sgt. Pepper's Blog

  10. Pingback: ცოტაც და … « "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

  11. საპატიებელი არაფერია რადგან ეს ცხოვრება მართლა ის თეატრიაა რომელშიც ყველა ირჩევს სცენაზეე დგომას და მაყურებლის ადგილი ყოველთვის თავისუფალია.. და სცენაზეე მდგომებს მოეთხოვებათ ნიღბის ქონა..
    ტყუილს რაც შეეხება, ეს ის ტკბილი სიმართლეა,რომელიც დღეს-დღეობით ძალიან პოპულარულია და რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია… ნათქვამია თუ გინდა ამ ცხოვრებას შეერკინოო, მისი გაცრუებაც უნდა შეგეძლოსო… და ვინც ამას ვერ ახერხებს ის რატომღაც ყოველთვის დაჩაგრულია.. : ))) ამიტომ უნდა იცოდეთ რომ ტყუილის თქმაც ნიჭია…: )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: