ბანანი ალუჩის გემოთი

მესიჯად მოწერილი: ,, ჩემთან ამო”.

ამ ერთი კვირის განმავლობაში უარის ყველა შესაძლო ვარიანტი ამოვწურე. ვეღარაფერს ვიფიქრებ. ეს სულაც არ არის სიტუაცია, როცა მისი ნახვა არ მინდა. სინამდვილეში პირიქითაა. ახლაც მინდა ავიდე და ვნახო. ისევე, როგრც სხვა დღებში მინდოდა. მაგრამ ვერასდროს ვბედავ სახლი იმ დროს დავტოვო, როცა მარტოობა ყველაზე მეტად მჭირდება.

მასთან სახლში ყოველთვის ფუმფულა დივანზე ვზივარ. პირისპირ. ისე, რომ მთლიანად დავინახო. მისი არც გასვლა, არც გამოსვლა, ხელის უბრალო გატოკებაც არ გამომეპაროს. იშვიათად ვესაუბრები. უმეტესად მაშინ, როცა რამეს მეკითხება. მხოლოდ ცქერით ვტკბები. ამბობს, რომ არ მიყვარს. შეიძლება მართალიცაა. ვთვლი, რომ სიყვარული არ ვიცი რაა. მაგრამ დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს მასზე ფიქრს რატომ ვუთმობ, მაშინ?

როცა გვერდით მომიჯდება, მისი სიახლოვე ყოველგვარ აზრს მაკარგვინებს.რა საქმესაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს გონებისმიუყოლებლად ვაკეთებ ამ დროს. საკუთარი გულის გამალებული ძგერა მესმის. ის კი არც იმჩნევს. საუბარს აგრძელებს იმაზე, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უნდა ვუთმობდე, თუ როგორ ხშირად უნდა ვნახო, თუ რამდენად ხშირად უნდა ვესაუბრო…

– ყავა მინდა.- ვამბობ წყნარად და სამზარეულოში გასასვლელად ვემზადები.

– დამპალი ხარ.- მეუბნება – მაცივარში ბანანია. ჭამე თუ გინდა.

ყავას ვასხამ და გაგრილების მოლოდინში ბანანს ვკბეჩ.

– სხვანაირი გემო აქვს. მწიფე არ არის- ვჯდები  მის სიახლოვეს და ჭამას განვაგრძობ. – ასეთი ბანანი არასდროს მიჭამია.

– ხო, უმწიფარი ალუჩის. სიმჟავის გარეშე.- ამბობს და ხელს მოკრძალებით მადებს ძველისძველ, თავისი გემოვნებით შერჩეულ შარვალზე. – განსხვავებული. განსხვავებული გემო… განსხვავებული ცხოვრება. ან სულაც განსხვავებული ცხოვრების გემო – თითქმის ჩურჩულზე  გადადის და ჩემს ბარძაყს მიაბარებს მსუბუქ თავს. განსხვავებული ღვთიურობით აგებებს ერთმანეთს თავის შავი წამწამები და ინაბება.

შეგრილებული ყავის დიდ ყლუპს ვსვამ. დახუჭულ, ოდნავმოძრავ თვალებს ვაკვირდები და სიამოვნებანარევი განცდა მეუფლება.

P.S.  ეს წერილი მანამ არ დაკარგავს მნიოშვნელობას ჩემთვის, სანამ ის ძირითადი პრობლემა იარსებებს, რის გამოც დაიწერა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , | 27 Comments

Post navigation

27 thoughts on “ბანანი ალუჩის გემოთი

  1. ძირითადი პრობლემები არ ვიცი და “- დამპალი ხარ.- მეუბნება” ეს სიტყვები რაღაცით მომეწონა. წესით ამით ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ რატომღაც მე ვიგრძენი რომ ძალიან თბილად ნათქვამი უნდა ყოფილიყო…ამის ახსნა გამიჭირდება, მოკლედ რაღაცნაირად…. ნუ როგორცაა ვერ ვხსნი..
    მომეწონა 🙂

    • ემოციები არ დავაკონკრეტე🙂. სიუჟეტიდან (თუ შეიძლება ასე დავარქვათ) გამომდინარე, რა თქმა უნდა სწორად ფიქრობ🙂 მადლობა

  2. ჭიამარიას ვეთანხმები, მეც ეგ ვიფიქრე🙂
    კაცმა მართლა უნდა დაგიჭიროს და სულ გაწერინოს !

  3. +1 გრაფინიას და კიდევ ისა, ტყუილად გგონია რომ სიყვარული არ იცი. უბრალოდ გინდა რომ გეგონოს რომ არ გიყვარს : ) და არ გინდა ამის აღიარება :პ

  4. Di@

    ჰმ, პირველად ვარ ამ ბლოგზე და ეგრევე რა კარგი პოსტი მომხვდა ხელთ… დაუჯერე სხვებს და გააგრძელე წერა, ოღონდ, გადაიკითხე გამოქვეყნებამდე ან შემდეგ. მე ვის რას ვეუბნები, მაგრამ მაინც…

  5. მმმმ…. ვერაფერს იტყვი– კარგად წერ, მაგრამ ის რა უბედურებაა მჟავე ბანანს, რომ აყოლებ ყავას? არ ვიცი გენაცვალე… არ ვიცი… გამაგიჟებს ეს ხალხი რააა…:/

    • ბანანი ყავის გაგრილებამდე ვჭამე, აქს, რადგან ცხელი არ მიყვარს🙂 ხოდა, ბანანი მჟავე კი არ იყო, ისე ჰქონდა ალუჩისებრი გემო, სიმჟავის გარეშე. ალუჩის მეორე და მთავარი გემო.

  6. posti momewona🙂
    dges mere davakvirdebi daumwifebeli bananis gemos🙂🙂 warmatebebi kidev🙂
    ვფიქრობ, გჭირდება ხშირად იმის თქმა, რომ კარგად წერ მერე უფრო მოტივირებული ხარ , ჰოდა , მიდი ,გელოდებით🙂

  7. როგორც გითხარი, ერთხელაც იგრძნობ, რომ სიყვარული მოვიდა და მერე დალაგდება ყველაფერი. პრობლემებიც აღარ იარსებებს…

    • სიყვარული რომ ყველა პრობლემას ხსნიდეს, სულ შეყვარებული ივლიდა მთელი სამყარო🙂
      იმ პრობლემას ვერ მომიხსნის, რაზეც გაკვრით მაქვს ნახსენები.🙂

      • ზუსტადაც რომ მაგ პრობლემას მოხსნის, სხვას თუ ვერაფერს უშველა!

  8. არ მჯერა, დიტო ამბობს ამას? :O

    • რა გიკვირს სალ? ჩემი პროფესია ასეთია, სხვას რასაც ვურჩევ, ის ჩემთვის აუცილობლობას არ წარმოადგენს.

      • ხო შენი პროფესია ეგეთია, მაგრამ ეს რჩევა შენი პროფესიიდან გამომდინარე მიცემული არ მეგონა.

        • პროფესია ისეთი რამეა, რომ სულის ნაწილი უნდა იყოს, რაღაც დოზით…

  9. პირველი: “დამპალი” მეც სითბოთი ნათქვამად გავიგე.მეორე: მგონი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ზედმეტად “რუსთაველურად” უყურებენ სიყვარულს, არადა ზოგჯერ ძალიან მარტივადაა საქმე. და როცა მარტივადაა საქმე, ეგებ არც ღირდეს კვლევა-ძიება…კარგი იყო, მომეწონა მე🙂

    • ჭეშმარიტება სიმარტივეშია :დ ვიცი, მაგრამ რა ვუყო. არც რუსთველისეულს ვეძებ რასმე. სიყვარულიც არაა, პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ეგ არ მიგულისხმია🙂
      მადლობა, კატერინა🙂

  10. სიყვარული ეს ის გრძნობაა რომელიც აზრებს გირევს. დაკავდი სხვა რამით და უცბად მიხვდები რომ აღარ ფიქრობ. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ვის რა უნდა რომ მიიღოს.

  11. მადლობა რჩევისთვის🙂 ჩემი აზრების არევის მიზეზი კი არა ის დასაბამი მგონია, ღამე რომ ჰქვია და შთამომავლობის გაგრძელების სურვილი🙂 (არ მითქვამს, რომ სექსის გამო ვარ ასეთ მდგომარეობაში :)) რა სისულელეა :დ )

  12. ”ვთვლი, რომ სიყვარული არ ვიცი რაა” აი მე კი ვთვლი ეს არც არავინ იცის ზუსტად რაა , ფენომენ 😀

  13. ყველაზე მეტად გრაფინიას კომენტარიი მომეწონაა.. ამ ბლოგის დათვალიერების შემდეგ მეეც მაგ აზრზეე ვაარ რაა გავმეორდებიი და ვიტყვიი “კაცმა მართლა უნდა დაგიჭიროს და სულ გაწერინოს”🙂

  14. lika

    chamoxrchobili bananii….😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: