იხვის ტოლმა

დღეს პირველად გავახილე თვალი. გამომწელეს საიდანღაც. ხან ფეხით დამკიდეს, ხანაც ტაკოზე მომიტკაცუნეს. ავტირდი. შემცივდა. ყველაფერი ეკიდა. ჭერსა და იატაკს ადგილები გაეცვალათ. მწვანე უნიფორმიანმა ქალმა რაღაც ფუსფუსი დაიწყო. გამამშრალა და ისევ იმ ოთახში შემიყვანა, საიდანაც გამომიყვანა. იმ ქალის მუცელზე დამაწვინა, ამდენი ხელთათმანიანი რომ ეხვია გარს. ქუდი და წინდები ჩამცვეს, პირსახოციც მომაფარეს და გავთბი.

რამდენჯერ გაშავდა და გათეთრდა იქაურობა, ვერ გეტყვით. ყველაფერი ამოტრიალდა. იმ ქალმა, რომლის მუცელზეც დამაწვინეს სიცივის დღეს  და რომელიც რატომღაც დედად გამეცნო, მითხრა, რომ  სახლში წამიყვანდნენ დღეს.

ფუმფულა, რბილი ლოგინი. დორბლი გადმომდის. კალიუმის პერმანგანატიან (KMnO4) თბილ წყალში მაბანავებენ. ლამაზი ფერია. იისფერსა და მუქ ვარდისფერს შორის.

შამპანურების ხმაური. ბათქა-ბუთქი. სიცილი. ხარხარი. მილოცვები. მამის ქება. ხელიდან ხელში გადავდივარ.

თამაში. ასეც და ისეც. გავიზარდე. ფეხიც ავიდგი. ლაპარაკიც ვისწავლე. დღეს სკოლაში მივდივარ. ჩანთა მიყიდეს და წიგნები. ხვალ – უნივერსიტეტში, ზეგ კი სამსახურში წავალ, ალბათ. სხვა დღეებში რას ვიზამ არ ვიცი ჯერ…

არადა, მე სულ სხვა რამ მინდოდა. ყოფიერი სივრცის გარდა ჩემი დამატებითი, პატარა ნაგლეჯი. საცხოვრებელ სივრცეს მიკერებული დანამატი (ჰო, თუნდაც აპენდიქსივით), სადაც დროებით შევძლებდი გაქცევას, თავის შეფარებას, ძალების აღდგენას, რომ შემდეგ ერთიანად შევრკინებოდი იმ არარსებულ, პირობით ტოლმას, იხვისას რომ ეძახიან და ჩემი ყოველდღიური სუფრის მენიუს ძირითად შემადგენელ ნაწილად რომ იქცა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , | 27 Comments

Post navigation

27 thoughts on “იხვის ტოლმა

  1. არ მიყვარს ასეთი კომენტარების წერა, მაგრამ ძალიან მაგარი პოსტია. ყოჩაღ!

    • მადლობა🙂 არ მეგონა ასეთ მოწონებას თუ დაიმსახურებდა შენგან🙂

      • როცა პოსტი შთაბეჭდილებას ტოვებს, ან ჩემი განწყობის შეცვლა შეუძლია, ან წერის ხასიათზე მოყვანის, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან მაგარია.
        ისე დაემთხვა, შენი ბოლო ორი პოსტით აღვფრთოვანდი. ამის წინამ ოცნებაში მამოგზაურა. ამან რეალობაში და ამ რეალობით ხასიათი შემიცვალა. მოკლედ რესპექთ!

      • იმედი მაქვს მოლოდინებს გავამართლებ და არ გავაფუჭებ, თუ მართლა ასეთი კარგია🙂

  2. მე მოგახსენე ჩემი აზრი, მაგრამ გავიმეორებ🙂 ასე უნდა წერო შენ, შენი სტილია და კარგად გამომგდის❤

    • შენ უუუღრმესი მადლობა უნდა გითხრა. ყოველთვის იცი როდის და როგორ უნდა დაეხმარო ადამიანს :))

      • ვაიმე ნუ მაქებ ქთხოვ :დ
        ხოდა იცოდე დახმარება როცა გჭირდება ვის უნდა მიმართო😉 :*

  3. iakom tqva

    იხვის ტოლმა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ის ბებიაჩემისას რო ეძახიან😦
    ქუთე ტექსტია, ლაიქ ით🙂

  4. იცი რა?
    ძალიან უსინდისო ხარ : )
    შეგიძლია წერა, კარგად წერა და არ წერ : )

  5. კალიუმის პერმანგანატიან (KMnO4) თბილ წყალში მაბანავებენ<< ai es iyo patarastvis sheusabamo natqvami :)))ise ki momewona :))))
    albat dasawyisisas vin ra ar ifiqra :))))
    in vivom xo ar mogadoma amisi dawera:)))
    iare leqciebze:)))
    kidev:)
    da ganagrze es saqme:)

    • ყველა ადამიანი იმდენად პატარაა, რომ ბევრის თქმას ვერ უნდა ახერხებდეს. მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ხდება ისეც,რომ ამაზე რთულ სიტყვებს ამბობენ ის ადამიანები, პატარები რომ გვგონია ხანდახან ჩვენ😀
      ეგ კარგი გამახსენე. ფრაზები არ უნდა დავკარგო, რაც მომაფიქრდა მაგ ლექციებზე🙂
      მადლობა შენ, ყველაფრისთვის🙂

      • dgvendeli leqcia vfiqrob warmatebuli iyo Sentvis Zalian :D:D da velodebit axla posts:))
        Sesavali tu prologi xo momwere ukve :D:D
        eg sitvya saertodac mogwons shen vatyob :))))
        midi imushave❤

      • პოსტი მიწერია უკვე. გაფორმება უნდა მარტო🙂
        და რა სიტყვა, ვერ მივხვდი. ლექცია არაფერ შუაშია ამ პოსტებთან, რასაც ვწერ :დ ლოოლ :დ

  6. ვაიმე გული ამიჩუყდა😦 ძალიან კარგია (როგორც 3 შვილის დედა ისე გეუბნები ამას😉

  7. უუღრმესი მადლობა🙂

  8. კაცმახელი უნდა დაგავლოს და სადღაც გადაგკარქოს წიგნებთან და კომპიუტერთან ერთად! ეგებ მერე მაინც წერო ხშირად! თან ასე!

  9. კარგი იყო🙂

  10. ოდესმე იქნებ მაინც ახდეს ბოლო აბზაცი ?😕

  11. მაგის იმედზე ხართ თქვენ ისე?? :დ

  12. eko

    : )) ჩვენს პატარაა სამყაროოოს ყველაა ვქმნიით და ვცდილოობთ რეალობას მოვაშოროთ მაგრამ ის იმდენად პატარაა რომ ვერ უძლებს ყოფით პრობლემებს და ამ ცხოვრებას ეწირებაა…
    ამიტოომაა კარგიი ბავშვობაა.დრო როცაა შეგვიძლიაა ჩვენ მეორე “მე”ს არსებობის საშუალება მიცეთ…. დავივიწყოოთ ცხოვრებისეული დოგმები და პარადოქსებიი..: )))

  13. ზოგჯერ კარგზე მეტია ასეთი სამყაროს არსებობა, პირობიტის. ზოგჯერ კი ხელისშემშლელი- რეალობასთან შესაგუებლად

  14. მე ვთვლი რომ ზოგჯერ კი არაა ყოველთვის კარგიიაა ასეთი პატარა სამყაროს ქონა…: ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: