დღეს რომ საკუთარი სახლი მქონდეს

ერთი თვე არ მეყოფა, ალბათ, იმის შესაგუებლად, რომ მარტო ვცხოვრობ.

ამ დროის განმავლობაში არ გავამხელდი, რომ მარტო ვცხოვრობ (ასე ვამბობ, მაგრამ ვერ გავძლებ ხომ ვიცი) – ჰო, ვიცი ტავტოლოგიის არსიც და მნიშვნელობაც! მადლობას გიხდით!

არ გავალ სახლიდან 1 კვირით მაინც, იმდენად მჭირდება სიმყუდროვე და მარტოობა.

და რას გავაკეთებდი? რას? არაფერს ისეთს.

მოვიმარაგებდი წითელ ღვინოს. ლუდს. მოვხვეტავდი ყველა ჩემ მიერ ნაყიდ და რუდუნებით დაგროვებულ წიგნს.  ყველა კუთხეში, ყველა თაროზე, კარადის თავსა თუ თვით კარადაში იდებოდა თითო ცალი მაინც. სამუშაო მაგიდა იმდენად მექნებოდა მინგრეული, რომ რამის მოძებნა გამიჭირდებოდა!

კედლებზე ავაკრავდი ყველა იმ ფურცელსა თუ ნახატს, რომელიც აქამდე უჩუქებიათ, რომელიც მე მიჩხაპნია (ხატვა არ ვიცი. მართლა), რომელზეც შენიშვნები ჩამიწერია, რომელზეც….

წითელი  ღვინით სავსე ბოკალით ხელში  ჩავაბიჯებდი აბაზანაში. ყურებში  ყურთსასმენგარჭობილი  ჩავწვებოდი შიგ და ნეტარებას მივეცმოდი

ტელეფონმა კი რეკოს რამდენიც უნდა. აღარ შევიწუხებ თავს ფეისბუკის ნოტიფიკაციების შემოწმებით. (ახალთახალ) ლეპტოპსაც არ შევხედავ. არ გავშლი რამდენიმე დღით და შემდეგ ისედაც მონატრებულ ბლოგოსფეროს დავეწაფები გახელებით და რაც აქამდე არ წამიკითხავს, ორ დღეში წავიკითხავ ყველაფერს. მანამდე კი ყველა კუთხეში მიდებულ წიგნს თავისსავე ადგილას ,,გადავძოვდი”.  და მერე ფილმებს მივადგებოდი. ყველას. ნანახს, უნახავს. უდღეურად გაკრულ შპალერს ზეთის ლურჯი საღებავით მივახატავდი  უფორმო თუ ფორმიან, მაგრამ აშკარად უნიჭო ხაზებსა თუ აბსტრაქციებს. მაღალ ხმაზე მოვისმენდი საყვარელ მუსიკას და დავიკიდებდი მეზობლის კაკუნს კარსა თუ თავის ჭერზე.

P.S. ასეა ადამიანს რომ გაუჭირდება და გამოსავალს ვერ პოულობს.

დიდი ხანია, ვერც ვერაფერს ვკითხულობ და ვწერ. აქაც და ისედაც. მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხართ. ვისაც გიცნობთ, ნაწილობრივ გიცნობთ ან სულ არ გიცნობთ. პირიქით. ბევრმა იცის რად მიზის ამ მცირედი პოსტის დაწერაც  :D

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | 34 Comments

Post navigation

34 thoughts on “დღეს რომ საკუთარი სახლი მქონდეს

  1. მე ვიცი მე ვიცი მე ვიცი :დ
    მოგიკვდი შენ !

  2. “ბევრმა იცის რად მიზის ამ მცირედი პოსტის დაწერაც :D” – უჰუმ :დ

    და ისა, რატომღაც მგონია რომ მსგავსი სიტუაცია მხოლოდ 2-3 დღე გაგისწორდებოდა ^^
    მერე აღარ. არ მგონია მარტოობას მიეჩვიო. ჯასთ ეხლა გკლავს მაგის სურვილი, ეგ ყველაფერი 2-3დღეს გასტანს ;პ

    და მაინც :შ სულ არ მინდა აბაზანა, შავი ღვინო, ახალთახალი ლეპტოპი და ა.შ ოღონდ მარტო ვცხოვრობდე :შ

    • Mr. Nomad

      მგონი მარტო ცხოვრებას უფრო ადვილად მიეჩვევა კაცი, ვიდრე დიდი ხნის მარტოობის შემდეგ რომ ჩაუსახლდებიან :)) ჯასთ პერსონალ იქსპერიენს

    • მაინც მინდა ყველაფერი :დ რაც მიწერია და კიდე ის რაღაცები არ დავწერე. წვრილმანუკები🙂

  3. ნოვოსელია არ გამოგვაპარო ძმის :*

  4. ომარ, ჩვენც გვევასები ჯიგარო!
    მარტო ვარ სახლში სულ მაგრამ ეგაც არაფერია, თავში იპოვე მყუდროება და მეტროს ვაგონშიც იცხოვრებ :))))))
    შენ რაც მოყევი ეხლა მაგ კომფორტულ ნომერში ცხოვრებას ჰგავს და სულაც არ მეხიბლება😉
    p.s. ვიდეო თავის ადგილზეა😉

  5. მეზობლებო გამოდით უნდა დაგთვალოთ,🙂

  6. ეეეე, ჩემს მუსიკას რა პონტში უსმენ, ე? :):)

  7. ხო, ცალკე ცხოვრება მართლა კარგია
    შენ ჭკუაზე გააკეთებ ყველაფერს.
    გისურვებ მალე აგსრულებოდეს ეგ ოცნება🙂

  8. ჩემეული დეპრესიის სიმპტომებს ვამჩნევ!

    • ილიასბლოგი

      სერჟანტო – ნახეთ ჩემს ბლოგზე “განწყობის თეორია”
      თავისუფლად ჯარისკაცო

  9. როგორ მიყვარს, ასეთი მეოცნებე პოსტების კითხვა ბლოგებზე. სულ სხვანაირი ხიბლი აქვს და მკითხველის მოსაზიდად, ძალიან კარგი გათვლაა. თანაც, ავტორსაც რომ უსწორდება გადაკიტხვის შემდეგ (მე მიყვარს ჩემი პოსტების გადაკითხვა და ემოციების ხელახლა აკენკვა). როცა ასეთ რაღაცებს ვწერ სულაც არ მაქვს დეპრესია. პირიქით, იმაზე ფიქრი მამშვიდებს, ისე როგორც მე მინდა ვიყო აღარაფერს ექნებოდა მუღამი, არაფერი მექნებოდა საოცნებო, არაფერი საფიქრალი, სანატრელი. ამიტომ ვკმაყოფილდები იმით რაც მაქვს და ვოცნებობ რომ მეტი მექნება :დ
    და კიდევ. ძალიან ეწინააღმდეგება იმ ემოციებს რასაც ამ დროს უნდა იღებდე, წითელი ღვინით სავსე ბოკალით ხელში და ყურებში ყურთსასმენგარჭობილი აბაზანაში ჩაწოლა. გირჩევნია მაღალ ხმაზე ჩართო მუსიკა სახლში და ისე ჩაწვე სისხლისფერი ღვინით სავსე (ნახევრად) ბოკლით ჯაკუზში (ჯაკუზი იმიტომ, რომ ამ დროს მასაჟი ძალიან გაგისწორდება. თანაც მარტოს გინდა ყოფნა და ადამიანის მიერ გაკეთებულ მასაჟს თუ წარმატებით არა ცოტათი მაინც ჩაანაცვლებს ჯაკუზი) და მუსიკას აჰყვე.

    როცა ამ ნატვრას აისრულებ, ერთი გემრიელი პოსტი მოგვაშვანშვალე ვიდეო პოსტითურთ, თუ როგორი ნეტარებით მიირთმევ ჯაკუზში გადაწოლილი წითელ ღვინოს და როგორ გამოსცემ ბაგეთა ნაზი მოძრაობით ამღერებულ ბგერებს :*

    მგონი მოვრჩი კომენტარის დაწერას. პირველი კომენტარია შენს ბლოგზე თუ არ ვცდები და ჩემი ბლოგერობის არსებობიდან ყველაზე ვრცელი :დ იმხელა გამომივიდა, სჯობს ჩემს ბლოგზე დამეწერა და დამეპინგბექა (pingback) შენთვის.

    • უი, არ ყოფილა პირველი კომენტარი, შევცდი :დ

    • ამისრულდე ს ეს და საოცნებოს მეტს რას გამოვნახავ :დ ეეჰ!
      მადლობა! პირველი კომენტარი არა. ბევრიც გიშრომია. მე კიდე გუშინვე ვერ გიპასუხე :)))

  10. orange

    რა კარგია❤

  11. kargi wasakitxi postia.martla momewona:))xom ici tyuld ar getyodi :))
    marto var erti kviraa da zalian bednierad vgrznobtavs ragacnairad :)) tbilad :))
    ubrlaod eg periodi unda gqondes rom gindodes tan marto yofna da sheilzeba mtel itveebic gazlo:))tan gchirdeba xan:)))
    me buxaric minda saxlshi:)) ai erti rac ver vipove hsentan:)))))
    warmatebebi kidev:)))

  12. tersena

    omar aq memalebi e.i.?

  13. Luka Floyd

    ვიდეოს გამო დაგა-Follow-ე :დდდდ

  14. eko

    ისე მშვენივრად კი დახატე მარტოობა ყველა და ყველაფერი შენს ნებაზე არის მოწყობილი არაფრის და არვის ჯავრი არ გაქვს ამქვეყნად.. მართლაც შესაშურია, მაგრაამ ყველაფერს როგორც მედალს ორი მხარე აქვს ამიტომ მაგ მარტოობამაც იცის მოწყენაა და სულ უკან დაგრჩება წითლი ღვინოო და სხვა სიამოვნება….
    და საინტერესოაა ასევეე რის ფასად გიზის ამ პოსტის დაწერაა… რაღაც გამწარებული ადამიანის ხელი ატყვიაა ნაწერს..: )))
    მუსიიკააც მართლააც მშვენიერიაა…<3<3

    • მადლობა, კომენტარისთვის.
      რაც გულით მინდა, არასდროს მწყინდება🙂
      და გამწარების რა გითხრა. გასარკვევია კიდე, რა გამწარება იგულისხმე :დ

  15. eko

    ეგრე ბევრს ეხლა შოკოლადი უნდა გულით, მაგრამ მიეცი მას შენ ყოველდღე უზღვავიი სშოკოლადებიი.. და ნახეე თუ არ მოწყინდეს… ამიტოომ ეგ ეხლაა გინდა და მერეე აღარ მოგინდება..
    დამიჯერე გამოცდილებიდაან გეუბნებიი..
    გამწარებაა ანუ…ისე დაწერე P.S-ში რად მიზის ვინ იცის ამ პოსტის დაწერაო..?…

    • გამოვცადო მაინც :დ
      ჰო, ინტერნეტთან და მიტ უმეტეს ბლოგზე იშვიათად ვხვდეებოდი და მაგიტომ🙂

  16. lika

    აუუუ, როგორ მინდა უკაცრიელ კუნძულზე იციი?…. (:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: