დაბეგრილი ვაგინა

კივილზე ინსტინქტურად ზეწამოჭრილი ტრუსისამარა მამა კართან იდგა. დედა ოთახიდან ძლივს გამოვიდა. თავისი მომწვანოპიჟამოსფერი სახით. აკანკალებული. მეუღლეს წინ გადაუსწრო და უეცრად შედგა გაშეშებული

ოთახში წიგნების პატარა კარადის გვერდით,  კარისა და გარდერობის პირდაპირ თეთრ ლოგინზე წამომჯდარი საბანგადახდილი გოგონას თეთრი კბილები უფრო ელვარებდნენ აწითლებული სახისა და ჩასისხლიანებული თვალების ფონზე. ერთწუთიანი უწყვეტი გამკივანების დასრულების შემდეგ უგონოდ მიესვენა ფუმფულა მოთეთრო ბალიშებზე. საღაზროვნებადაბრუნებული მამა უეცრად მიეჭრა და მოსულიერება დაუწყო. დედამ მხოლოდ სიწითლე შენიშნა თეთრ ზეწარზე, გოგონას ფეხებს შორის რომ დარჩენილიყო დაქალების კვალად.

,,მენარხე”-გაიფიქრა- ,,დაქალდა”.- ოდნავ შეიშმუშნა და მოსულიერებული შვილისკენ გაემართა საბოლოოდ აზრზემოსული. გამავალი ქმრის საყვედურით სავსე მზერას შეეჩეხა.

– დღეს სკოლაში არ წავა- კბილებში მწყრალად გამოსცრა და კარი გაიხურა.

მხოლოდ ის დაამახსოვრდა დედის საუბრიდან, რომ ქალებისთვის ნორმალური მდგომარეობა იყო და რამდენიმე კვირაში კიდევ განმეორდებოდა და კიდევ და კიდევ…

ოთახიდან გამოსული თვალს ვერ უსწორებდა მამას. მისი უნებური შეხებაც კი ზიზღს ჰგვრიდა. რამდენიმე დღე გაგრძელდა. დიდი ფიქრისა და დედის მიერ გადაშლილი ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ შეეგუა თავის მდგომარეობას. სკოლაში იმ ,,ცხვირსახოცებით” იარა, დედა რომ იყენებდა და საფენები რომ აღმოჩნდა საბოლოოდ.

მეორედ უმანკოების სისხლის დაღვრის შემდეგ ვერ უსწორებდა თვალს მამას. მერე ამასაც მიეჩვია.

მამაკაცთა ყურადღება. სიამოვნება. ოჯახის დაკარგვა. ფული და სახელმწიფო. გადასახადები.

უცნაური კანონები.

წითელი ზეწრები შეუყვარდა რატომღაც. თავადაც წითელი გახდა. წითური თმებით. წითელი საცვლებით.  კაცთა ცვლა. სისხლიანი ორგიები.

ასაკის მატებასთან ერთად შვილის ყოლის სურვილი აეკვიატა. წითელს ვერ ელეოდა. გაახსენდა საშოში მიმაგრებული პაწუკა საგანი, კანონმა რომ დააკისრა გაკეთება და გადაიფიქრა.

ასეთი გახდა დიდ სამყაროში პატარა მეძავის ცხოვრება.

დაფიქრდა. გადაწყვიტა და დილით ოდნავშეღებულ კარში შესულმა ახალმა კარგადგადამხდელმა მეგობარმა ერთადერთ თეთრ ზეწარზე იპოვა სრულიად სისხლშიმოთხვრილი. ვენებგადაჭრილი. შიშველი. სუფთადგაპარსულ ვაგინაზე სისხლშემხმარი მომცრო და უმნიშვნელო საგანი იდო. გარემო კი  შემოდგომისეულ სითბოს აფრქვევდა და რაღაც უხაროდა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , , | 16 Comments

Post navigation

16 thoughts on “დაბეგრილი ვაგინა

  1. ია ბილ სძეს :დ

  2. curly

    mokled sul agar cvenia am xalxs ra ese sajarod gamosatania patara bozis sisxliani cxovrebis amsaxveli faqtebi ?😀😀😀

  3. 😐 veeraferi ver gavige : ) verc tavi verc bolo

    siurealisturi chanacerebi miyvars mara es ver davamugame

  4. curly

    da rodis viyavi chumat ha ?😀

  5. ჩემი მოკრძალებული აზრით…..მაგ ლოგიკით დღეს ყველანი მეძავები უნდა ვიყოთ :დ:დ:დ

  6. აი იცი როგორი შთაბეჭდილება დამრჩა?თითქოს ფსიქოლოგიური რომანის მოკლე შინაარსი გადმოეცი,მთელი თავისი აქცენტებით და ვსიო!
    რა ვიცი,რა ვიცი….

  7. ჰომ

  8. კაი ჩანახატია! ემოციური და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი!

  9. დავიგრუზე :შ

  10. საღოლ!
    მაგარი იყო. მე მომეწონა…
    დრამატული ისტორიები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: