25/06/2011 ანუ გვიანი მხოლოდ პაციენტისთვისაა

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ დღეს სახლიდან გამოსვლა დამაგვიანდა. დავაგვიანე ისე, როგორც ყოველთვის ვაგვიანებ ხოლმე.  დიდი ხანი ვალოდინე ყელგამომშრალი სერჟანტი თუ ცოტა ხანი,  არ მახსოვს, მაგრამ მან გულისწყრომა არ გამოხატა. ჩემი არყოფნისას, როგორც აღმოჩნდა, ერთი ბენდი უპოვია სცენისგან მოშორებით და მათ მიერ შესრულებულ კომპოზიციებს უსმენდა. არეულად დავიწყე და ვერც მიხვდით,ალბათ, რაზე ვსაუბრობ, თუ თარიღი არ გეცნოთ.🙂

2011 წლის 25 ივნისს კომპანია ,,ნატახტარის” მიერ ჩატარდა ლუდის ქართული ფესტივალი ვარდების რევოლუციის მოედანზე. სადაც მხოლოდ ამ კომპანიის ლუდი იყო წარმოდგენილი. მოუთმენლად ველოდით ამ დღეს მე და ის დიდი სერჟანტი. და არა მარტო ჩვენ! მე, როგორც დიდი მოჩქარეს ამჯერადაც დამაგვიანდა. თუმცა ერთი სული მქონდა, ყელს როდის დავისველებდი. რიგში დგომა დიდხანს მოგვიხდა. ავიღეთ რამდენიმე კათხა და მალევე მივხვდით, რომ ეს ის არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა. დიდხანს არ გვიფიქრია და სანაპიროზე დავაწექით ჩამოსასხმელი ლუდისთვის. უკან ამობრუნებულები უკვე კარგა გვარიანად შეზარხოშებულები ვიყავით  და თან ხელს წამოვაყოლეთ თითო ლიტრიანიც.  სცენისკენ მგონი არც გაგვიხედავს. ნაკლებად საინტერესო იყო იმასთან შედარებით, რაც ვიპოვეთ. კონსერვატორიელი სტუდნტები თავისი ნება-სურვილით ასრულებდნენ შემდეგ კომპოზიციებს:

მართალია, ხელს სცენიდან წამოსული ხმაური გვიშლიდა, მაგრამ  მაინც დიდად სასიამოვნო იყო იმ მუსიკის მოსმენა, რასაც სრულიად უანგაროდ გვთავაზობდნენ ეს ახალგაზრდები. მიუხედავად იმისა, რომ ადრე წავიდნენ, ჩვენ იმაზე მეტად ვისიამოვნეთ, ვიდრე ველოდებოდით.

ვის ეცალა ბავარიიდან ჩამოსული მომსახურე პერსონალისთვის ამხელა ჟრიამულში (ან ვინ მიგაკარებდა)?!

თივის პარალელეპიპედები გაეშალათ და მისგან რაღაც კონსტრუქცია აღემართათ. სასტუმრო ”ივერია”-ყოფილი აწ Radisson blue Iveria-დ წოდებული. შეზარხოშებულებს და დაღლილებს გვიღიტინებდა თივის მშრალი სურნელი. თავისუდალი ადგილები მოვძებნეთ და წამოვისვენეთ. ფერადი კალიები წაღმა-უკუღმა ხტოდნენ, ეტყობოდათ ისინიც დათვრნენ გვარიანად.

შარდის ბუშტის სავსეობითშეწუხებულები (ამ პრობლემას ვერ გავექცევით, როცა ლუდთან გვაქვს საქმე) ათას ადგილს ვაწყდებოდით. ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას რამდენიმე კურიოზს გადავაწყდით, რომელთაგანაც აღსანიშნავი  იყო:

  1. ,ჯონის” პატრონსა და მის მეგობართან შეხვედრა.
  2.  თინეიჯერი ბიჭების მოყოლილი მუნჯი ანეკდოტი, რომლის აღსაქმელად რუსული ენის ცოდნა რა საჭირო იყო ვერ მივხვდი.
  3.  მოშრიალე ბუჩქის დათვალიერება ჩემ მიერ. რატომღაც  ვერ წარმოვიდგინე, რა შეიძლება ყოფილიყო იქ!

…………

მეორე დღეს მართალია გაგვიწვიმდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ გართობა. უკვე სამნი ვიყავით. სამივე მოვიხიბლეთ ერთ-ერთი ქუთაისელის წაკითხული ლექსით. თანაც დიდად!

ისევ შევხვდით კონსერვატორიის იმ სტუდენტებს.

ერთ-ერთი ჩვენგანი მკლავჭიდის შეჯიბრზე გავიდა. გამიკვიდა, ხელი როგორ დარჩა მთელი იმხელა წონის კაცებში.

მერე იყო წვიმა და არაფერი ისეთი, განსაკუთრებული.

P.S. სათაურის არსს ხვდებით ალბათ :))))))))

Categories: U-კატეგორიო | 9 Comments

Post navigation

9 thoughts on “25/06/2011 ანუ გვიანი მხოლოდ პაციენტისთვისაა

  1. რა კარგი ტიპები ყოფილან ეგ სტუდენტები🙂 რაო, რაოო, ბავარიელი მომსახურე პერსონალიოო? ჩამოიყვანეს მართლა? რა ვიცი, შარშან ჩემი მეგობარი ჩიოდა, მე ვერავინ ვნახე მანდ მსგავსიო…
    მოშრიალე ბუჩქი!🙂 რა უნდა ყოფილიყო, ა??🙂

    • ხო, კი ჰგავდნენ ის გოგონები ბავარიელებს და რავიცი :)))😀 წყვილი იყო შემალული და ჰორმონებს ცვლიდნენ. ხოდა, მე დებილმა ვერ მოვიფიქრე რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თავზე წავადექი. მერე კი შემრცხვა, მარა რაღა დროსი 😀

      • სულ რომ არ აგეხსნა, რა დაგხვდა იქ, რაღაცატომ მივხვდი😦 რა გარყვნილი ფანტაზია უნდა მქონდეს, შენ იქვე იყავი და ვერ მიხვდი და მე წაკითხვისთანავე ეგ მომივიდა თავში😦 ახლა მე შემრცხვა🙂

    • ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი მე მაშინ, თორე ისე ბარე ორი ადამიანი ვერ მოვა ჩემს ფანტაზიასთან მაგ საკითხში. (არ ვტრაბახობ, პირიქით )😀 მაგრამ ამ თემაზე ცოტას ვსაუბრობ ძალიან😀

  2. რადგან ახალ პოსტს ვეღირსე–რაღა მომკლავს!🙂 კარგია ძაან!

  3. შენ ამ პოსტებს არ აქვეყნებ თუ მე ვერ ვნახულობ?😐
    კარგი დრო გიტარებიათ და კარგი მუზიკებიც ყოფილა😀

  4. “გათავისუფლდი ჯონი”!🙂 ამას ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო!🙂
    აჰა, სენ უფრო გინდოდა და დაწერე კიდეც

  5. ,,მიდი, ჯონი, დაიცალე!”😀 რომ არ დამეწერა თავს ვერ ვაპატიებდი. პოსტი საკადრისი ვერ გამოვიდა, მართალია, მაგრამ განცდილის გადმოცემა საკმაოდ რთულია 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: