ბანალურობა ანუ ალტერის ცინიზმი

მე ალტერი ვარ. დღეს ასე გადავწყვიტე. გუშინაც ეს ვიყავი. ხვალ არ ვიცი. შეიძლება, ედგარიც ვიყო ერთხელაც. მეორედაც. მესამედაც. მაგრამ, სანამ ალტერი ვარ, უნდა ვეცადო, პრიმუსი დავაძინო. გამოგიტყდებით და დიდად არ მეხატება გულზე. ერთი მომაბეზრებელი ტიპია. თვითონაც არ იცის რა უნდა. თავი ჭკვიანი ჰგონია. სინამდვილეში ერთი დიდი მატყუარაა და ცდილობს განათლებული წარმოჩინდეს საზოგადოებაში. არაფრის გაგებაშია. დაუფიქრებელი, (უნდა ვაღიარო-ხანდახან) უპასუხისმგებლო, ჩუმათელა თაღლითია, მაგრამ მაინც ლუზერი. აი, ხომ გინახავთ, სასუსნავშეგულებული კატა- ვითომ არ აინტერესებს სად რა დევს, მაგრამ თვალს მიეფარები თუ არა, მაშინვე მაგიდაზე შემოსკუპდება. სწორედ ასეთია. მიწევს მასთან ერთად ცხოვრება და ვუძლებ. როცა მას ღვიძავს, ორნი ვართ. ან სამნი. ან უარესი. არც ეს მომწონს, მაგრამ ამასაც ვუძლებ. ჰოდა, როცა თვალთ ებინდება, ვცდილობ ხელი არ შევუშალო. სწორედ აქედან იწყვეტს აღვირს ალტერის მეობა. მისი ღვიძილისას კი ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. სულ თავად მესაუბრება. მე მდუმარე როლს მარგუნებს და თან ისე, ფიქრის საშუალებასაც არ მაძლევს. როცა დაძინებას აპირებს, მე თავთან ვუზივარ. თავისსავე ყბედობაში თვლემს უბედური. მე კი, რას ვაკეთბ ამ დროს? რას და ვუმღერი. ჰო, ხან ტკბილ იავნანას, ხან Little Boy-ს (ტექსტს მაინც არ უსმენს), ხანაც რას და ხანაც რას. მთვარის სონატაზე იშმუშნება ცოტა. ალბათ, ესმის ბეთჰოვენის სასოწარკვეთა(ისემც მაგას რა ვუთხარი)!

მე (შიგნით) და პრაიმუსი (მე ასე ვეძახი)

მერე, კარგადჩაძინებულს, ათსგვარ სისულელეზე ვესაუბრები, ხან საშინელებებზე, ისე, რომ არ გაიღვიძოს. ხანაც უშინაარსო, დაუსრულებელ და არაქათგამომცლელ ეროტიულ ამბებს ვიგონებ. გამოღვიძებული კი ხშირად მიყვება, რა გადახდა თავს. მე სიცილს ძლივს ვიკავებ. ვიღიმი და ვამშვიდებ, რომ არაფერი მომხდარა. რომ ახლა რეალობაშია და არაფრის უნდა ეშინოდეს. ვამშვიდებ, რომ ნახევარზე მეტი ადამიანი უშინაარსო სიზმარს ნახულობს (სულელს თავი გამოტენილი აქვს ათასგვარი სისაძაგლით, აზროვნება რომ ჰგონია და კარგი რა დაესიზმრება?!), რომ მამაკაცთა უმეტესობას ეროტიული სიზმრები ესიზმრება და ასე გრძელდება იმისდა მიხედვით, თუ რას ჩავძახებ ამ ცარიელ ქვევრს. ხანდახან ასეც ვერთობი. აბა, ამდენ ხანს რა გამაძლებინებდა ამ უსაქმურ ქოსასთან?!

ჰგონია, რომ მისი ერთგული მეგობარი ვარ. ეგონოს. არ მაცდის, სათქმელი ვუთხრა, თორემ თავისი ფეხით გამომაბრძანებდა თავისიდან. მე არასდროს მიწოდებია მისთვის მეგობარი, როგორც თვითონ მიწოდებს ხოლმე ერთი წინადადების წარმოთქმისას ათასჯერ! თვალებდასიებული სირი. პრიმუსი! პრიმუსი არა უხარისხო პრეზერვატივი. პრიმატიც არაა. პრიმიტივი.

კიდევ რა გითხრათ?! რით მოვიოხო გული!

ოჰ, ჭამა! ყველაზე დიდი განცხრომა და გვირგვინი მისი ცხოვრების. უნდა ნახოთ, როგორ გულისამრევად ილუკმება. მაგიდას გაშლასაც არ აცდის. თეფშებს გადასწვდება და პირში იტენის ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება ბლოკადაშიმოქცეული ლენინგრადელივით. თვალები ენთება. უბრწყინავს ახალი და ახალი გემოების შეგრძნებით. კარგად გამოიხეთქება და მერე მოჰყვება ისევ გაუთავებელს.

უფრო მეტად ჭამის შემდეგ მეზიზღება იგი. როცა მუცელი ამოეყორება, უსაქმურობა მოეძალება და ვერაფრისმკეთებელი სიზარმაცეს მიაჩეჩებს თავს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ვინმესთნ საუბარია, მაგრამ, როგორც წესი, არავის ესაუბრება ჩემ გარდა. ცდილობს მარტო ვიყოთ. კუჭის წვენის ჩამცხრალი ბუყბუყი აღარ აწუხებს და შეუძლია იფიქროს, უფრო სწორად იყბედოს: როდის დაპურდა, ვინ დააპურა და რით დაპურდა. ოდნავზე მეტად საზიზღარია ასეთ დროს ფიქრთმოძალება, კი არადა ენისტრიალი.

(ერთ კარგ ბლოგზე ვნახე, და იმედია არ დამაჯარიმებს)

განსაკუთრებული ზიზღი მაშინ აღმეძვრება, თუ ძილი აკლია და თან ახლადმუცელამოყორილია. ამ დროს ყველაზე ხშირად ფიქრობს (არა, ყბედობს!) თავის თავზე, თავის ცხოვრებაზე და აღმოაჩენს ხოლმე, რომ კი არ ცხოვრობს, მექანიკურად მიდის ყველაფერი.თავისით. ცალ ყურთან ჩაიქროლებს და სადღაც იკარგება. გრძნობს (თურმე!), რომ სხვადასხვა გზებით მიდიან ის და ცხოვრება. თითქოს თავის მარცხენა ნახევრის ახლოს უტრიალებს ყველაფერი. ბზუის, წუის, ღრიალებს და ყველაფერს აკეთებს. შესვლასაც სთვაზობს, მაგრამ კარს არ უჩვენებს (სასაცილოა, არა?! ). მერე განმარტოვდება, მე დამისვამს წინ და ამ ყველაფერს სულისმოუთქმელად მიყვება. რომ იცოდეთ, რას გრძნობს ამ დროს, რომ იცოდეთ, როგორ ხედავს ყველაფერს თვალნათლივ, რომ იცოდეთ, როგორ მისდევს თავისი ბედის ეტლს, აუცილებლად გაგეცინებოდათ…

ნაკლებად მეზიზღება მაშინ, როცა სექსი აქვს. ყველაზე რეალური აქაა. მისი მარცხიც და გამარჯვებაც რეალურია. ვერ ტყუის. თუმც კი ცდილობს. უფრო სწორად, სულ ცოტათი ცრუობს. ნაზი ალერსი რომ აეაფრება, იქიდან იწყებს თავისი რეალური, ცხოველური სახის ჩვენებას.მანამდე ცრუა. ქლესა! კარგი სანახავია ორგაზმამდელ პეიროდში. მაგრამ ეაკულაციისას ისეთი ქშენა და ღმუილი აღმოხდება, რომ მთვარე იმანჭება ზიზღით… ეს ჩემი უსაყვარლესი თემაა, მაგრამ მეტს აღარ ვისაუბრებ ამაზე. ჩემი თავის ჩართვაც მომიწევს და ამიტომაც შევამოკლე პრიმუსის სქესობრივი პარაგრაფი.

სულაც არ მეზიზღება, როცა ვინმეს გაცნობას ცდილობს. ასეთ დროს, უბრალოდ, მეცოდება. სიბრალულით მევსება გული, როცა თვალებს გააყოლებს ვინმეს. ან გამოესაუბრება და სიბრძნეებს ჩაურთავს თავისას ან სხვისას- ოდესღაცწაკითხულს და თვშიშემთხვევითშეფრენილს. იცით, რა საცოდავია?! ენის მობრუნება ავიწყდება ხოლმე, თუ ერთხელ გაიხუმრა და დაბრუნებულ პასუხს თავადაც უნდა გასცეს პასუხი.

ცოტა არ იყოს მომბეზრდა მასზე საუბარი. თუ გინდათ, ჩემზე გესაუბრებით. მთლიანად ჩემზე. მის აღმატებულება ალტერზე. მოწყენილი რომ ზის ხოლმე, პრიმუსისგან დაჩაგრული და ლამისაა მეტყველება დაავიწყდეს. ეს არის საქმე? ხან ც-ს, ს-ს და წ-ს ვარბილებ, ხანაც ამ ბგერების წარმოთქმისას ერთს გემრიელად წავუსტვენ, ჩემდაუნებურად…

გაჭრიალებული საწოლი მამცნობს, რომ ჩემი წასვლის დროა. კიდევ მოგწერთ, როცა ალტერი ვიქნები. მისი აღმატებულება ალტერი. რა სასიამოვნოდ ჟღერს: მისი აღმატებულება ალტერი. მის გარეშე. პრიმუსის გარეშე. და იმ საძაგელი სიტყვის გარეშე, ორივეს რომ გვერთვის! უფრო სწორად, მე მირთავენ. პრიმუსს კი სხვა სახელით მოიხსენიებენ. სულ სხვა სახელით. უცნაურით. ჩემთვის მიუღებელით…

P.S. უღრმესი მადლობა თამთა ალავიძეს გაწეული დახმარებისთვის. :*

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , | 25 Comments

Post navigation

25 thoughts on “ბანალურობა ანუ ალტერის ცინიზმი

  1. არადა, მართლა მომეწონა!🙂 მშვენიალურია! :*

  2. ფინიკის მოეწონება მეთქი, ამ პოსტის კითხვისას ვფიქრობდი და კი დამხვდა ბოლოში მისი გრაფიკული ავტოგრაფი🙂

    მეც მომწონს🙂 ალტერი და პრიმუსი – ანუ, სახელები – განსაკუთრებით,

  3. მინდია

    პრიმუსიც კაი უსაქმური გყოლია😀

  4. მინდია

    იყიდება პრიმუსი
    რამდენჯერმე მაქვს ნახმარი
    მუშაობს ბენზინზე
    საუკეთესო მდგომარეობაში

    http://forum.ge/?f=57&showtopic=34226778

  5. მიდი მიდ არ დანებდე🙂

  6. ოე! ალტერ!😛 მაგარი პოსტია, ვისიამოვნე. ერთადერთი რაც ცოოოტა არ მომეწონა ეს სენი ბლოგის ახალი “სკინია” და ის ნაოჭებიდან ამომძვრალი არსება.
    ჰმ.. სახლში მგონია ხოლმე შენი და გრაფინიას ბლოგზე თავი.🙂

    • მადლობა, გაიხარე. მაგათ არჩევაში ვჭედავ, ხო. რამდენიც ავარჩიე, იმდენი არ მომეწონა😦
      ხოდა, იმ არსების რა გითხრა, მიჩვეულია იქ ცხოვრებას და იჭყიტება ხანდისხან🙂
      ძაან დიდხნობით კი იკარგები ისე🙂

  7. ხო, ჯერ ერთხელ წავედი დასასვენებლად და იმდენი თავგადასავალი გადამხდა ბლოგისთვის აზრებს ვეღარ მოვუყარე თავი. ეხლა ისევ მოკლევადიან, პენსიონერულ შვებულებაში ვარ და აქ უფრო მოვახერხე , სუფთა ჰაერზე ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. ეჰ, არ იცი რა კარგია, როცა შენს არ ყოფნას ვირტუალური მეგობრებიც კი ამჩნევენ ხოლმე. გაიხარე! :*****

    • კაია, მარა მასე ეგოისტი ნუ იქნები. ამდენის ლოდინი ამდენ ხანს არაა მთლათ გამართლებული😀 კარგია რომ კარგად დასვენება მოახერხე :)))) დაწერე მერე თავგადასავლები.

      • დავწერ! რას მაშინებ!:D ჰო, მართლა და დავაფიქსირე რომ გრავატარი კი გიყენია, მაგრამ მეორე ფავკონი არ გაქვს შეცვლილი (არც გრაფინიას სხვათაშორის) და RSS ბლოგროლში ვორდპრესის ლოგო ჩანს ყოველთვის. ჰო და dashboard>>> setting>>>general >>> და მაგ გვერდზე მარჯვენა მხარეს ზევით –Blog Picture / Icon. ჰო და შეცვალე შენი სასურველი სურათით.;)
        P.S. ვნახე “მოღალატე” გრაფინიას ბლოგი. მომეწონა და კომენტარიც დავუტოვე. ;P Thanks.

  8. შევცვლი მერე ახლა გავრივარ. გადამიყოლებს ეს ბლოგი და ესაა. მე მარტო წერა მეგონა და სამზარეულოში რა ,,სიბინძურეები” ხდება და სამზარეულომდე კიდე, თურმე, ნუ იტყვი😀 არაფრის, რა მადლობა. გაიხარე შენ

  9. donaldo2191

    magaria…🙂 rogorc ityvian genialuria😀

  10. თუ არ ვცდები ჩემი პირველი კომენტარია ამ ბლოგზე, და მინდა აღვნიშნო, რომ აწი მრავალი იქნება!
    პ.ს. ესეც ჩემი შეფასება🙂

    • კი, პირველი კომენტარია. მადლობა შეფასებისთვის🙂 ვეცდები მდიდრულად დაგხვდე ხოლმე🙂

  11. რას სჭირს შენს ბლოგს? ჩემთან მშვენივრად გახსნა.

    • ბლოგი მშვენივრადაა, უბრალოდ ცუდი ინტერნეტი მაქვს ახლა სადაც ვარ იქ და საუკუნე მაინც უნდა გვერდის ჩატვირთვას🙂

  12. რეზი, ვერაფერი გავიგე რა აკლია ჩემს ბლოგს😀 ნახე, ჩამოვიდა დაიწყო უკვე ყველაფრის კრიტიკა, ჩემი “ნეკროლოგის ფოტო” ავატარის არ იყოს😀
    ეს პოსტი რატომ არ მქონდა წაკითხული ნეტა? მომეწონა😉

  13. რატომ აღარ წერთ? რა გჭირთ შენ და გრაფინიას?

    • ვერ ვიცლი, რეზი. როცა მცალია, ისეთ დაღლილი ვარ მეძინება. რამდენიმე პოსტის გამოქვეყნებას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოში ვერ გავედი. 15 წუთი კიდე საკმარისი არა დასაწერად და გასაფორმებლად. შენთანაც არ შემოვსულვარ ეს ბოლო დღეებია

    • რეზი, რა მჭირს? მე სულ რაღაცას ვწერ😛 უბრალოდ ყოველდღე არ მსტუმრობს მუზა🙂

  14. ისე ძალიან მომეწონა…. ისე ცხადად გაქვს აღწერილი შეგრძნებები, ეს ყველაზე მეტად მხიბლავს ხოლმე, შუბლიდან ამოძრომას რომ ცდილობს, ისიც მომეწონა ^_^ მაგარია მოკლედ, ველოდები შემდეგ პოსტს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: