კაცი 30 წლის ასაკში

რა ხდება  ადამიანის ცხოვრებაში მაშინ, როცა ცხოვრების 30წლიან საფეხურს განლევს?

იქ მიღწევამდე გაივლის ბავშვობის უდარდელ დროს. მიაღწევს გარდატეხის ასაკს, ჰორმონებმოძალებულს მთელი სამყარო თავის გენიტალიაზე დამოკიდებული რომ ჰგონია. შემდეგ შედარებით მშვიდი,პარტნიორისძიებისეული პერიოდი იწყება. კარიერული ამბიციები, ამბიციები ცხოვრებაში ადგილსამყოფლის დამკვიდრებისა… ანუ აქ, ამ დროს უნდა მიუჩინოს თავისი ადგილი ყველაფერ იმას, რასაც ერთიანად შეეფეთა ბავშვობიდან გადასვლის პერიოდში. თუ გაუმართლა (რომლის შანსიც საკმაოდ დიდია) და ჭკუაც უჭრის, დაბადებიდან 30 წლისთავზე უკვე საკმაოდ წარმატებული ადამიანია თავის სფეროში. თუმცა არსებობს სხვა, უფრო რთული პიროვნული პრობლემა, რომელსაც ბალზაკმა მთელი რიგი წიგნები მიუძღვნა. აღწერა, რას განიცდის ამ და შემდგომი ასაკის ქალი. მისმა თანამედროვეებმა თუ მისშემდგომებმა უფრო განავრცეს ეს თემა.

მაგრამ რას უნდა გრძნობდეს ამ ასაკის მამაკაცი? ერთი შეხედვით, არც არაფერს! ,,კაცი ძაღლია”, როგორც ბებიაჩემი იტყვის და რომ აუდგება, მიდი, წინ დაუდექი! თვით მამაკაცის მხრიდან თავისი მტკივნეული მხარის გამოხატვა კი სისუსტედ მიაჩნიათ, რატომღაც. თითქმის ვერ ვიხსენებ ნაწარმოებს, მ.ფრიშის ,,HOMO FABER”-ის ბუნდოვნების გარდა, სადაც საუბარი იყოს მამაკაცის რეალურ განცდებზე. ზემოხსენებულშიც მხოლოდ ზედაპირული აქცენტია გაკეთებული ამ პრობლემაზე. სიღრმეებში ჩაჭრას კი თითქმის ვერავინ შეეცადა. იყო არც ისე მსუბუქი მცდელობები რომანტიკოსების მხრიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ ეს ყველაფერი მიშელ უელბეკმა შეძლო (რაც წაკითხული მაქვს იმთგან). მან განავრცო ის ბრძოლის ველი, რომელზეც მცირე მასშტაბის ომები ისედაც იმდინარეობს.

მიშელ უელბეკი

აი, რაც შეეხება მიშელ უელბეკს,… რა უნდა ვთქვა მასზე?! რომ (როგრც თავად იტყოდა) ადამიანთა მტკივნეულ წერტილებს ეძებს და ძალუმად აჭერს მასზე? რომ მისივე გადმოსახედიდან, სიმართლე ამაზრზენობაშია?  მოდით, თავიდან დავიწყებ და იქნებ ბოლომდეც გავაღწიო.

ამ მწერალს ,,ბრძოლის ველის განვრცობით” გავეცანი და ჯერ-ჯერობით, ესაა მისი ერთადერთი ნაწარმოები, რომელსაც ვიცნობ. არ დაგიმალავთ და მოვიხიბლე მისით. მთელი სისავსითაა წარმოდგენილი, რას გრძნობს ახალგაზრდა ასაკის სულიერად და ფიზიკურადაც მარტო მყოფი ადამიანი. რაზე ფიქრობს, რას განიცდის. მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთ ყოფას თან ერთვის ეგოიზმის მსუბუქი ფორმები, ეგოს ადამიანთა კლასზე მაღლა შეყენების მცდელობა, დეპრესიული ,,შეტევა”, ნევროზული მდგომარეობა. წიგნის კითხვისას გამიჩნდა შეგრძნება, რომ ამონაგლეჯს ვკითხულობდი ,,Homo  Faber”-იდან. თითქოს მას ავსებს, მის ზედაპირულობას აღრმავებს, მაგრამ ორივე მამაკაცი და მათი თანამგზავრნი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან. ერთია მხოლოდ საზოგადოება. გაყინული. გაციებული.

,,გინდ მიწაზე იკოტრიალე, გინდ ვენები გადაიჭერი, გინდ შუა მეტროში დაანძრიე, ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ”

გარემო, რომელშიც უელბეკის გმირი ცხოვრობს, მხოლოდ სექსის სიცხოვლესა და ეკონომიკურ ყოფასაა დამორჩილებული. ადამიანური გრძნობები მთლიანად გაჩეხილია. ,,ანალიზჩატარებული ქალებითაა” სავსე. მოქმედებს ე.წ. ,,საბაზრო კანონი”- სადაც ,,აღვირახსნილი ეკონომიკური ლიბერალიზმის მსგავსად, სექსუალური ლიბერალიზმი ადამიანების აბსოლუტურ გაღარიბებას იწვევს”.

,,ეკონომიკური ლიბერალიზმი ბრძოლის ველის განვრცობაა, რომელიც ყველა ასაკსა და ყველა შრეს გადასწვდება. სექსუალური ლიბერალიზმიც ესაა. ისიც ნებისმიერ ასაკსა და ნებისმიერ შრეს მოიცავს… ზოგიერთი ორივე სივრცეში იმარჯვებს, ზოგიც ორივეში აგებს. ზოგიერთ დიპლომირებულ ახალგაზრდას ფირმები ერთმანეთს ეცილებიან. ქალებიც ზოგიერთ ახალგაზრდას ერთმანეთს ხელიდან გლეჯენ. კაცები ახალგაზრდა ქალებზე ნადირობენ…დომხალი და აურზაურია.”

ნაწარმოების მთავარი გმირის ცხოვრება ავტორის ცხოვრების ერთ-ერთი მონაკვეთია. მონაკვეთი იმ პერიოდისა, როცა ცოლს გაეყარა და 23 წლისა ღრმა დეპრესიააში აღმოჩენილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხშირი სტუმარი ხდება. რომანში ეს ასაკი 30 წელსმიტანებული მამაკაცის ასაკს უტოლდება და მთელი ფიქრთა ჩანახატით განივრცობა მისი ბრძოლის ველი. დასაწყისშივე გვიმხელს თავის საქმიანობას, ასაკს, სექსუალურ ცხოვრებას, სამწერლო ნიჭს (რომელშიც იმთავითვე ჩანს მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი). მიჰყვება დეპრესიით დამძიმებული ადამიანის ცხოვრების გზას. მარტოა დარჩენილი. სექსუალური თუ სულიერი თანამგზავრის გარდა. რაც შეეხება მეორე ძირითად თანაგმირს-ტისერანის, სადღაც შუაში ჩნდება და ისევ უცბად იკარგება, როგორც გამოჩნდა. რამდენიმე საინტერესო დეტალს ვაწყდებით მის ცხოვრებაში. იგი ,,ალატერ-ეგო”-საც წარმოადგენს  მთავარი გმირისა. უბიწო, ნძრევითგამსკდარი, სულ ქალებზემოსაუბრე, მოწადინებული მაგრამ დამარცხებული, ეკონომიკური თვალსაზრისით გამარჯვებული, მაგრამ სექსუალურით – ,,ლუზერი”. საბოლოოდ,მთხობელის მიერ მკვლელობისჩადენით შთგონებული მისი სექსსმოწყურებული ცხოვრება ნისლის ბუნდოვნებაში იკარგება, მთავარ გმირს კი ისღა დარჩენია, ქალაქში დაბრუნდეს და ისე განაგრძოს ცხოვრება, როგორც ადრე. საზოგადოების მიმართ ცინიზმით, საკუთარი დეპრესიის მარწუხებში, ძველ ფიქრებში სექსსა და ცხოვრებაზე, ცოლსა და მის ბნელ მხარეებზე, თავის ყოფილ ქალებზე, კოშმარებში, რასაც სუიციდის მცდელობამდე, უფრო სწორად კი თვითდასაჭურისების მცდელობამდე მიჰყავს. ეს კი ბოლოს ფსიქიატრიულ სააავადმყოფოზე დამოკიდებულს ხდის.

ბევრია სათქმელი, მაგრამ შევეცადე მოკლედ მეთქვა. ვისაც წაკითხული აქვს მიშელ უელბეკის ,,ბრძოლის ველის განვრცობა”,  ისიამოვნეთ, ვისაც არა, მოკრძალებულად გირჩევთ წაიკითხოთ. რომანში ფრანგული მხატვული ლიტერატურის მახასიათბლებითაა წარმოდგენილი ის სიდუხჭირე, რასაც თანამედროვე ადამიანი განიცდის დღვანდელობაში (ან არ განიცდის).

ჰო, მართლა, ფილმიც ყოფილა გადაღებული ამ რომანის მიხედვით.

აქ კი შეგიძლიათ თავად ნაწარმოებს გაეცნოთ

P.S. პოსტში წარმოდგენილია მამაკაცთა მხოლოდ ერთი ნაწილი და ქალები ცდებიან, როცა ყველა კაცს ერთ უსახურავო ქვაბში ხარშავენ. ან, შეიძლება, არც.

Categories: ფილმი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 36 Comments

Post navigation

36 thoughts on “კაცი 30 წლის ასაკში

  1. manuel satno

    burusze mtlianadaa nawarmoebi?

  2. უელბეკით მოხიბლული ვარ. წელს, ჯერ ” პლატფორმა” წავიკითხე”, მერე “ბრძოლის ველის განვრცობა” და მერე “ელემენტარული ნაწილაკები”. სამივე მომეწონა, მაგრამ რომელი უფრო მეტად ვერ ვიტყვი.
    ჩემი აზრით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო უგებენ მას, სწორედ დასახელებული მიზეზების გამო. ქალებს იშვიათად მოსწონთ, ჩემს ირგვლივ ასე ჩანს, და ვერ იტანენ.

    • სამწუხაროდ, მხოლოდ ეს მაქვს წაკითხული და იმდენად ვარ მოხიბლული, აუცილებლად მივაწყდები🙂

    • მეც წავიკითხე უელბეკი და არ შემქმნია შთაბეჭდილება რომ მხოლოდ კაცებმა უნდა გაუგონ. თუმცა ალბათ გააჩნია ვინ რომელი გადასახედიდან განსჯის. შეიძლება ქალებს მაინც “სუსტის სქესის” პრობლემა აქვთ, უელბეკი კიდევ თითქოს თავს იმართლებს ყველა კაცის მაგივრად,,,

  3. Keti

    მიშელის გვარი უელბეკია
    განხილვა კი საინტერესო იყო.

  4. Keti

    როდე, მე ორი ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მესამეს თავი ავარიდე, მიუხედავად ინტერესისა. შეიძლება იმიტომ, რომ ეს ორი მიყოლებით წავიკითხე და დამგრუზა ძალიან. იცი როგორი შეგრძნებაა? მოგწონს, მაგრამ აღარ გინდა, იმდენად ცხვირში გჩრის რეალობას, რომელსაც ისედაც ვერსად გაურბიხარ. კაცები როგორ აღიქვამენ არ ვიცი. მაგრამ მაინც მგონია, კაცი მკითხველი, განსაკუთრებით ვინც მას მისი გმირების შესაბამის ასაკში კითხულობს, შინაგანად დამძიმდება🙂

    • ზუსტად მასე იქნება. მე ჯერ მის ასაკამდე ბევრი მიკლია და ისე განვიცადე. ჰოდა, ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, მესამე რომ არ მიაყოლე.🙂

      • კარგად იცის ამ მწერალმა ის ჭრილობები, რაზეც უნდა დააწვეს-როგორც თვითონაც აღნიშნავს. განსაკუთრებული იუმორი და ცინიზმი ახასიათებს, რაც ერთმხრივ განტვირთავს მის სიმძიმეს.

  5. მე უფრო ელემენტალური ნაწილაკები მომწონს🙂

    კარგი პოსტია, მომწონს!

    • მივაკვლევ სადმე. ეს წიგნი ,,წიგნის ფესტივალზე” შევიძინე ჩემი მოკლე ბიუჯეტით და აღმოჩენა იყო ჩემთვის. არც გამეგო მანამდე მისი არსებობის შესახებ, ჩემდა სამარცხვინოდ.

  6. პლატფორმაშიც და ელემენტარულ ნაწილაკებშიც კარგად დაინახავთ მიშელის სულს და გულს : ) ელემენტარული კი ყველაზე მეტად მომეწონა.. ფილმადაც.

  7. პლატფორმა წაიკითხე, მოგეწონება. თან ხარისხიანი თარგმანია – ირმა ტაველიძის.

    მეც ვუგებ უელბეკს, როდე🙂 ყველაფერს არა, რა თქმა უნდა, მაგრამ პლატფორმა მომწონს. ბრძოლის ველის განვრცობაც – თუმცა, პლატფორმა მირჩევნია.

  8. ტუტუცი მგოსანი

    ჩემი აზრით ეს ის ნაწარმოებია რომელშიც ყოველი წაკითხვის რაიმე ახლის აღმოჩენა შეიძლება, რა თქმა უნდა საინტერესო იქნება ამ მწერლის შემოქმედების კიდევ უფრო ახლოს გაცნობა და იმედია ხელში ჩამივარდება მისი სხვა ”ნაჯღაპნი”🙂
    პ.ს. კარგი პოსტია, თუმცა ალბათ აჯობებდა შინაარსი ბოლომდე არ გაგეშიფრა და ინტრიგა დაგეტოვებინა მათთვის ვისაც არ შეუცნია განვრცობილი ბრძოლის ველი.😀

    • მაგრამ ნაწარმოები ხომ მხოლოდ შინაარსის გამო არ იკთხება. მით უმეტეს, როცა ფინალი საკმაოდ დამაინტრიგებელი აქვს. არ მგონია, ამ პოსტის წაკიტხვის შემდეგ, ვინმემ უარი თქვას წიგნის წაკითხვაზე, იმიტომ რომ აქ მცირედი დეტალებია მოტანილი იქიდან🙂

  9. დიდი ხანია, მაინტერესებს, ცინიზმს დადებითი კონტექსტში სულ უფრო ხშირად რატომ მოიხსენიებენ. დამოუკიდებლად პასუხამდე ვერ მივედი.

    • ალბათ, იმიტომ, რომ ერთადერთია, რისი გაკეთებაც მეორე ადამიანს შეუძლია პირველის უღირსობაზე. თანაც მსგავს სიტუაციაზე წერა აღშფოთებით მკითხველის დაღლას იწვევს ემოციურად. არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ.

      • ჩემთვის ცინიკოსი (ცინიზმს რომ ინტელექტის უტყუარ ნიშნად მიიჩნევს) არაფრით არის იმ უღირსზე ნაკლები.

        უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის სხვა გზაც არსებობს. იმჰო, რა თქმა უნდა.

  10. გეთნხმები, საზოგადროებრივი ცინიზმი (ვგულისხმობ რეალური ადამიანების აშკარა დაცინვას), მიუღბელია ჩემთვისაც. მაგრამ ნაწარმოებში, სადაც მოგონილია ყველაფერი სინამდვილეზე დაყრდნობით (ან ისე), ცინიზმი მართლაც რომ კარგი საშუალებაა მკითხველის გამოსაფხიზლებლად. რა თქმა უნდა აზრიანი მკითხველისა და არა იმათი, ვინც მხოლოდ ფრაზებს იზეპირებს, ამით მანიპულირებს, მაგრამ აზრი ნაკლებად ესმის. მთვარია მასში ცინიზმის ის ელემენტი დაიჭიროს რაც მას სჭირდება. მე ასე ვფიქრობ, მაინც🙂

    • ცინიზმი ნაწარმოებში ეფექტურია ნამდვილად, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში არ შემიძლია ატანა. და ღირსეული და უღირსიც საერთოდ პირობითი ცნებებია, ამიტომ

  11. უი ის არ დავამთავრე :დ ამიტომ ზოგი ცინიკოსი უფრო “უღირსი” მიმაჩნია სხვა “უღირსებთან” შედარებით.

  12. თუ მაინცდამაინც ვიღაც უნდა გაკილო და ისეთი აღშფოთებული ხარ, რომ ვერ ითმენ – იუმორი არსებობს ან სატირა…

    რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს (როგორც გრაფინიამ თქვა), აი, მანდ გახდა მოდური ცინიზმი და დიდი ჭკუის ნიშანი ჰგონია ზოგიერთს.

    მშვიდობაში, ახალი ავატარი, გრაფინია!🙂

    • მადლობა მოლი. ძლივს დავაყენე :დ ვორდპრესსა და გრავატარში უვიცი ვარ ჯერჯერობით🙂
      პ.ს. გუესთ პოსტს ველოდები :))

    • გრაფინიას მობრძანებას ვულოცავ :))) და აქ გადმობარგებას.
      ცინიზმი ყველაზე მეტად ამწვავებს სიტუაციას. როცა ადამიანები ნაწარმოებიდან ამას გრძნობენ, მის გაკილვას იწყებენ. ჭკუა ბარბარიზმთა ბრახა-ბრუხიც ჰგონიათ კიდე :)))

  13. რა გითხრა… მე არც იქ მომწონს და არც რეალურ ცხოვრებაში. სათქმელის სხვაგვარად ჩამოყალიბებაც შეიძლება.

    გრაფინია, სეზონი ახალი გახსნილი მაქვს და ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი ბლოგისთვის თუ ვიცლი😦 აი, ამოვისუნთქებ და მერე…

  14. რაფაელი

    წავიკითხე. საშინელი რეალიზმია.. ელემენტარული ნაწილაკები არავის უნდა მათხოვოს?.. მეც გათხოვებდით რამეს… გავცვალოთ. ერთი წაკითხვისთვის 18 ლარის გასროლა მენანება.

  15. მე არ მაქვს, თორე დიდი სიამოვნებით🙂
    ერთადერთი ნივთია, რაში ფულის გადაყრაც არასდროს მენანება. თუ მაქვს ფული საერთოდ😀

  16. ეგ არ წამიკითხავს, “ელემენტარული ნაწილაკები ” კი. პრინციპში იქაც ეგაა, რომ დაუკვირდე. ისე მე ფრიში მირჩევნია.”homo faber” და “ვიქნები თუნდაც განტენბაინი”. თუმცა უილბეკიც კარგია, ვერაფერს იტყვი. გიწონებ პოსტს. მიყვარს წიგნებზე რომ წერენ🙂

  17. ისადა შეცდომაა და გასწორე რა🙂 ებაუთის ლინკი გიდევს🙂 კიდევ ერთხელ გმადლობ მხარდამჭერისთვის .

  18. მადლობა ასეთი მიმოხილვისთვის. არ წამიკითხავს უელბეკი და ალბათ, ვერ უახლოეს მომავალში მოვახერხებ, სამწუხაროდ… ისე, ასეთ წინააღმდეგობრივ ტიპებს ძნელად ვუგებ, ოღონდ ცხოვრებაში კი არა, არამედ როგორც მწერლებს:) აი, მაგალითად, ბეგბედერი არ მიყვარს… არ გამემტყუნება, ქალი ვარ მეც :პ
    წასაკითხი მაქვს მაინც, წაუკითხავად ხომ ვერ ავითვალწუნებ🙂

    • წასაკითხი არის კი აუცილებლად🙂 მე მომეწონა. საინტერესო ხედვა აქვს ცხოვრებისადმი. ალბათ, ახლოსაც დგას და მაგიტომ.
      ისე ძალიან დეპრესიული ადამიანი კია. მერე ალბათ სხვებსაც წავიკითხავ. ალბათ რა, წავიკითხავ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: