პოსტი მიკროვალნოვკიდან

დიდი ხანია ფფიქრობ, რაზე დავწერო პოსტი. არადა, ჩემს დრაფტებს რომ გადახედოს კაცმა, სავსეა დასასრულებელი პოსტებით. ზოგს რა მიზეზით ვერ ვასრულებ და ზოგს- რით. ხოდა მელოდებიან უსაზღვრო მოლოდინით, როგორც გაბრიელის სპეტკ ფრთას დიდი ტბის მკვიდრნი. გამოქვეყნების შემართბით გადავავლებ ხოლმე თვალს და მხოლოდ დაპირებით ვტოვებ მონაცრისფრო ნისლში. მერე კი იწყება ახალი პოსტის წერა და ისიც, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იმთვითვე დრაფტებისთისაა განწირული, რადგან ერთი ამოსუნთქვა მჭირდება პოსტის დასაწერად. მარტო ყოფნა.

beerbook

მოკლედ, გადავწყვიტე ”LIKE-DISLIKE”- პოსტი გავაშანშალო( ოღონდ ქართული შესატყვისებით ჩავანაცვლო ის ისტყვები).

მიყვარს:

როცა ყველაფერი ისეა, როგორც წარმომედგინა.

როცა ლურჯ თვალებს ვხედავ.

როცა ლურჯები მაცვია.

როცა  ვიდეოკლიპებს ვათახსირებ

როცა მარტო ვარ მთელი კვირა და არსად გავდვარ.

როცა აბაზანაში ვწევარ

საპნის ბუშტები

როცა მეგობრებს სახეში ვუყურებ( ხშირად არ ვაკეთბ ამას)

ყავა და სიგარეტი (მაგრამ იშვიათად ვეწევი)

ნაკითხი ადამიანები

წიგნები, ფილმები, მულტფილმები.

ლუდი.

სულელი გამომეტყველების გოგონები (ან პირიქით- ჭკვიანი გოგონები)

თავ-პირისმტვრევა მეგობრებთან შედეგზე არდაფიქრებით

ძირითადად დუმილი (სულ სხვაა, წინა ღამის უძილო როცა ვარ და მერე დილასაც არ უნდა დავიძინო. მაშინ მოგეცა შვება. მკითხე რაც გინდა და როცა გინდა. მთვარია ენა არ გამაჩერებინო)

პოეზია და პოეზიური პროზა.

სხეულის მშვენიერება

გულიანი ადამიანები

,,მამალი” ქალები (მაგრამ ერთად დიდხანს ვერ ვძლებთ)

და სხვა ბევრი კიდე …

ვერ ვიტან:

როცა მაქებენ (ვწითლდები)

როცა უმიზეზოდ მეჩხუბებიან

როცა მეჩხუბებიან

როცა სხვას ეჩხუბებიან

როცა კარზე ვაზარუნებ

სმს-ის მოსვლის ხმას

სექსისშემდგომი მდგომარეობას

პოლიტიკას და პოლიტიკოსებს

მწვანე ფერს

ლეღვი

და ბევრ სხვა რამეს კიდევ

ვოცნებობ:

გავხდე ჩემი პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი (თუმცა, ძალიან მიჭირს, დიდად დავშვრე)

მქონდეს დიდი სახლი (პატარასაც ისე დავჯერდები ახლა, როგორც დიდ განძს)

შემეძლოს მუსიკის ისე აღქმა, როგორც რჩეულებს.

ვკითხულობდე ისე, რომ ყველა სიტყვა ზეპირად ვიცოდე

ვხატავდე. ოდნავ მაინც.

ვიცოდე რაც შეიძლება მეტი ენა

მოვიარო ჩემი ქვეყნის უკლებლივ ყველა კუნჭული

ვინახულო იტალია, ესპანეთი და ირლანდია (სხვები მერე იყოს)

არ ვიყო ზარმაცი

ვიფრინო

დანარჩენზე ხმას არ ამოვიღებ, ესენი ამისრულდეს🙂

Categories: U-კატეგორიო | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “პოსტი მიკროვალნოვკიდან

  1. ეს “მამალი” ქალები რა უბედურებაა, კაცო?🙂 მე ძლიერი ქალები მიყვარს, მებრძოლი ხასიათი რომ აქვთ…🙂

    • რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, ასე ვინც ეძახის და კაცის საკეთებელსაც რომ აკეთებს ისეთ ქალს ნიშნავს, მებრძოლს, დაუოკებელს❤

      • ცუდი სიტყვაა მერე😦 სხვა ვარიაციას მაგონებს, უფრო უხამსს… არადა, ეგეთი ქალები პატივისცემის ღირსნი არიან, ჩემი აზრით …

        • ხოდა, მე ვცემ პატივს. იმ ქალებს სხვა სახელები აქვთ, კიდევ, რასაც გულისხმობ🙂😀

  2. ძლიერ ქალებთან რა გინდა?🙂 დაგიშავეს რამე?

    მე ასეთი ლაიქებით ებაუთ მი მაქვს აწყობილი. ოღონდ, მხოლოდ ლაიქებია. რაც არ მომწონს, არ მიხსენებია.

  3. გავითვალისწინებ და აღარ შეგაქებ🙂

  4. poltertgeistt

    ესენი ამისრულდესო და.. დაე, აგისრულდეს :))
    იმიტომ, რომ რაზეც ოცნებობ, ყველა მათგან თუ არ ვიზიარებ, მესმის მაინც, რატომ გინდა და.. :))
    პ.ს მიყვარს ასეთი პოსტები.
    არასრულ მაგრამ საინტერესო ინფორმაციებს შეიცავს ბლოგერებზე და :დ

    • იმ დონემდე არ დავეცემი, სრულად წარმოვადგინო ჩემი თავი. ყველა ადამიანი გამოცანა უნდა იყოს.
      მადლობა🙂

      • ძალიანაც რომ მოგინდეს 1 პოსტში მაინც ვერ წარმოაჩენ შენს თავს და მარტო ბლოგიდან ვერ გაიცნობ ადამიანს , ასე რომ ნუ იტყვი არ დავეცემიო, ვერ დაეცემი უბრალოდ😀😀

  5. 🙂 კაი იყო ომ. ამით დავიწყე რატომღაც კითხვა, ჩავაბულბულებ მალე ყველას:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: