ცელი- ქვეყნის მეუფე

რეიმონდ დუგლას ბრედბერი

რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ ჟურნალს მოყოლილი, რეი ბრედბერის წიგნი მიდევს მაგიდაზე და მისით შეპყრობილმა გული ვერაფერს დავუდე. ათასჯერ მაინც გადავფურცლე, მაგრამ ,,წუთისოფლის საქმეთაგან” გაწამებულმა ისევ უკან გადავდე. მხოლოდ უკანა გარეკანზე მოთავსებული რევიუ წავიკითხე ავტორის შესახებ.

და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. გადავფურცლე საკითხავად და ორივემ მოვისვენეთ. უფრო სწორად, წიგნმა, რადგან ფიქრთა ზღვასთან ერთად სხვადასხვაგვარი სიმბოლისტური ასოციაციები და ნოსტალგიები აღმიძრა.

,,ცელი”- ასე ჰქვია მოთხრობას და მაშინვე სიკვდილის სიმბოლოდ აღვიქვი რატომღაც. უცებ წარმოისახა ლაბადიანი ღამის მოციქული (სინამდვილეში, დღისითაც კარგად გრძნობს თავს), მჭლე კაცი, ასე გამალებით რომ იქნევს ცელს (,,ან რას სთიბავს, ან რას სცელავს?!”), მოუღალავად, ძალუმად, უემოციოდ.

ცელი

კითხვა რომ განვაგრძე, მივხვდი, სადღაც მქონდა ამოკითხული თუ მონასმენი და ჰა, ისიც. ბავშვობისას, როცა დედა შრომას გვასწავლიდა, ასე გიტყუებდა სამუშაოდ. გვითხრობდა ათას ამბავს, ოდესღაც წაკითხულს. მართალია, არც ისე მხატვრულად, უფრო შინაარსობრივად, მაგრამ მაინც დამაფიქრებლად. სისწრაფით არ გამოვირჩევი, მით უმეტეს მაშინ, როცა რამეს მითხრობენ. მე ყოველთვის იქ ვარ და ნაკლებად მაინტერესებს გარე სამყარო. ასე იყო მაშინაც. ვფიქრობდი იმ ცელზე, მის მფლობელზე და ბავშურად ვოცნებბდი მის მოკვდინბაზე, რომ არ წაერთმია ჩემთვის დედა, მამა, ოჯახის წევრები,ახლობლები… არ დაენგრია ჩემით ნაშენები ქალაქი, დესპოტიზმი რომ ჰყვაოდა მაშინ და საშინლად დიდი კედლები ზღუდავდა გარე სამყაროსგან (ყოველთვის ბინდი იდგა იქ, რატომღაც).

მერე იყო ჩემი დიდი მასწავლებლის მიერ გაკვრით ნახსენები ამ მოთხრობის სიმბოლისტური პარალელი გურამიშვილთან ახლოს. და კითხვა დიდი გულისყურით განვაგრძე.

დაღლილი, მშიერი, მაძიებელი ოჯახი. მოულოდნელი საჩუქარი, ხელში თავთჩაბღუჯული გარდაცვლილი მოხუცი კაცის სახლი, მისი პურის ყანა, მთელი სარჩო და ცელი- ,, ჩემი მფლობელი ქვეყნის მეუფეა”. კაცს შეუძლია უშრომელადაც გაიტანოს თავი, იმდენი საკვებია სახლში, მაგრამ უშრომელი ადამიანი არსებობს მხოლოდ და მოთხრობის გმირიც, დრიუ ერიქსონი, მხოლოდ არსებობას არ აპირებდა. საჩუქარს მოვლა სჭირდებოდა. ხელები უხურდა თითქოს. მუშაობის პირველ დღესვე აღმოაჩინა თავთავის უცნაურობა- ცელი დააფენდა თუ არა, მაშინვე ლპებოდა იგი. მის ადგილას კი ახალი ამობიბინდებოდა. თვალუწვდენელი ყანის თიბვა, უაზრობაა თუ ნაყოფს არ იძლევა. მაგრამ მკა იქცა დრიუსთვის ყველაფრად: ,,ტკივილის დაამებად, შიშილის მოკვლად, მთლიანად სიცოცხლედ”. გარდაცვლილი, თავთავჩაბღუჯული მოხუცი მის გონებაში. ცელის ქნევა გაუაზრებლად. და უეცრად მიხვდა ყველაფერს. გულში ტკივილი იგრძნო. თითოეული მომკილი თავთავით თითო ადამიანს კლავს. მან კი ,,ღმერთო ჩემო! რამდენი კაცი გამიჟლეტია!” აუცილებლად ეტყვის მოლის და აქედან დაიკარგებიან.დაიკარგებიანსამუდამოდ. მოლის სიჯიუტე- მან ხომ არ იცის როგორია ყანა, რაა თიბვა, ხომ არ უგრძვნია ცელის ძალა. გადაწყდა. რჩებიან. დიდი ბზარი დრიუსა და ოჯახს შორის.

როგორ მოიქცევა, ერთხელაც რომ მივიდეს შინ და ყველა მკვდარი დახვდეს? ოჯახისწევრთა თავთავების პოვნა. მუშაობის შეწყვეტა. ცელი თითქოს თავისკენ იხმობს. უღიმღამო გახდა ყველას ცხოვრება. იგრძნო ეს დრიუმ. იმ საღამოს იგრძნო, ადრე რომ დაიძინა მოლიმ.  შუაღამისას აღმოჩნდა ყანაში. მთვარეულივით. ხანძარი სახლში. მოლისა და ბავშვების მშვიდი ძილი. დანაცრულ სახლში მშვიდად მწოლიარენი. ცეცხლმიუკარებნი. გამოღვიძებავერმსწრენი. მიხვდა დრიუ – მათი ცხოვრება ჯერ კიდევ გუშინ, ხანძრის დროს დასრულდა, მაგრამ თავთავები ბიბინენებდნენ ისევ. მიხვდა,რომ არასდროს უნდა შეწყვიტოს მკა. ცელი- ,, ჩემი მფლობელი – ქვეყნის მეუფეა”. მიხვდა, რა ძალაუფლებაც ჰქონდა. მიხვდა, რამდენად დიდს მოითხოვდა მისგან პატარა იარაღი. მიხვდა, რომ დიდი მსხვერპლი გაიღო. მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა არ იყო. მიხვდა, რომ ყანა არ უნდა დამწვარიყო.მიხვდა, რომ სისცოცხლედასრულებულ ადამიანებად მწიფდა თავთავი მწირ ნიადაგზე. ბევრ რამეს მიხვდა დრიუ ერიქსონი. მიხვდა იმასაც, რომ ვერ გაჩერდებოდა მანამ, სანამ არ იპოვიდა თავის თავთავს. იმ თავთავს, თავისი დროის ამოწურვას რომ ამცნობდა სამყაროსმოწყვეტილ მთიბავს.

ის თავთავი კი ვინ იცის სად იყო. იქნებ ამ უკიდეგანო ყანის მეორე ბოლოს, მის ფეხთან, ან ჩქეფდა თავთავჩაბღუჯული მოხუცის გულზე ამოსულ ერთადერთ სიცოცხლედ…

P.S. ამ მუსიკის ფონზე დავწერე და თქვენ როგორ მოუხდენთ არ ვიცი. ვიდეოს დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ სხვა ფორმატით ვერ ვნახე და თუ სადმე წავაწყდი ოდესმე, შევცვლი🙂

Categories: საგლეხო, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , | 9 Comments

Post navigation

9 thoughts on “ცელი- ქვეყნის მეუფე

  1. ფანტასტიური მოთხრობაა, ყოჩაღ ბრედბერს: )) საერთოდ ბევრი მოთხრობა მომეწონა. ჩემთვის ეს მწერალი აღმოჩენაა…

  2. მე ეს არ ვიცი. რაც წავიკითხე”ექსტაზი”ყველაზე კარგია. აუცილებლად წავიკითხავ ამასაც🙂. კარგი პოსტია.

  3. მადლობა. ძალიან ძლიერი ნაწარმოებია, ასე რომ ვთქვათ. თან რაც უფრო სიმბოლისტურია და ვხვდები დმალულებს, ძალიან ვხარობ🙂

  4. დაუვიწყარი მოთხრობაა… და ძალიან სიმბოლური სათაური…

    • ჰო, აქედან გავიგე პირველად ცელის სიმბოლიკა🙂
      თან ძალიან სულშიჩამწვდომად არის ნაწერი

  5. lika

    ჰოოო, ბრუნავს და ტრიალებს ყველაფერი ამ სამყაროშიი…ბრუნავს და ტრიალებს ეს ბებერი დედამიწა, ჰოოო…..

  6. nika

    au gtxovt mitxarit eg cigni qartulad sad vipovo internetshi :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: