ღვთაების დაცემა და აღზევება

ქალი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც ისე არსად სცემენ პატივს, როგორც იტალიაში. თავშეყრის ადგილას გამოჩენილ სილამაზეს ტაშისცემით აცილებენ ერთი კუთხიდენ მეორემდე. ქვეყნის თითქმის ყველა მისხალში ნაგებობაში იკითხება სიყვარული იმ არსებისა, ასერიგად რომ მიილტვიან მისკენ მამაკაცები. აღმერთებენ და ხელოვნების ყველა ნიმუშში ერთ დეტალს მაინც უთმობენ მას. ყველა ნამდვილ მოქანდაკეს ერთხელ  მაინც გამოუქანდაკებია ღვთაება თავისი საოცნებო ქალის სახით. ყველა ჭეშმარიტ იტალიელ მხატვარს ფერეუწერია იგი სიყვარულის ღვთაებად და თანამედროვეობაში, ღვთისმშობლის სახეს მიეხიზნა (,,არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ, არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს, ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი”). არ არსებობს მშვენიერი სისუსტე, რომლის სახემაც ასახვა არ ჰპოვა ღვთიურობაში.

სწორედ, ერთი ასეთი ქალი ცხოვრობდა იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში 1940 წელს. არ მგონია, იქ მცხოვრებ მხატვართაგან რომელიმეს მაინც არ უკდავეყო მისი სახე და მისი შედევრი, ალბათ, ახლა იტალიის რომელიმე ეკლესიას ამშვენებს ღვთისმშობლის ხატად. დიახ, სწორად მიხვდით! ამბავი, რომელზეც უნდა გესაუბროთ სწორედ 1940 წელს დაიწყო, როცა იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო და განაწყენებული საფრანგეთისა და ინგლისის მტაცებლობაზე, იმ იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა და აღდგებოდა ერთიანი, ძველებურად დიდსახელიანი, ფაშისტური გერმანიის მხარი დაიჭირა (ჰო, მუსოლინის სუნი იგრძნობა, სწორად აღნიშნე).

მალენა

ამ ამბით გახარებული იყო იტალიის ყველა ქალაქის თითქმის ყველა მცხოვრები. რა იცოდნენ მათ, რომ ამ დღიდან შეიცვლებოდა მათი ყოფა, მათი ცხოვრება. შეიცვლებოდა სამუდამოდ! ომში ჩართული სახელმწიფო ხომ არასოდეს ითვალისწინებს მოქალაქეთა ტკივილებს, მოსაზრებებს, მათ ცხოვრებას, რადგან ამ დროს ქვეყნის ინტერესები უფრო წინა პლანზე დგას და იდეოლოგიას ეწირება თაობები. მამები, შვილები, ხანდახან დედებიც. დატოვებული ოჯახები პარტახდება და ომშიწასულისმომლოდინეს იმედით გასცქერიან გზას. დიდ გზას, საიდანაც შეიძლება ვერავინ დაბრუნდეს, ან ისეთ დროს მიაკითხოს სახლს, როცა იქ ჰოსპიტალი, ყოფილ ჯარისკაცთა საცხოვრებელი ან სულაც ბორდელია გახსნილი. მისი ნასახლარის კვალიც არ ეტყობა იქაურობას. ოჯახის ძებნით სასოწარკვეთილი იგი რჩება იმ მოსახლეობის იმედზე, ვისთვისაც ასე შემართებით იბრძოდა მთასა თუ ბარში. და ეს იმედი შესაძლოა ის ერთი სილა აღმოჩნდეს, გასიებული თანამოქალაქე, ომის ხარჯზე გამდიდრებული მუცელი(ვინ თქვა, ომს დადებითი მხარეები არ აქვსო?!), რომ გითავაზებს. ამან შესაძლოა თვალიც აგიხილოს და საკუთარ საქციელზე დაგაფიქროს (ვისთვის ვიბრძოდი!).

ამ დიდი, ცვალებადობისმომასწავებელი ამბით იწყება ჯუზეპე ტორნატორეს ფილმი და მაყურებელმა იმთავითვე მხოლოდ ომზე რომ არ იფიქროს წინ იჭრება ორი სხვა ეპიზოდი: ახალშენაძენი ველოსიპედით გახარებული პატარა ბიჭი და უმშვენიერესი ქალი, იტალიის ერთ-ერთი ქალაქის ღვთისმშობელმშვენება (ან კერძო კოლექციის ნაწილი).

მათი უკავშირო ბედისწერა იმთავითვე კავშირშია გარემოსთან, სადაც ცხოვრობენ (ქალი თითქოს მოწყვეტილია ქალაქის ამაოებას, მაგრამ მაინც მისი ნაწილია), იმ ბრბოსი, რომელსაც ასე ბრმად სჯერა წინამძღვრის ერთი სიტყვისაც!

ბრბო-ქალაქის უდიდესი მახასიათებელი(და არამარტო მათი) იმთავითვე ცხადდება  ფილმის პირველსავე წუთებში, ერთ, თითქოსდა, უმნიშვნელო მონაკვეთში- როცა მოზარდი ბიჭები ბავშვების უდიდესი გასართობით, ლუპით წვავენ ჭიანჭველას(მიიჩნევენ, რომ ცოდვას სჩადიან) და შემდეგ ლოცულობენ, რათა მიეტევოთ იგი.

,,მერე კი, ჩამოიარა იმან, …  ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… “მოიისფრო”,  გვერდით კი მოჰყვებოდა ”… არავინაც. მარტო მიდიოდა თავის ქალურობასა და სილამაზესთან ერთად.

მიდიოდა მარტო. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში. ქმარომშიწატყორცნილი მარტოდდარჩენილი მამის მოსავლელად. და ვინ იცის, რას ფიქრობდნენ მასზე ქალაქის მცხოვრებნი: შურიანი მზერის ქალები ათასგვარ ჭორებს თხზავდნენ მასზე და ვნებამორეული მამაკაცები თავიანთ ფანტაზიას მთლიანად მას უძღვნიდნენ იწვნენ ცოლთან თუ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ვერცერთი ქალი გადაიფიქრებდა იმ აზრს, რომ მარტოდშთენილი მშვენიერება, ასე გახსნილი და თავდახრილი რომ მოდიოდა თავისი მყვირალა სილამაზით, კაცის გარეშე ძლებდა ამდენხანს. ყველა მამაკაცი ლამობდა მისი სარეცლის გაზიარებას და აი, დადგა ჟამი. ჟამი გადარჩენისა და თავისუფლებისა. ჟამი დაცემისა და გადამთელავთა, ჟამი ყოფნისა და ახალი ჭორებისა. ჟამი სიდუხჭირისა და სულიერების კრიზისისა…

ომში ქმრის დაღუპვის ცნობამ გაუხარა გული მაცხოვრებლებს. მამაკაცებს განსაკუთრებით. გაეხსნებოდათ გზა მშვენიერების სახლისკენ. მგლოვიარე ღვთისმშობლად შერაცხეს და მოედანზე გაატარეს ღვთისმშობლის სახით. მერე კი… მერე…

მალენა სკორდია- აწ უკვე მალენა, სკორდიას ქვრივი- თავისუფალ ქალს წარმოადგენდა და ეგონათ, ყველა გზა ხსნილი იყო მისკენ. მაგრამ დიდია ერთგულება ქალისა, როცა მას უყვარს. სიდუხჭირე და გარემო კი მტერია სიყვარულის… არავის სურდა სამსახურშია ეყვანა- ეშინოდათ ცოლების, საზოგადოების. ეშინოდათ საკუთარი თავის… მრავლისმეტყველი თვალებით გაბოლებული სიგარეტი ქალაქის მოედანზე, ერთი არასწორი ნაბიჯი და… ფეხქვეშ გასთელა ყველა  ქალმა, ვისაც ხელის განძრევა შეეძლო. მათი ქმრები კი შიშნარევნი შესცქეროდნენ საქციელს ევის და ხელგამოწვდილი, დახმარებისმოიმედე ღვთისმშობლის შველა არავინ იკისრა. მიხვდა დაცემული, რაოდენ დიდი განსაცდელი ადგა  თავს და დატოვა ქალაქი. დატოვა იმ იმედით, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა უკან. არავინ იცოდა სად წავიდა, გარდა ერთი ბიჭისა. იცოდა, სწორედ იმან, ველოსიპედი რომ უყიდეს მალენასთან შეხვედრის პირველ დღეს. და ყველაფერი აქ მთავრდება თითქოს. მშვენიერებისგარეშე დარჩენილი  ქალაქი. მოწყენილი, მაგრამ მაინც მომღიმარი.  დაფიქრებული…

და მოულოდნელად ბრუნდება ომიდან ნინო სკორდია…  სიუჟეტი ვითარდება მცხოვრებთა სულიერი სიდუხჭირის ახალი გამოვლინებებით. მარტოდდარჩენილი ქმარი. უცხო საკუთარ ქალაქში და საკუთარ სახლშიც კი. და ყველაფერი გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ის ველოსიპედიანი ბიჭი. ანონიმური წერილი- მალენას ადგილსამყოფელით.

ქალაქში დაბრუნება. გაშეშებული ყველა. გაშტერებული მზერა ერთ წერტილზე.

და მიტევება ქალაქის მკვიდრებისადმი.  ყველაზე დიდი, სიყვარულისთანმხლები ნიჭი, რაც ადამიანს გააჩნია ამქვეყნად.

P.S. დანარჩენი ფილმში.  ეს უბრალო მიმართულებაა იმისა, საით შეიძლება წაიყვანო აზრები ჯუზეპე ტორნატორეს ფილმის ,,მალენას” ყურებისას. შევეცადე და მივედ-მოვედე ყველაფერს. მოგეხსენებათ, იმაზე წერა, რაც გენიალურია, ცოტა არ იყოს და გართულებულია

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

Post navigation

11 thoughts on “ღვთაების დაცემა და აღზევება

  1. ძალიან მიყვარს.
    ისე ზოგჯერ მიკვირს ხოლმე რამდენი რაღაც გვიყვარს ორივეს🙂
    ჰოდა ძალიან კარგი პოსტია, მართლა😉

  2. ტუტუცი მგოსანი

    ”P.S. დანარჩენი ფილმში. ეს უბრალო მიმართულებაა იმისა, საით შეიძლება წაიყვანო აზრები ჯუზეპე ტორნატორეს ფილმის ,,მალენას” ყურებისას. შევეცადე და მივედ-მოვედე ყველაფერს. მოგეხსენებათ, იმაზე წერა, რაც გენიალურია, ცოტა არ იყოს და გართულებულია” <– დიახ, დიახ, გართულებულია და მაინც კარგია რომ ეტოქებით (respect)🙂 მშვენივრად გამოგდით მერწმუნეთ !

  3. “ყველაფერი გენიალური მარტივია”– მასეა და ნუ გგონია რომ მარტო შენ არ გამოგდის გენიალურობის სიტყვებით ამომწურავად აღწერა. იმიტომაც არის გენიალური , რომ იმაზე მეტს მოიცავს ვიდრე აზრებია: გრძნობებს აღძრავს და არ გამოითქმის. კარგი პოსტია, მისი მოცულობის მიუხედავად ბოლომდე სიამოვნებით ჩავიკითხე (რაც იშვიათად ხდება ხოლმე). მომენატრეთ შენ და გრაფინია. ეხლა დავბრუნდი თბილისში და შენი კომენტარი რო დამხვდა კიდევ ერთხელ შემრცხვა საკუთარი სიზარმაცის.🙂

    • რადგან ცოცხალი ხარ, ვინ ჩივის.😀
      კარგია რომ შემოირბინე. რამდენჯერმე გინახულე და ახალი რო არაფერი დამხვდა, გამოვიძურწე უკან😀

  4. გამიხარდა რომ მოვხვდი შენთან…წლებია ეს ფილმი არ მიყურებია..თუმცა სიმართლე გითხრა ალაგ ალაგ მაქვს ნანახი…ხვალ გადმოვწერ და ვუყურებ,რადგან შენმა მონაყოლმა დამაფიქრა და მინდა სევადარო პურცელი და ეკრანი ერთმანეთს ^^

  5. Pingback: STIV & STOK – BNG « გეი ბიჭის დღიური

  6. საოცარი ფილმია❤ მიმოხილვა არაჩვეულებრივი იყო! ნამდვილად ვერაფერს დავამატებდი.🙂

    • გეთანხმები, ფილმიც და პოსტ–განხილვაც არაჩეულებრივია!

  7. მადლობა, მაგრამ სათქმელი ბევრი დარჩა. ის მცირედი თუ დიდი ნიუანსები ვერ მიმოვიხილე😦 და ბევრი ვერც გავიგე, ალბათ😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: