cube -ანუ და-restart-ებული სამყარო

კუბი ერთი შეხედვით მხოლოდ კვადრატებზე დაფუძნებული გეომეტრიული სივრცული (ვიცი ის სიტყვაც!) ფიგურაა, საოცარი სიმკაცრით ნაგები. მასში სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ერთმანეთის ტოლია. კუთხეები – შესაბამისად.

რა მოხდება თუკი ადამიანები ააგებენ მოძრავი კუბებისგან შექმნილ ხაფანგს, სადაც ფიგურები გარკვეული სიზუტით: მარტივ რიცხვთა ჯამურ რიცხვვებზე დაფუძნებით, ქაოტურად, დროის მიმართულებით ან საჭადრაკო ცხენის სვლით იმოძრავებენ დამოკიდებულნი დროსა და სივრცეზე?

ვინჩენცო ნატალის ფილმმა შთააგონა  ანდრჟეი სეკულასა და ერნი ბარბერეშს გადაეღოთ საშინელებათა ტრილერები ,,cube” -ს თემაზე. თვად  ნატალის ეს  ფილმი ინსპირირებულია ,,The Twilight Zone‘- ს სერიული ეპიზოდით ,, Five characters in search of an exit.” 

ჩემი შეხედულებით, ერთგვარი ყოველდღიურობა წარმოადგინეს რეჟისორებმა ამ ფილმებში- სიცოცხლის წარმოქმნის, ღვთის არსებობის, ძიების, სადაურობის, ადამიანის თვისებების … პრობლემები. სწორედ ამიტომ იწვევს დიდი სიმპათიებს სამივე მათგანი ჩემში.

ნუ ეძებ მიზეზს. ეძიე გამოსავალი

ყურადღებას იმთავითვე იქცევს ეპიზოდი, როცა სამივე კუბში მოქცეული ,,ტვინგამორეცხილი” ადამიანები ბევრი მითქმა-მოთქმისა თუ მსჯელობა- სასოწარკვეთის შემდეგ იწყებენ ფიქრს, სად არიან, ვინ არიან, საიდან მოსულები. თავდაპირველად ყველაფერი უცხოპლანეტელებს უკავშირებენ. შემდეგ თნდათანობით, ვინაობის გამორკვევის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ვიღაცის სათამაშოს წარმოადგენენ. ზოგი მათგანი თავისი დანაშაულის ან პოლიტიკური აქტივობის, ზოგი თავისი ფეხით … მოხვდა აქ.

საშიში იმაზე მეტია, ვიდრე ხედავ

ბევრი მათგანი მანამ კვდება, სანამ რამის გააზრებას მოასწრებს. ბევრი თავისი (და სხვისი) ვინაობის გარკვევის შემდეგ. კვდებიან ერთმანეთის ხელით, დაგებული ხაფანგებით საწყის ან ფინალურ ეტაპზე.

ყველა კოშმარს თავისი საწყისი აქვს

კუბის მესამე სურათში ბარბერეშმა სცადა მეტი სინათლე მოეფინა დანარჩენი ორი სურათისთვის. აჩვენა კუბსგარე ცხოვრება, კუბის ზედამხედველ-მოთამაშეთა და ზედამხედველ-მოთმაშეთა ზედამხედველი-მოთმაშეების ადამიანობა- არაადამიანობა ( თუმცა მაინც კიბის საფეხურების მსგავსად არჩია მათი ჩვენება. ინფორმაცია თანდათან იკლებს, რაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას მოთამაშე. საბოლოოდ, კუბში გამომწყვდეულებზე მეტი ვიცით, მათ ზედამხედველებზე – შედარებით ნაკლები, მათ შემდგომ საფეხურზე მდგომებზე – უფრო ნაკლები, ხოლო მეოთხე საფეხურიზე მხოლოდ ის ვიცით, რომ არსებობს).

საბოლოოდ, როცა თამაში ფინალს აღწევს, გადარჩენილი ბოლო ადამიანი მზის შუქის ხილვას ვერც ასწრებს, ისე კლავენ (გადამწყვეტი ქვიზ-შეკითხვით ან უმიზეზოდ). გამონაკლისი ისევ მესამე სურათი ანუ Cube Zero-ა, სადაც 2 ადამიანი აღწევს ბრძოლის ველიდან. აქედან ერთ-ერთს ისევ უკან აბრუნებენ, ხოლო მეორე- იპოვის თუ არა თავისუფლებას, საბოლოოდ გაურკვეველი -შიშში- რჩება. ბარბერეშმა მოქმედებათა არათნმიმდევრულობით წარმოადგინა დანარჩენი ორი ,,კუბის” რამდენიმე საიდუმლო- ერთის საწყისი (როგორ ხვდებიან ადამიანები კუბში) და მეორის ფინალი (როგორ შეიძლება დასრულდეს სურათი). თუმცა, ქმედებები იმდენად არეულია, რომ ზუსტი კავშირი ამ სამ სურათს შორის არ არსებობს. ეს ფილმს დამოუკიდებლობასაც ანიჭებს და წინა ორზეც საკმაოდ ბევრს გაფიქრებს.

რაც შეეხება თამაშის ბოლო ეტაპის შეკითხვას – ”გწამთ თუ არა ღმერთის”- ფინალამდე მიღწეულ ვერცერთ ადამიანს დასცდა დადებითი პასუხი, რაც თავისთავად  ინტერესს იწვევს- რა იმალება მის უკან.

ბარბერეშმა ერთ დიდ კითხვასაც გასცა პასუხი: როგორ სუფთავდება კუბი, როგორ თავისუფლდება ნარჩენებისგან? ამ პრობლემისს გადასაჭრელად მან სკანირებას მიმართა. გაასუფთავა, დაალაგა და ახალი ბაჭიების მოლოდინში გაამზადა სათამაშო. ერთგვარი რესტარტირების პრინციპი გამოიყენა, სადაც, მე, სამყაროში სიცოცხლის შესვენება-ახალწარმოქმნა დავინახე. სუფთავდება ყველაფერი, როგორც დიდი ნაგავი, არ რჩება მისი კვალი სამყაროს არცერთ კუთხეში, მის ერთ მისხალშიც კი. შემდეგ კი ჩნდება ახალი სიცოცხლე იმავე კითხვებით, რაც მის წინმცხოვრებს აწუხებდა, იმავე პრობლემებით და იმავე ძიებით.

აქ მხოლოდ მემილიონედი წარმოვადგინე, რაც ადამიანმა ამ ფილმის ყურებისას შეიძლება დაინახოს და აღიქვას. ვისაც ნანახი გაქვთ, ალბათ, ბევრიც გიფიქრიათ მასზე, მის გმირებსა და თვად კუბის მიმართულებაზე. ვისაც არ გინახავთ, მე გირჩევთ (სუბეიქტური ვარ, რა თქმა უნდა🙂 )

P.S. შეგნებულად არაფერი მითქვამს ზომბირებულ ადამიანებზე, საზოგადოების სახელზე (თუ რატომ ჰქვია აიზეკი და რას ნიშნავს), პერსნაჟთა ხასიათებზე და სხვა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანებზე. შევეცადე მესაუბრა მხოლოდ Cube Zero-ზე,მაგრამ ძალიან გამიჭირდა გამომეცალკევებინა დანარჩენი ორი სურათისგან (მის ნაწილად აღვიქვამ ერთგვარად და მაგიტომ, ალბათ.)

P.P.S. ჩემში დიდი აქტუალობით სარგებლობს RESTART-ირება  :D

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “cube -ანუ და-restart-ებული სამყარო

  1. არ მაქვს ნანახი, ასეთ ფილმებს ვერ ვუყურებ, მარა ისე გიწერია სადმე თუ წავაწყდი ალბათ ვნახავ🙂 ასეთი ფილმები ესთეტიურად იმდენად არ მომწონს რომ ვერც წარმომიდგენია მასში იდეა ვეძებო🙂 შენ კი ჩემნაირების დაინტერესებას ახერხებ😉

    • 🙂 მრავალი ასეთი არ მაქვს ნანახი, მაგრამ რაც ვნახე ამ ჟანრში საუკეთესოა🙂 მერწმუნე. იმ ჟანრებთან მართლია, ვერ მოვა, შენ რასაც უყურებ🙂

      • ჰმ…. მე კინოში მოვიკოჭლებ, შენ უფრო აქტიური ბიჭუნა ჩანხარ, გლეხი გეძახოთ და ბლოგი კი გაქვს კინოზე

  2. მარტო კინოზე არ მაქვს😦 ყველაფერზე მინდა ვწერო😀😀 რაც ფეთქავს და მოსვენებას არ მაძლევს😀

  3. magari filmia dzaliaan da simartle gitxra axla upro chamapiqra mag pilms sheni blogis shemdeg🙂 iqamde agviqvamdi ubralod rogorc sashinelebata filmi da ubralod ganvicdidi adamianis aset borotul suls🙂 axla cota sxva mxrivac shevxede🙂 madloba glexis bichs :))))))

  4. თურმე, რა შემძლებია🙂 ჩემს სიტყვებს რა შესძლებია😀
    მადლობა შენ, რომ წაიკითხე და კკომენტარი დატოვე.გაიხარე🙂

  5. ტუტუცი მგოსანი

    am posts bolomde ar wavikitxav , jer trilogiis yureba unda davamtavro, dasawyisi mshvenieiri iyo🙂

  6. აწი უფრო ყურადღებით ვუყურებ ამ ფილმ(ებ)ს. კარგი პოსტია)))

  7. ერთადერთი ფილმია რომლის გახსენებაზეც კი ვითრგუნები:/ პირველად რომ ვუყურე თავი გალიაში მეგონა რომელიც ნელ ნეტა პატარავდება:/ ჩემი ღამის კოშმარების მთავარი გმირია კუბი და ვაბშე ამ ფილმის შემდეგ კლაუსტროფობია დამემართა :დდდდ

    • ძალიან შემიყვარდა ეს ფილმი. შენი ამბავი მითხრეს, ძალიან რომ გიყვარს ასეთი ჟანრის ფილმები. :)))

      • ნუ ხო ჰორორები ჩემი ნიშაა :>
        მაგრამ არ მიყვარს ჩაკეტილი სივრცეები :დდ თანაც ეგეთი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: