მე- გაჭირვებული და ზაფხულის ერთი დღე

ვერ დავარქმევ ამას თავგადასავალს. ვერც ვერაფერს ვარქმევ. უბრალოდ, ზაფხულია და ძალიან ცხელა. გარკვეული მიზეზები არ მაძლევენ უფლებას (მიზეზები ,,გავაპიროვნულე”) თბილისი დავტოვო ჯერ-ჯერობით მაინც და ბედსშეგუებული ხან რას მივაწყდები, ხან რას!

ყველაფერი მშვენივრადაა მაშინ, როცა ოდნავ აგრილდება და გარეთ გასვლის სურვილი მიჩნდება(ნაკლებად ხდება ეს)! და სწორედ აქედან იწყება ის დიდი ოდისეა,  ზაფხულის ერთ დღედ რომ სახელვდე.

კვირა დღეა. მაღვიძარა გამწარებული რეკს. თვალი გავახილე და ისევ დავხუჭე. ორი გაჟღარუნების შედეგ ხმა ჩაიწყვიტა ამ ეშმაკის მანქანამ! 08:11- ს აჩვენებდა კედელის დიდი მრგვალი ლაქა პირველად რომ გავჭყიტე. ისე მძინებია, მაღვიძარას საწყისი გაბულბულება გამომრჩენია 08:00-ზე.  ,,მცირედ დროს მოვტეხავ, მაინც მოვასწრებ მისვლას”- გავიფიქრე და თვლემა განვაგრძე.

……

ფუ ტვინი წაიღო. ახლა გუგულის ხმადაც არ მივიჩნიე მაღვიძარა. თვალიცარ გავახილე, ზრდილობადაკარგულივით, ისე დავიწყე თვლა. ამ ხუთი წლის მანძილზე, როცა ე.წ. ,,ბუძილნიკი” ჩემი განუყრელი თანამგზავრი, აბეზარი მეგობარი გახდა, პირველად დავინტერესდი მისი რეკვის ხმიანობათა რაოდენობით. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. როგორც იქნა! 12 ყოფილა. ,, ვაპატიებ როგორმე თავს დაგვიანებას”- გავიფიქრე ისევ და ურცხვი გამომეტყველებით განვაგრძე თვალთმაქცი ძილი.

….

დასწყევლოს ეშმაკმა. მოაშორეთ ვინმემ ეს ოხერი მოწყობილობა!  ახლა თერთმეტჯერ დარეკა. გავიყურსე და როგორც იქნა, შემაწუხა ნამუსმა. რა საშინელებაა დილით გაღვიძება, ისევე როგორც, ღამით დაძინება!

გაბრუებული დავეძგერე კომპიუტერს. ავაციმციმე და აბაზანას ვესტუმრე. გამოცოცხლებული გამოვედი დილის შხაპით. უი, შოკოლადი! ყავაც. ისევ კომპიუტერის ეკრანი. სიგარეტი.გასვლის დროა. გუშინდელი ბინდისწინა წვიმით დაშინებულმა ფანჯრიდან გადავიხედე. უქარო და უღრუბლო ცა. ჩახჩახა მზე. კარგად დააჭერს. წვრილფეხიანი შარვალი. დამცხება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ლურჯი მაისური. ლურჯი კედისმაგვარი ფეხსაცმელი. ისევ აბაზანა. კომპიუტერი გამოვრთე, ჩანთა ავიტაცე და გამოვედი.

მაგრად აჭერს უკვე. მეტრო ავირჩიე, მარშუტკის 80 თეთრი დამენანა.მოვკალათდი და  წიგნი გადავშალე. ოფლის მომწკლარტო სურნელებამ სასიამოვნოდ შემიღიტინა. ერთი. კიდევ კარგი, მალე ჩავიდა. მეგონა გადავრჩი. მეორეც. ხაზი გამოვიცვალე. მესამეც და მეოთხეც.

დანიშნულების ადგისლ მივაღწიე და ორისთვის თავისუფალი ვიყავი უკვე. ისევ ის ტანჯვა. 5 და 6. ამჯერად მცირე მანძილზე. ღუდუშაურის საავადმყოფოს მივაშურე და რადგან ნაცნობი ვერავინ აღმოვაჩინე (წასულ-წამოსულები იყვნენ), მალევე დავტოვე იქაურობა. საქმე მელოდება. ტონა!

ავტობუსი. ბილეთი. უკანა სავარძელი. სიცხე. წიგნი. ისევ ის სურნელებები. უკვე თვლაც მიჭირს. მგონი ერთადერთი ვარ, ოფლის სუნზე რომ სცნობს ადამიანებს. დაიბანეთ, ხალხო! იღლიები მაინც!  ათასგვარი საშუალებაა ოფლსაწინააღმდეგო!

სახლი. ჩემი არა, მაგრამ მაინც ტკბილი. მორჩა, დღეს მეყო ტანჯვა. ფეხს არსად გავადგამ!

გეგონოს! ტელეფონის ზარამა ყველა იმედი გადამიწურა. კიდევ კარგი, თვლა ვიცი. ხანდახან წიგნიც მშველის. ვაი, რომ ხანდახან!

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “მე- გაჭირვებული და ზაფხულის ერთი დღე

  1. salo

    she sawyalo ra dgershi xaaar

  2. აი ეხლაა ცუდად საქმე, მოიცათ წყალზე მრიცხველები დააყენონ . ჯერ ისე არ იბანდნენ და ეხლა ეს მიზეზი დაემატება.
    :))))))
    მერე აირწინაღებით უნდა ვიაროთ.

  3. შენ ახლა ისეთ პრობლემას შეეხე, რომ ეს პოსტი კი არა, სქელტანიანი ტომებიც არ ეყოფა!🙂 ბედნიერი კაცი ხარ, ყველგან რომ შეგიძლია კითხვა… ნუ, თითქმის ყველგან:)

  4. ომაარრ არ იდარდოო… მალე სოლიდარობას გამოგიცხადებთ სწავლა რომ დაიწყებაა… მარა ვგონებ რომ მერე ცოტა უფრო აგრილდება და ყროლია ხალხის რაოდენობაც დაიკლებს :)))

  5. ჰაჰჰაჰაჰა :)) ნეტა ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილიაა , თუუ???

    • ვინც ასე დადის. ჰიგიენის არცოდნა ელემენტარულის პიროვნების ბრალია და არა თავად საზოგადოების. უამრავი რეკლამა გადის ამასთან დაკავშირებით. ნუ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. შეგნებულად ავარიდე თავი პოსტის წერისას😀 მართლა ტომეულები დაიწერება ამაზე

  6. palataN13

    magvidzarastan damokidebuleba ise gaqvs agwerili suntqva shemekra lamais…

  7. ცივი შხაპი გადაარჩენს საქართველოს!

  8. სადაა მერე?😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: