მშვიდობა ყოველთა თანა

1785 წელს დიდმა გერმანელმა პოეტმა ფრიდრიხ შილერმა ბრძანა: ,,ყველა ადამიანი იქნება ძმა”-ო.  და დიდი ამაღელვებლობით უმღერა მშვიდობას კაცთა შინა  და მშვიდობით გამოწვეულ სიცოცხლის მშვენიერებას. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ  ამ ფრაზამ და მთლიანად შილერის ამ ლექსმა ( Ode an die Freude) მთელი აღტაცებით შეისხა ფრთები და ლ.ვ. ბეთჰოვენმა თავის შემოქმედების მწვერვალს, მეცხრე სიმფონიას შეურწყა. ასე დიდებულად წაიოცნებეს გენიოსებმა. ბევრმა ადამიანმა დღესაც არ იცის ამ ლექსის ავტორი და ბეთჰოვენს მიაწერს რატომღაც, მაგრამ ამ წუთას მაგას არა უშავს, რადგან:

მე მშვიდობაზე მინდა გესაუბროთ. ისეთ მშვიდობაზე, როცა მგელი და კრავი ერთად სძოვენ ბალახს, ქურციკი და ლომი ყელგადაჭდობილი  სვამენ სადიდებელს და ერთმანეთს ძმობას ეფიცებიან, ვეგეტარიანელი ადამიანები კი ხელაპყრობილან და თავისებურად ლოცულობენ… უიჰ, ეს იაღოველის თვალით დანახული მშვიდობაა.

მოკლედ, არ არსებობს ადამიანი , რომელიც კითხვაზე: ,,რას უსურვებდით სამყაროს?” არ გიპასუხოთ: ,,მშვიდობას!”(რაზეც ვასკო ალბათ უპასუხებდა: ,,ოღონდაც”). აკი, მშვიდობის სადღეგრძელოს სვამს ქართველი, ტრადიციებზე აღზრდილი კაცი. მშვიდობასვე უსურვებს ადამიანს, ვისაც ეთხოვება დროებით (თვით სიტყვა ,,დამშვიდობებაც” მშვიდიბით გაყრაზე მიანიშნებს ), მშვიდობიან გზას უსურვებს მას და წამსვლელიც მშვიდობასვე უტოვებს დამრჩენს.

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ (არ მწყინდება ამის გამეორება) გენიალური ადამინის ფრაზას, რომ ჩვენ ბიოსოციალური არსებები ვართ, ანუ არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ვერ ვწყდებით ერთურთს და გადაკარგულნი საზღვრებს გარეთ, საკუთარ კერასმოწყვეტილნი სწაფადვე ვუახლოვდებით სრულიად უცხო ადამიანს (თუ ამ უკანასკნელში უცხოს პრობლემამ არ გაიღვიძა), ხანდახან სულსაც გადავუშლით და შინდაბრუნებულებს ყოველთვის მეგობრად მიგვაჩნია შეძენილი, მით უმეტეს, თუ ინტერესები არ ეჯახებიან ერთმანეთს…

მსოფლიო მშვიდობაა ერთადერთი, რის სურვილშიც კაცობრიობა ერთიანია. სიტყვიერად მაინც, და განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭიროება მოითხოვს!

მშვიდობისფერი ადევთ პოლიტიკოსებს, როცა ნიღბების თეატრს მართავენ ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად, თეთრ ფურცელზე თავიანთი საქმინობისფრით თავიანთვე სახელის დასატანად…

უბრალო მოკვდავთ მხოლოდ ის დარჩენიათ, ირწმუნონ მშვიდობის დამყარება კაცთა შორის🙂

მაგრამ, როცა არსებობს შური, როცა თანდათან მწვავდება გამოკვების პრობლემა, როცა ფულის გარშემო ბრუნავს სამყარო (მართალია, მას სიყვარული ატრიალებს, საერთოდ, მაგრამ ფული საწვავის როლს ასრულებს, სიყვარული რომ არ განელდეს), როცა თბილი ღიმილის უკან სამართებელი იმალება, როცა გემოვნებათშორის დისბალანსია, როცა ჰომოფობია ზენიტშია, როცა განსხვავებულობა სამყაროსგან გამიჯვნას ნიშნავს, როცა საყდარში ქცევასა და საყდარსგარეთ ქცევას შორის დიდი უფსკრულია, როცა პირადი მიზნებისთვის სხვისი გაწირვა დადებითი  დოგმაა, თვითგადარჩენის ინსტინქტი დახმარებაზე მაღლა დგას, როცა თვითკმაყოფილება სხვის ხარჯზე ,,მოსულა”, როცა… და როცა… და…

 

…თანდათან მეკარგება რწმენა, რომ ოდესმე მშვიდობა დაისადგურებს ,,ამა სოფელსა შინა” და ,, ყველა ადამიანი იქნება ძმა”. თანდათან მიცხოველდება შეგრძნება, რომ სამყაროს უთანასწორობას მხოლოდ მეორედ მოსვლა დააშოშმინებს. უფრო და უფრო მეტად კი იმაში ვრწმუნდები, რომ სამყაროს მართლაც სჭირდება RESTART ( და არავინ იცის, უშველის კი?)

P.S. თუმცა მე მაინც პაციფისტი (და არა იაღოველი) ვარ!

Categories: ჩანახატისმაგვარნი | 14 Comments

Post navigation

14 thoughts on “მშვიდობა ყოველთა თანა

  1. ბევრი პრობლემა გვაქვს ადამაიანებს….

  2. კი, ძალიან :)) გამახარა შენმა კომენტარმა🙂

  3. მოკლედ, ყველაზე გადაღეჭილი თემებიც კი შეგიძლია ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინო! საღოლ ომ!

  4. აკლდი ჩემს ბლოგს, დიდი ხანი🙂

  5. ეჰ, ბევრი როცაა ნამეტანი😦

    სანდრა ბალოკი მაგ ფილმში, ძალიან მიყვარს, ისეთი სასაცილოა🙂

    პ.ს.
    კეთილი იყოს ჩემი მაუსი ამ ბლოგზე🙂

  6. ველკომე :))) იმედია ხშირად მესტუმრები :)))

  7. ტუტუცი მგოსანი

    კაი დიაგნოსტიკაა ღმერთმანი

  8. და მაინც სიყვარული ატრიალებს დედამიწას, ომარიკო🙂

  9. 😀 ომარიკოს მოგცემ მე შენ!😀😀

  10. დომენიკოს გაერითმა და მაგიტომ🙂🙂🙂

    • ხო, მივხვდი, მაგრამ საშინლად არ მიყვარს, ეგრე რომ მომმართავენ. ოჯახის წევრები არ იშლიან მაინც😀

  11. პაციფისტები ყველაზე კაი ტიპები არიან. როცა ამდენი როცაა, ხსნა ალბათ ისევ პაციფიზმშია…

    • ხო, მაგრამ ერთი მმართველის მომხრე არ ვარ მაინც. მით უმეტეს, არ მხიბლავს ზემო ინსტანციები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: