ვინ არის სილამაზე

,,საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?”- იკითხა დიდმა გიორგიმ

რა არის სილამაზე?

ნუთუ ესეც ისეთივე პირობითობაა, როგორც ყოველივე გრძნობა, საგანი… სიტყვა. ნუთუ მასაც ჩვენ ვქმნით ისევ, როგრც ცუდსა და კარგს, ტკბილსა და მწარეს, შავსა და თეთრს, სიყვარულსა და სიძულვილს…?

ვქმნით ისე, როგრც შეიქმნა კარმენი, ესმერალდა, ფრინა, ქალის სახის ყველა პერსონაჟი ეპოსიდან კალმის გენიამდე?

ან, იქნებ, თავად ღმერთია სილამაზე?

Alexandre Cabanel - The Birth of Venus

პირობითობაა, ნუთუ -დედამიწასავით მბრუნავი, მასავით ფერადი და მრავალნასიზმრი?!

ისეთივე წამიერი, როგორც სიტკბოება

ისეთივე ბატონი, როგორც ნიკოლოზ II

ისეთივე საამო, როგორც ანკარა წყაროს სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეს

ისეთივე წარმავალი, როგორც მინდვრის პაწაწინა ყვავილი.

ისეთივე არამდგრადი, როგორც ვერცხლისწყალი

ისეთივე შემთხვევითი, როგრც ჩასახვა

ისეთივე  მოუხელთებელი, როგროც მთის ირემი

ისეთივე იშვიათი, როგორც სიყვარული

ისეთივე მტკივნეული, როგორც ფოთოლცვენა

ისეთივე უცხო, როგორც ლტოლვილი

ისეთივე ნათელი და კაშკაშა, როგორც ფებოსის ისარი

ისეთივე მშვენიერი, როგორც ხელოვნება და თავად მუზაგეტოსისი მოსასვენებელი

ნუთუ ის მართლაც მზის სხივია, წამიერად რომ მოისწყდება მას და დროებით შეეხიზნება მიწიერებას?! მოსწყდება იმდენად მცირე ხანს, რომ დედამიწელები ვერ ძღებიან მისი ცქერით. იმდენად მცირე ხანს, რომ მზე თავის მრავალრიცხოვან შვილებს რამდენჯერმე დაითვლის და ერთი მათგანის ძებნაში მიადგება შვილის სახიზნარს. მსწრაფლ წარიდევნებს მარადახალგაზრდა მდგმურს შინისკენ და  სიცარიელეს დაუტოვებს მის ნადგომ ოთახს.

მზის სხივპატივდებულზე ქმნიან ლეგენდებსა და ჭორებს ადამანები. აღმერთებენ მას, ღვთაებების სახეებად აქცევენ მსწრაფლ. მიაგებენ დიდ პატივს. დიდი სიყვარულის შურისეული გამოძახილით მიწასთანაც ასწორებენ ხანდახან.  ვაიდა, ოდნავ წაიბორძიკოს, ოდნავ დიდი ნაბიჯი გადადგას და ოქროს ჯაჭვი გაუწყდეს კოჭებთან, ყველას მზად აქვს პირველი ქვა..

ერთი რამ ცხადია: ღვთიური სილამაზე ღვთიური ტრაგიკულობით სრულდება მუდამ

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , | 18 Comments

Post navigation

18 thoughts on “ვინ არის სილამაზე

  1. რა კარგია ღვთიურად ლამაზი რომ არ ვარ :დდდ
    სილამაზის მშვენიერი აღქმაა, მოხიბლული ვარ🙂

  2. რა თქმა უნდა, ამას ბევრი რამ აკლია😀

  3. სილამაზე პირობითი მცნებაა და მკაცრად ინდივიდუალური აღსაქმელი. ის ხშირად ამღქმელების პროცენტული რაოდენობით იზომება და აქაც უმრავლესობა “ჩაგრავს” უმცირესობას.
    ჯოკონდა ლამაზია?🙂

    • მე არ მომწონს, არაა ლამაზი :))
      ნუ ჩამქოლავთ ახლა🙂

    • კი პირობითი ცნებაა, რა თქმა უნდა. ჯოკონდაზე რა გითხრა, ძალიან მრგვალი რამეა, დიდი, შუა საუკუნის მოდისებრ გაპუტული შუბლით. არ მგონია, მაგ ქალს სილამაზის ეტალონად ვინმე თვლიდეს. მაგრამ ღიმილის რა გითხრა (ძაან გაფეტიშებულ ფრაზასავით გამოვიდა ეს ბოლო)

  4. rejina

    me yvela adamianshi vcdilob mxolod mistvis damaxasiatebeli silamaze amovicno :))) da ara aqvs mnishvneloba “silamazeshi ” mxolod pizikuoba vigulisxmot,chemtvis is sheidzleba nebismieri sxva ram gaxdes realurad aghqmadis mighma :))) ase rom dziritadad yvela adamiani lamaia :)))

  5. artefact

    ყველაფერი ილუზიაა და უნდა შეიირგო თუ რამეს შეირგებ

  6. rejina

    me suliereba ar migulisxmia yvela shemtxvevashi,xasiati=shic shesadzlebelia silamazis danaxva da saertod yvelaperi🙂

  7. lovelina

    ra dzalian magari gvyavxaar :*:*

  8. ვეღირსე!😀

  9. sajaia_mariam@mail.ru

    ეს შენი აზრია? თუ ვინმეს ნათქვამი?

    • აზრების და პოსტების პარვას არ ვარ დაჩვეული🙂
      სხვის აზრებს ბრჭყალებში ვსვამ და ავტორსაც ვუთითებ ხოლმე🙂

  10. მადლობა. არ გამიკვირდა, შეტევაზე რატომ გადმოვიდა-თქო? :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: