მარგალიტნი ენისა ჩემისანი

მე რომ მიყვარხართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენც გიყვარდეთ.- უანგარო სიყვარულის ჩემეული გათამაშება

წუხელ სიზმარი ვნახე, ის რომ პოსტად ან ვიდეოდ მაქცევინა, ყველა კითხვას პასუხს სცემდა, მაგრამ დეტალები არ მახსოვს! ისეთი სიმბოლური რამე იყო და ისეთი მწირფერებიანი (ფერად სიზმარს რომ არ ვხედავთ ადამიანები, ამას ისე შეგახსენებთ), რომ მომინდა იქ დავრჩენილიყავი და აღარასდროს გამეღვიძა!- ეს ჩემი ერთი პოსტსიზმრისეული აგონია. სინამდვილეში, სულის რეინკარნირება იყო ქარად

ვაგინალური დისპანსერი-ეს ისე, ლექციის დროს წამოტივტივდა, მაგრამ ზუსტი ახსნა არ მომეპოვება (მეძავის ვაგინა ვიგულისხმე, ალბათ)

ვაგინალური დიარეა-ეს გინეკოლოგიის ლექციისდროინდელია და მენსტრუაციას ვგულისხმობდი

იატროგენული ორსულობა-უროლოგიის ლექცია (იატროგენული დაავადება ზოგადად სამედიცინო შეცდომით გამოწვეულ დაავადებას ნიშნავს)

კოსტომა (ლათ costa-ნეკნი, oma-კიბო)- ტკივილმა შემაწუხა ფერდქვეშა არეში და დიაგნოზი დავისვი მარტივად

ვეძებ ადამიანს, ვისაც შერონ სთოუნი შეეხო, ხვალ დღის ორ საათამდე- მომაფურთხოს, იქნებ ჩავაბარო გამოცდა!- წინასაგამოცდო აგონიაში ვიყავი

ქართული ოპოზიცია ალერგიას ჰგავს: მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე – აქცია რომ შეწყვიტეს და შემოდგომამდე შვებულება გამოაცხადეს, მაშინ მოფრინდა ეს მარგალიტი

ლიდერები ხდებიან პრეზიდენტები, მასონები კი მათი მმართველები-ეს არ მახსოვს რატომ ვთქვი, მაგრამ მაშინ აქტუაალური იყო

განცუიფრებულ ვარ ფრიად: თავი მტკივა და თუ ძილის მეტი არაფერი მიშველიდა, რას ვსვამდი ამდენ წამალს?!- ეს რჩევასავით (თუ რა თქმა უნდა რამე სერიოზული არ სჭირს ადამიანს)

,,ისტორია იმდენად სულგრძელია, საშუალებას გვაძლევს, ჩვენით დაიწყოს! – სამწუხაროდ, ეს არც მის მთქმელს სჯერა და არც იტერპრეტატორს”-მიხვდით, ალბათ, ვისი მისამართითაა ნათქვამი

ცუდად ვარ ბედნიერებისგან და ყველაფერი მკიდია დღეს!- ფეისბუკის უბრალო სტატუსია

მე ისევ ,,ვიღაც ღვთისნიერის” ძიებაში ვარ!- სხვა რა დამრჩენია, როცა ჩემი საბანი ისედაც საკმაოდაა გაწელილი

ჩემი მექსიკელი მეგობარი ჩემი ტელევიზორია- საიდან მოვიტანე და რატომ არ ვიცი. იქნებს სადმე არის რამე წიგნსა ან ფილმში

პროსტატის გამოკვლევის შეუცვლელი მეთოდია მისი გასინჯვა რექტალურად იდაყვით- სიმართლეა, ბოლო სიტყვამდე

Windows-ის გადაყენება გარდაუვალია! მაგრამ როდის? -ვიკითხე მე და ჰამლეტს გაუკვირდებოდა:-,, ეგ რა საკითხავიაო?”  – ესეც ფეისბუკის სტატუსი, როდისღაცინდელი

რამდენი რამე მაქვს გასაკეთბელი და ძილის მეტს ვერაფერს ვაკეთბ!- გულისტკივილია აქ დიდი

ზოგიერთის გემოვნება ტრაკიდან რატო იწყება?- ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მიმავალი შემაწუხა ,,მარშუტკის” ცოფიანმა მუსიკამ

Learn for life, teach for money!- სრული სიმართლე

I believe i can fly , because here is almighty wind in Kutaisi- მიკვირს McDonald’s-ი როგორ უძლებს

I was absolutely assured of my miraculous power, but now i know that i’m fucked up!- სასო წარმიკვეთა რაღაცამ ეტყობა

როცა ვმრუშობ, მახსენდება, რა ტკივილიც გადავიტანე და ხალისს ვკარგავ ყველაფრისას- რაღაცას ვუყურებდი, 4 შვილი მყავსო მეძავი ამბობდა, და ეს ფრაზა მოტანცალდა საიდანღაც.

ბევრი ირბინა თუ ცოტა ირბინა მზეთუნახავმა, არავინ იცის. ერთი კია, სანამ უცხო ცილას არ გადაეყარა, მანამ არ გაჩერდა… – ორსულად გახდაო (ავად გახდომასავით) აღნიშნა გინეკოლოგიის ლექტორმა და დიდი სჯა ბაასის შემდეგ მივედით დასკვნამდე- ,,უცხო ცილა შეეყარა და ფეხმძიმედ გახდა”(თანაავტორი ნ. ბოლქვაძე).

P.S. მეტი აღარ მახსოვს, რას ვბრძენობ ხოლმე. არის ერთ კონკრეტულ ადგილას თავმოყრილი, მაგრამ რად გინდა, პირი ვერ გავაღებინე იმ ადამიანს!

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

Post navigation

7 thoughts on “მარგალიტნი ენისა ჩემისანი

  1. ღაღადებს და ჩაიწერეთ ხალხო! :დ
    ბევრი მახსოვდა, ბევრზე გამეცინა და ბევრი ვერ გავიგე :დ

  2. ამახსნევინე მერე😀

    • სამედიცინო ტერმინები😀 მერე ამაზე მეც უნდა დავწერო, პლაგიააატ😀

      • სამედიცინო ტერმინოლოგიები კი არადა ისტორიებისმიერი შეცდომები მტრისას 😀

  3. გადასარევია!🙂

  4. რას ერჩი მეზავებს, პორნომსახიობებს და ხალხს? :))))))

  5. არაფერს, რას ვერჩი? მე იმდენად მიყვარს ეს ხალხი, რომ მათი ყოველი შეცდომა ზიზღიანად მაყვარებს მათ :)))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: