I’m still dancing with Mary Jane…

უბრალო დედამიწელს მომეწყინა ცოცხალი ხალხი

ვცოცხლობ და არსებობა მაწუხებს ჩემი.

უსუსურობის კარგ მაგალითად სადაც დაგჭირდეთ იქ მომიყვანეთ.

როცა ცოცხლებში ვწერივარ ისევ, მაგრამ არ ვიცი იქ რას ვაკეთებ, ვცდილობ გავერკვე ვინ ვარ ან სად ვარ. ყველა მცდელობა, ხელის გარხევის, რწმენას მიმყარებს, რომ სიზმარში ვარ, უნებლიეში. ძილის, სიფხიზლის საზღვართან ახლოს. მშფოთვარე ძილის, მე რომ არ ვმართავ.

ისევ სიზმარში, ვუცქერ დღე-ღამეს, ჩაკოშმარებულს და ქცეულს გუბედ, უმთვაროდ შთენილს, თითქოს მიჩქმალულს.

მღლის მდუმარება! მინდა ხმაური. მუსიკალური, არა-ზუზუნი.

ვერ ვთმობ წარსულს და მომავლის შიშით აწმყოსაც ისევ შიშით ვუყურებ!

ეჰ, უსასოო ოცნებავ ჩემო, თავადვე სასოვ მოკვლის ტკივილის, მხოლოდ შენ უწყი სახეთა ღვენთვის ვით ვარ მოძულე. გთხოვ, დამიძახე და თან მატარე იქ, სადაც წახვალ.

მეცეკვე ისევ, ვით მარტო შთენილს და უწყლოდ მავალს ცხელ უდაბნოში.

ზღვისფერი კაბით მომელამუნე და სუიციდურ ზრახვათა ჩემთა თავს დაახალე ტყვია შიშველი.

არ ვიცი გზები, საით წავიდე და ბრმად მოგყვები უდაბნოს შარად

ვუწყით ჩვენ ორმა, ისევ სიზმარში, რომ არ არსებობს თავისუფლება. რომ სიზმარია იმ სიზმარისვე, თავის დაღწევას რომ ვერ ვახერხებთ.

მოდი დავცინოთ ჩვენ ამ დიდ სიზმარს და დავისიზმროთ ჩვენი სიზმრები.

ვილტვი შენდამი, ვითარ ირემი და ცოდვად თვლიან ჩემს ამ ქმედებას…

Categories: ჩანახატისმაგვარნი | 9 Comments

Post navigation

9 thoughts on “I’m still dancing with Mary Jane…

  1. magaria🙂

  2. es martla yvelaze metad momewona :)))kargia da ragacnairi :)))

  3. დაიღალე.😛

  4. I’m grateful for having such genuinely fine web log. I wish you updated it more often.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: