ავტობუსისა (გინებს მიკროავტობუსისა) და მეტროს შედარებითი ანალიზი

N.B. ქვემოთ წარმოდგენილი მასალა შეიცავს მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებებს. დაწერილია უსაქმურად ყოფნის დროს ასევე უსაქმურობის ჟამს მოძზალებულ ფიქრთა შეკრების ხარჯზე. ეს აზრები თავში მაშინ ტრიალებს, როცა სიცხეში, წვიმაში, უშნო და გულისგამაწვრილებელ ქარსა თუ თოვლში ვმგზავრობ და მაშინ, როცა მხატვრული  ლიტერატურა სახლში მრჩება ხოლმე.

ალბათ, ყველა თქვენგანი დაფიქრებულა, რით შეუძლია კომფორტულად იმგზავროს და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს დროისა და ნერვის ხარჯვის მინიმალური შესაძლებლობებით.

თუ ჯიბეში ცოტა მეტი ფული ,,გიჭყავის”,  შეგიძლია უფრო კომფორტულად – ტაქსით იმგზავრო. ან  უკეთესი, თუ საკუთარი მანქანა ან მსგავსი კარგი პერსონალური ტრანსპორტი  (ველოსიპედი, მოტოციკლეტი…) გყავს, მაშინ კარგ მდგომარეობაში ყოფილხარ და მხოლოდ საცობი და პატრულის ,,იმოძრავეთ”, ,,ნუ გაჩერდებით” და მსგავსი რეპლიკები თუ შეგაწუხებთ მხოლოდ.

ჩვენ კი, უბრალო ხალხს ვერ გადაგვიწყვეტია რომელ ტრანსპორტს მივანიჭოთ უპირატესობა. უფრო სწორად, ამოჩემებულად ვსხდებით ერთი რომელიმე ტიპის ტრანსპორტში და რომ გვკითხოს ვინმემ რატომო, დაუყოვნებლივ ვერაფერს ვუპასუხებთ.

მოკლედ:

მეტროპოლიტენი(ე.წ. მეტრო) + :

  • სწრაფად შეგიძლია მიხვიდე დანიშნულების ადგილას.
  • ,,ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილია”
  • შეგიძლია სკამზე მოკალათდე (ფაქტიურად ცარიელია ე.წ. ,,პიკის საათების” გარდა)
  • შეგიძლია თვისუფლად იკითხო წიგნი როგორც ფეხზე დამდგარმა, ისე მჯდომარემ
  • ფეხზე დგომისას, თუ სასურველ მდგომარეობას შეარჩევ, ნაკლებია დაცემის ალბათობა
  • ნაკლებად გაწუხებს ადამიანთა სხვადასხვა  სურნელი, თუ იღლიაში არ შეუძვერი, პირთან ახლოს არ მიხვედი…
  • ნაკლებია ალბათობა, სასურველ გაჩერება-სადგურს გასცდე
  • არ არსებობს შესაძლებლობა თავზე გაწვიმდეს და გათოვდეს, მზე გაცხუნებდეს ან ქარი გბერავდეს
  • უფრო თანამედროვე გახდა და თუ ქართული დაგავიწყდა ზედმეტად გაამერიკელებულს, სადგურთა ინგლისური ალტერნატიული მიმანიშნებელი ხმოვანება დაგეხმარება არ გასცდე სასურველ სადგურს
  • მგზავრობის საფასურის გადახდის მოხერხებული სისტემაა

მეტოპოლიტენი (ე.წ. მეტრო) – :

  • სადგურები, გარკვეულწილად, დაშორებულია დანიშნულების ობიექტებს (თუმცა, ჯანსაღი ცხოვრებისთვის გარკვეულწილად სასარგებლოცაა ეს)
  • გულს გიწვრილებს რეპლიკები : ,,ბოლო გაჩერება, გადასასვლელი პირველ/საბურთალოს ხაზზე”, ,, მატარებელი მიდის სადგურამდე სადგურის მოედანი” ან ,,მატარებელი მიდის სადგურამდე ვაჟა-ფშაველა”
  • ზემოთთქმული  მუხლიდან გამომდინარე გიწევს გადაჯდე სხვა ხაზზე ან ცოტა ხნით დაელოდო მატარებელს
  • მატარებლებს აქვთ მათთვის დამახასიათებელი -ე.წ. ”ფსიტის” (ზოგიერთს, რა თქმა უნდა) სურნელი(თუმცა ეს კარგიცაა, რადგან აქ იკარგება ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტთა მომაჯადოებელი სურნელებანი)
  • მატარებლის მოლოდინში ორიოდ სადგურის გარდა ვერსად ჩამოჯდები
  • არ იჭერს მობილური ინტერნეტი

ავტობუსი + :

  • გაჩერებები უმეტესად სახლთან ან დანიშნულების პუნქტთან ახლოსაა
  • მოდის გარკვეულ დროს
  • და ამჟამად დანერგილი ტაბლო-ტექნოლოგია (მგონი) განსაზღვრავს ავტობუსის მოსვლის ზუსტთან თითქმის მიახლოებულ დროს ( ამუშავდეს ისინი და თუ ვცდები, მერე წავშლი ამ პუნქტს)
  • გაჩერებები უმეტეს ადგილები დაცულია წვიმისა და თოვლისგან( თუ თინეიჯერებისა და ძალამოზღვავებული ხალხის კვალი არ ეტყობა)
  • გაჩერებებზე განთავსებულია სკამები (აქაც ზემოთა პუნქტის ,,თუ”)
  • შეგიძლია დაჯდე და იკითხო ავტობუსში (აქაც ზემოთა პუნქტის ,თუ” და თუ მანდილოსანი ან მოხუცი არ გადგას თავს ადგილების უქონლობის ან მაინცდამაინც იმ სკამის ,,მოყვარული”)
  • მინათა გამჭვირვალობის გამო შეგიძლია ათვალიერო და დაიზეპირო ადგილები, რასაც გზად გაივლი.
  • იჭერს მობილური ინტერნეტი

ავტობუსი – :

  • გაჩერებები მზისგან თითქმის დაუცველია
  • ზოგიერთ ავტობუსს საუკუნოდ ელოდები
  • გადასხდომის პრობლემა აქაც არსებობს (ბიუჯეტი მოითხოვს საქვეყნო)
  • თუ ვერ დაჯექი შეიძლება დაეცე, ავტობუსის მკვეთრ მოძრაობათა გამო
  • თუ დაჯექი, მოხერხებული, მზისგან დაცული ადგილის შერჩევა გიწევს.
  • მოუხერხებელია წიგნის კითხვისთვის (მზის და დაუჯდომლობის გამო).
  • გაწუხებს ავტობუსის დამუხრუჭების ქართული ხმები
  • დანიშნულების ადგილას ან ძალიან ადრე მიდიხარ, ან გვიან
  • საცობი!
  • ადამიანთა სამოთხისებური სურნელება.
  • სიცხე/სიცივე (სეზონისა და ამინდის მიხედვით)
  • ბევრი სარგებლობს და  შესაბამისად დაჯდომის შანსი მცირდება. აგრეთვე, სიმჭიდროვეა

მიკროავტობუსი  :

ძველი სამარშრუტო ტაქსი

ავტობუსის +-ებს დამატებული:    – ოდნავი სისწრაფე, გაჩერება თითქმის ნებისმიერ ადგილას, კომფორტი ხანდახან, ზუსტი მარშრუტი

გამოკლებული:  არაფერი

ახალი სამარშრუტო ტაქსი (თუ იმათი მსგავსი)

ავტობუსის – -ებს დამატებული:     –  ფასი

გამოკლებული: დამუხრუჭბის ხმა, დაცემის შესაძლებლობა,  დანიშნულების პუნქტთან მისვლისას დაგვიანება.

P.S.  კოჭლი, მაგრამ აქტუალური პოსტია :)))  :lol:

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , | 14 Comments

Post navigation

14 thoughts on “ავტობუსისა (გინებს მიკროავტობუსისა) და მეტროს შედარებითი ანალიზი

  1. მაინც მეტრო🙂 მაგრამ ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა უფრო ხშირად მიწევს, სამწუხაროდ😦
    ჩემი სახელიდან გამომდინარე ეტლით უნდა ვმგზავრობდე😀

  2. ერთადერთი ეტლი დავლანდე ამას წინათ და მეგონა შენი იყო.გვიანი ღამე იყო. რომ მომიახლოვდა ცოტა ღარიბული მეჩვენა, თვდაუხურავი და ბიჭებით სავსე იყო. გული არ გავიტეხე და გავიფიქრე, სამუშაო საათები დაუსრულდათ და გაათავისუფლა-თქო

  3. artefact

    sastikad mzuls eskalatori, chadi amodi, magram metro mainc # 1

  4. იმედია დიღომშიც გაიყვანენ. გაითვალისწინებენ რა იმას, რომ ხშირად მიწევს იქით მგზავრობა

  5. ნუ მე ძირითადად ლიმუზინი მემსახურება, მაგრამ უქმად ყოფნის ჟამს ავტობუსსაც გეახლებით! მეტროში იშვიათად მიწევს. ისე, ახალი ავტობუსების და მარშუტების ისმის რამე? არ ჩამოიყვანეს?

  6. მე რა ვიცი!😆 მასალებს კი არ ვაგროვებდი.
    ავტობუსები ნამდვი;ლად არ ვიც, მაგრამ ,,მარშუტები”, ყვითლები, კი ეყენა იმ ეზოში, ჩვენ რო ვიყავით. ხოდა ალბათ გაფიცვას ელოდებიან მძღოლებისას ერთს და ეგრევე შემოყრიან მაგათ :)) რა გვენაღვლება ჩვენ
    არ შეიძლებოდა, ,,მარშუტი” მაინც ყოფილიყო სხვა ფერის? :(((

  7. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერტის ვაკანსია არ ააქვთ ნეტავ ტრანსპორტის სამინისტროში?🙂

  8. ავტობუსების დამუხრუჭების ქართულმა ხმებმა მომხიბლა… მეგონა, მარტო მე ვიყავი გიჟი და მარტო მე მაწუხებდა🙂

    მშვენიერი შედარებითი ანალიზია. წიგნის კითხვის შესაძლებლობა რომ გასდევს წითელ ზოლად, ესეც მომეწონა, იმიტომ რომ, დღემდე ბოლომდე ამოუხსნელი მიზეზების გამო, ყველაზე გემრიელად წიგნს ზუსტადაც რომ ტრანსპორტში ვკითხულობ (არ აქვს მნიშვნელობა, მანქანაა, მეტრო, ავტობუსი თუ სამარშრუტო).

    ტაბლო გუშინ შევამჩნიე ვაკეში და სანამ გავერკვეოდი, ავტობუსიც მოვიდა. ისე, კი ციმციმებდა.

    • მადლობა კომენტარისთვის.
      მეც ყველგან ვკითხულობ. რამდენჯერ გავმცდარვარ დანიშნულების პუნქტს. ჯიბის წიგნები დამაქვს ხანდახან, მაგრამ არ მომწონს დატენილი ჯიბეები და თითქმის ცარიელ ჩანთას დავათრევ ხოლმე ხანდახან აქეთ-იქით😀 ეგ ტაბლოები მერე დადგეს. ახლაც არ ვიცი რას აკეთებს😀

  9. GreenEyed

    მეტრო RULES !!!!… )))))))))

  10. მას შემდეგ რაც მიკროავტობუსი გაძვირდა არაადეკვატურად, მას შემდეგ რაც მინიმუმ2 ავტობუსი მჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად, ვსარგებლობ და მხარს ვუჭერ მეტროს!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: