ამბავი იმისა, თუ როგორ შეცვალა უბიწო ღვთისმშობელი უტრუსიკო ჰოლივუდელმა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამყარო შეიქმნა და სიცოცხლე გაჩნდა. მერე ჩამოყალიბდა ცალკეული ტომები, ალიანსები, სამთავროები და მათმა ურთიერთმიზიდულობამ შექმნა სახელმწიფოები, რომელთაც, თავდაპირველად მეფეები ედგნენ სათავეში.შემდეგ შეიქმნა ისევ ალიანსები, მოხდა მათი რღვევა და რაღა ბევრი გავაგრძელო, შეიქმნა დიდებული, მორჭმული და ყლემოჭმული პრეზიდენტობის ინტიტუტი. განვითარების ამ ეტაპებს ბევრი სახელმწიფო ვერ ან არ მიედევნა და მათში ერთგვარი ატავიზმის სახით დარჩა ტომთა ალიანსები და მეფის ინსტტიტუტი…

გამონაკლისს არც პატარა, ამჟამად უმწეო საქართველო  წარმოადგენს. განვითარების ფეხის ხმას აყოლილი მრავალჯერ მოქცეულა ამა თუ იმ სახელმწიფოსა თუ ძალის ზეგავლენის ქვეშ და ირწეოდა ,,ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. ხან საკუთარი, ხანაც სხვისი რელიგიების ქარცეცხლში მოქცეულმა,  როგორც იქნა, მიაღწია უბიწო დედის კალთას. რის ვაი-ვაგლახით და ტანჯვა-წამებით ჩვენამდე მოაღწია მისმა მადლმა. დავიცვათო რელიგია, რამაც ასე ერთიან სახელმწიფოდ (და სადაა აფხაზეთი და სამაჩაბლო?!) მოგვიტანა აქამდეო- ღაღადებს ქართული, რელიგიაზე დაფუძნებული, შეგონება და მმკ. სახელმწიფო ფორმალურ სახელმწიფოდ რჩება. უმწეობის განსაგმირად კი ვერსპუჩის აღმოჩენას და სამყაროს ხსნას მიმართავს დასახმარებლად.

მრავალი ორგანიზაციისა თუ ალიანსის შემდეგ, ერთ-ერთ ნათელ შუქურად მოგვევლინა ,, ადამიანთა თვალებში კეთილი სულისმაძიებელი”  ,,ამერიკული ოცნება”. უკვე ვისისხლხორცებთ მის კულტურას და მალე, ალბათ, ერთმნიშვნელოვნად გავაცხადებთ თავს მათ ნათესავებად (ესპანელი იბერების მსგავსადაც კი!) . მართალი იყო ვინც თქვა: -რასაც ძალით ვერ იპყრობ, დაიპყარი კულტურითო.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ მიძინებული დათვის ბუნაგამდე მიაღწია და ააბურდღუნა. ,,ტურფა საქართველოს” დამცველობა იკისრა და ხეთქა სამაჩაბლოსაც. ,,პატიმართა კოლონიურმა კულტურულმა ქვეყანამ” აწ უკვე ბრწყინვალე საპრეზიდენტო საშტატომ არც აცია, არც აცხელა- ისევ კულტურა დაუპირისპირა ძალადობას და ,,წმინდა ტყიდან” არც მეტი არც ნაკლები, ჰარლი(კი)ნი ჩამოვიდა. რამდენიმეწლიანი მძიმე შრომისა და ქართული ალუბლის მურაბების (როგორ გასტანა იმ სოფელმა იმ ზამთარს, მიკვირს) წყალობით შექმნა ზე-შედევრი! ფილმის იდეა და არსი, მართალია ძზალადობას უპირისპირდება და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისასტიკეს ჰგმობს, მაგრამ პოლიტიკურ პირებს ისევ თვალებში უყურებს სიკეთის მარცვლის აღმოსაჩენად.

ყველაზე დიდი სიურპრიზი ქართველ მაყურებელს ფილმის პრემიერაზე ელოდა (და მის შემდეგაც)!

საქველმოქმედო (უფრო კი ხარჯების ამოსაღები) ჩვენება (ანუ პრემიერა საქართველოში) უბრალო მაყურებლისთვის არ იყო განკუთვნილი(ბილეთის ფასი ყოფილა, ნუ იტყვით!). მასზე დასასწრებად ისევ დიდი ზეზუხბაია ჩამოვიდა თავისი ამალით. უბრალოებს კი შეეძლოთ წინა დღით დარბეული მიტინგის მონაწილეთა სისხლით მორწყულ და მოსუფთავებულ ადგილას გაშლილ წითელ (ისევ და ისევ სიმბოლურ) ხალიჩასთან ეკივლათ, ეწივლათ და შუა საუკუნეების ქალებივით გული წასვლოდათ არაჩვეულებრივის მოლოდინში! ხოლო ,,სამეფო კარის მეძავთ” (ფრაზის ავტორი-გ. ზ.) შეეძლოთ საღამოს გამართულ საქველმოქმედო  ”ფართი”-ზე ესტვინათ კიდეც.

სამეფო კარის ერთ-ეერთი მეძავი (გ.ზ.)

ამ სიკეთეებს თან დაერთო შარავანდედით შემკული წმინდანის ვიზიტი პრემიერაზე დასასწრებად (!). ნეტავ, იმ ბედნიერს, ვისაც მისი ცრემლის მემილიარდედი გრამი მაინც მიეპკურა!

წმ. შერონ ცრემლმფრქვეველი

წმინდა შერონის მუშკნაპკურები უტრუსიკო ვაგინის სურნელით გაჯერებულმა სამოსელმა პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაიწყო გაშლა და რელიგიურ პირებთან შეხვედრის შემდეგ სრულ აფრად ექცა მთელს ცისკენმიმსწრაფ ქვეყანას… ასე გავხდით ნეტარი ,,შერონ სთოუნის წილხვედრი ქვეყანა” (ფრაზა ეკუთვნის ზაზა ბურჭულაძეს).

ოჰ, კულტურვ!

ამ ყველაფრის შემდეგ, რუდუნებით გადაღებული ფილმი (ზემოთხსენებული) ისევ კანის ბაზრობის საცავში ინახებოდა მყიდველის მოლოდინში.

Yes, მესია!

და უეცრად, მისი პირატული ასლები არც მეტი არც ნაკლები HD-ში (!) ტორენტებზე დაიდო! ეს როგორ იკადრესო, აღშფოთდა  წმინდანთა ნების აღმსრულებელი, თავადაც წმინდანობისმიმპოტინე ნაყოფია. მერე რაც მოხდა, ტორენტების მომხმარებლებს ეცოდინებათ, თუ არადა სერიები იხილეთ და მიმოიხილეთ.

P.S. ბოდიშს გიხდით მცირედი უწმაწურობისთვის. იმედია ვინმეს შარავანდედს ჩრდილი არ მივაყენე.

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “ამბავი იმისა, თუ როგორ შეცვალა უბიწო ღვთისმშობელი უტრუსიკო ჰოლივუდელმა

  1. ოხ ახლა კამათი არ მეზარებოდეს და ასე უაზროდ არ ვიყო და მე ვიცი რასაც დავწერდი! 😀

  2. ფილმზე ხო? 😀 ვაიმე, რა ვქნა. ფრაგმენტები მაქ ნანახი და ვერ ვუყურე. არაა ის ფილმი, რომელიც რამეს მომცემს🙂

    • აი ეგრე რომ ხარ განწყობილი იმიტომ არ მოგეწონება!🙂 არ გეტყვი უყურე-მეთქი, მერე დრო დამაკარგვინეო დამაბრალებ! რაც გითხარი იმას უყურე, ის მეტს მოგცემს🙂

      • უნდა მაყურებინოს ფილმს და მაკამათოს მერე. მონაკვეთები მაქვს ნანახი და გული ამერია. ქალი რო კოსმეტიკას მოიტუტყნის და ოფლის და საუკუნის სუნი ასდის ისეთია :))))

  3. ჯანდაბა! ასეთი პოსტი ბოლო დროის მოვლენებზე ბლოგინგ-სივრცეში არ წამიკითხია ჯერ! ომარ შემეხე….:) მაგარი ხარ რა!!!

    • 😀 თითქმის ყველა ჩანართი ,,სიმბოლურია” და სხვა დატვირთვასაც ატარებს ყველაფერთან ერთად, მაგრამ ვის სცალია სიღრმეებში ჩასასვლელად 😀
      ის ფრაზა ხო იცი ვისაც ეკუთვნის. ფრაზა კი არა ეპითეტი 😀 რო ნახოს, ეგრევე გამორჩენას დაიწყებს😀

  4. ნამდვილად არაფერს მოგცემს! მართალი ხარ!

  5. artefact

    ძალიან კარგი სტატიაა! შეიძლება მეც შეგეხოთ?; მხოლოდ იმას დავამატებდი რაც ავტორმა პირად საუბარში ახსენა ; თჲრმე როგორც სტატისტიკური მონაცემები მოწმობს სტოუნის ვიზიტის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში მკვეთრად იმატა ფილმების ”ძირითადი ინსტიქტი” და ”ძირითადი ინსტიქტი 2 ” ‘დაქაჩვამ’ 🙂 და ასევე შიქმნა გვერდი სახელოწდებით ”შერონ სტოუნი გადაარჩენს საქართველოს”, ვინძლო მართლაც გადაგვარჩინოს ? ა ?
    p.s. კომპენსაციას რა თქმა უნდა მოვითხოვ ! (ხო კარგი, თვის ბოლომდე არა )

    • კი, რა თქმა უნდა, შემეხე, შემეხე! მიიღე საზრდო😀
      პირადი საუბრები აღრ გამახსენდა, თორე მაგასაც ჩავამაკვარანჩხებდი საცხა აქ.😀

  6. გადასარევი პოსტი იყო! მართლა ძალიან კარგი!
    მართლაც, რა! ოჰ, კულტურავ!

  7. ძალიან! ძალიან! ძალიან კრიტიკული ხარ. დავიჯერო საერთოდ არაფერი არ დაგინახავს ამ “უმსგავსობაში” პოზიტიური?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: