როცა აღარ ვიქნები აქ

ისევ იბრუნებს დედამიწა. ისევ დაიგრგვინებს მეხთამტყორცნი. მთვარე კი ისევ ურბენს დიდი ცის კამარას, ვით მალემიმსრბოლი შიკრიკის ფეხები.

ისევ დაზამთრდება.. და გადათეთრდება არე შებღალული პირუტყვთა ნაკვალევით. ისევ იცეკვებენ ფანტელთა ტყეები. შიშისფრად მორთავენ გარემოს ქარები.  ისევ დაუცდიან ჯამბაზი ნაძვები თოვლისფერ მოხუცის საჩუქართ კორიანტელს. თოვლის ქვეშ ემბრიონს დასცხება ისევ და დაიწყებს გადახდას ქათქათა საბანის…

დადგება დასაბამი

და ისევ აყვავდება მინდვრები, ველები. ხეებს დაასკდებათ კვირტები ვნებიანად და აყვავდებიან ლოდინით სატრფოის. ცა კი გაცისფრდება და მერცხალთ ჟრიამულს აჩუქებს ბუნებას, მის შვილთა  ძახილად. აჟრიამულდება ირგვლივ გარემო და ქვებსა და ნაპრალებს გახეთქენ იები. გააპრილდებიან ალუბლის ტოტები და გაამაისებენ ვარდთა  მონარქიას…

მერე კი დადგება ცეცხლისფერ ზაფხულის მუქ ლურჯი დღეები ნაზავი წვიმებით. იმხიარულებენ, ისალამურებენ და ოდებს მიუძღვნიან მთვარის დიადემას. ახლოს მოირბენენ მზის თეთრი ცხენები, ოქროსფერს ესვრიან აგვისტოს სიცხოვლეს…

გაშემოდგომებულ ხეების ნაძარცვით ისევ მოირთვება ნაძვები, ფიჭვები. მოლურჯო დღეების გაქრება ნასახი. ისევ იმღერებენ ქუჩებში წვიმები. ნაცრისფერ დღეების დადგება კრება და აქვე დასძენენ მერცხლები, ჩიტები: დროაო წასვლისა, გაგვასწრეს გემებმა. ყურძენსდაწაფებულ გამომთვრალ ფუტკრებს კი დედა-სკა მოუხმობს რომ კარი ჩარაზონ. დადგება მომწარო ნიგოზის სურნელი. მიწყდება ჟრიამული ადამის მოდგმისაც. ღუმელთა საკვამურებს აუვათ სვეტები- დაიკლაკნებიან, დაიღვლარჭნებიან და ცას შეერთვიან კაცთა ოცნებებად…

ისევ დაბრუნდება ამაო მუდმივობა.

მე კი სამუდამოდ გავცდები ცხრა მთას. და ცხრა ზღვას… და ცხრა ცას  და რაღა მრჩება?! ვიფრენ ლაღად. უემოციოდ და უმისამართოდ…

თქვენ კი… თქვენ…

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , | 18 Comments

Post navigation

18 thoughts on “როცა აღარ ვიქნები აქ

  1. ასე შენი პოსტი ჯერ არ მომწონებია.
    ძალიან ემოციურია და ვისიამოვნე კითხვის დროს ♥

  2. ხო, შევეცადე. ხელს როცა არავინ მიშლის, მაშინ ხდება ასე 😀

  3. ხშირად დარჩი ხოლმე მარტო, რა!🙂 საოცრად ფერადი და ვიზუალური იყო! Hare Krsha-თი ჩემი გული მოიგე!

  4. ეჰ, არ გამოდის ეგრე, თორე სადაა🙂
    მაგის გარეშე ვერ გამოვაქვეყნებდი ამ პოსტს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩავაქსოვე მაინც😀

  5. nita

    dzalian momewona omar es chanawerii.. agprtovanebuli var… momavali dagipasebs amas aucileblad🙂

  6. ნათ

    კატასტროფულად მომეწონა❤ ძალიან მაგრად იყო შეხამებული სალვადორ დალის და ჯოზეფინა wოლის ნახატები, კრიშნა და ბოლოს ჩემი მეფე❤ აუუჰ მომწონს…… : )

  7. rejina

    arc chveni mosvlit da arc wavlit am qveyanas ar moemateba daa r moakldeba rame samwuxarod..yvela chventagani iqmnis imis iluzias rom is gansakutrebulia da saertod shecvlis chveul cxovrebis wess.sheidzleba egeti adamianebi arseboben magram isev chveni sazogadoeba arasdros ar micems tavis gamomjhgavnebis uplebas!!! ase rom yvelaperi yoveltvis wreze itrialebs,chven chaketil wredshi vicxovrebt manade saman ertmanetis adamianur siyvaruls ar viswavlit da mxolod sxvebos dasanaxavad ar viqnebit ertad !!! ase rom me getanxmebi yvelapershi🙂🙂🙂

    • შენმა კომენტარმა ერთი გენიალური საშინელებათა ფილმი გამახსენა, ნანახი გექნება, ,კუბი’ ჰქვია.
      გაურბიხარ რაღაცას,მაგრამ იმავე ადგილას აღმოჩნდები. ეძებ რაღაცას, გგონია ჭეშმარიტებას მიაგენი, მერე კანაონზომიერებები თუ კანონები ირღვევე და იცვლება. ყველაფერი უკუღმა დგება. იმას აწყდები, რასაც გაურბოდი ამდენ ხანს, ,ჭეშმარიტებასთან’ ასე ახლოს რომაა. ზოგი ვერ უძლებს და ადრე იღუპება, ზოგიც იპოვის ჭეშმარიტებას და აღმოაჩენს რომ ,,ეს ის არ არის, რაც ეგონა”. დავიწყე ამ ფილმის დასაპოსტად მუშაობა, მაგრამ ვერ ვასრულებ, გვარიანი მიზეზების გამო😀
      მადლობა კომენტარისთვის :* ,,ამელი”-ზე ნახე, მოგეწონება🙂

  8. rejina

    ki rogor ara nanaxi maqvs,tan orive nawili:)))) eh ras izam aseti es cxovreba.roca raghac axali shegrdzneba shemmova shens gulshi,axal rames aghmoachen am cxovrebisas da sheecdebi es shen sayverel an tundac ucnob xalcs gauziaro umal winaaghmdegobashi modian.titqos es axali raghac eshmakiseuli iyos da ise ukuagdeben wesiarad arc ki mogismenen da zedmetia laparaki sheecadon amis gagebas.miechvia xalxi ertsa da imaves ketebas,ertnairad pikrs da azrovnebas.ar unda axlis migheba ,gamocda iqneb kargia da dzvel jobia,magram araa dzveli da pexmokidebuli ,titkos da cxovrebiseuli kredo hgoniat es yovelive.ase rom xalxo gaiziaret ertmanetis azrebi ,tu ver gaiziarebt mousminet mainc:))) ra icit iqneb axali cxovreba gexsnebat da gesaxebat:))))))

  9. rejina

    xoda am yvelapris merer chndeba erti genialuri kitxa-tu yvela azrovnebs da yvelas surs tavisi yopis shecvla es “cxovreba” cocxali organizmi xom araa yvelas rom mmartvas?…. saqme icit rashia?___ iolis yvelaperi cxovrebas miawero da shen chaeba am yoveldghiur gacrecil cxovrnashi!!!!

  10. მესამეც არის. და ისიც კარგია.
    ვიღაცამ თქვა, ადამიანის რომ გესმოდეს, ის ადამიანი უნდა იყოო. და მერე გაჩნდა სხვის ადგილას თავისდაყენების პრინციპი. მღლის დაუფიქრებელ ადამიანებთან ურთიერთობა. ისეთებთან, ნებისმიერს რომ განსჯიან, სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, თავისაში დირესაც ვერ (ბიბლია)🙂

  11. მომწონს მე შენი ბლოგი🙂❤
    იმიტომ კი არა, რო შენია🙂 მართლა მომეწონა…
    ეს პოსტი ხო საერთოდ!❤
    მშვენიალურია!!!

  12. მადლობა (თვალებფახურა სმაილი)😀
    ქვემოთ ერთი პოსტია და რა სურათზეც მაქვს დაწერილი, არ თქვა სად მაქვს ნანახი😀
    ეგ ოჯახი ჩემი ტვინიერების გამღვიძებელია :))))

  13. ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი უმნიშვნელო იქნება. მაგრამ უნდა გააკეთო.

  14. უუ, ეს ბუდას წაეკითხა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: