თქვენს ჯიბრზე არ მოვკვდები (ma ei sure teie kiuste)

რა არის ღირსება?

ჩვენს თავს ადამიანებს უვუწოდებთ, ზე ცხოველებს, მოაზროვნე არსებებს, კულტურულებს, ჰუმანურებს… და ამიტომაც, როცა ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას ვცდილობთ,  ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთი გადავთელოთ და თუ ოდნავ სისუსტესა თუ გაუბედაობას შევატყობთ მეორეს,ტკიპასავით დავეკიდებით და დავსივდებით მის სისხლზე. მიგვაჩნია რომ ცხოვრებასთან საბრძოლველად საკმარისია მხოლოდ შემდეგი სამი პირობა :

1)  ცოტაოდენი გამბედაობა, თავხედობა, ენის წაღმა-უკუღმა ტრიალი

2)  მამიკოს ფულის მოხმარების მცირეოდენი ცოდნა

3)  მოწინააღმდეგის სისუსტე. ყოველთვის უნდა დაიწყო მცირით და თავისთავად მიაღწევ დიდს.

გადაწყვეტილება, თუ რა გზა ავირჩიოთ ცხოვრებაში, მთლიანადაა დამოკიდებული მშობლისეულ ყურადღებაზე, აღზრდა-განათლებასა და შესწავლა-განსჯის უნარის გამომუშავებაზე, მათ გაღვიძებაზე. მაგრამ შინაგანად აუნდა გაგვაჩნდეს ნაპერწკალი, რომ გააღვივონ იგი (ა.წ.- ,მაგრამ მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა’). თუ ეს არ მოხერხდა, ვყალიბდებით  ცხოველური ინსტინქტებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, არც ამჯერად შეგვიძლია ბიოსოციუმს მოვწყდეთ.  პირიქით- წურბელად ვიქცევით და მაქსიმალურად შევეცდებით,  მათზე  ვიცხოვროთ და დავიმორჩილოთ!

ხომ კარგია?

ასე იწყება ლიდერობა. იქმნება გამოკვეთილი გმირი, რომელსაც თავდაპრველად მივყვებით თავისი კრეაციონისტული იდეების, შარმულობის, ჩაცმულობის გამო, და გაუცნობიერებლად ვექცევით მისი ზეგავლენის ქვეშ. მოგვწონს მისი ქმედებები და ვიზიარებთ მათ. მისი უბრალო მანერაც კი ჩვენს ცნობიერებას ბინდავს და უდიდეს გმირობად გვეჩვენება. ქრება ,,შენ”. შემდეგ კი ვხვდებით (ან ვერა), სად ამოვყავით თავი, მაგრამ უკვე გვიანია…

შენ მარტო რჩები ყველას წინაშე. მის გვერდით ხომ მთლი ,,კლასია”!

როცა არ მოგწონს მისი ნაბიჯები, როცა დაკარგული პიროვნულობის აღდგენას ლამობ, როცა გინდა ზეგავლენის მარყუჟებსა და მარწუხებს თავი დააღწიო, როცა… ის შენში კონკურენტს ხედავს, რომელმაც შესაძლოა მისი ადგილი დაიკავოს. არ მოსწონს შენი პიროვნულობა, მისწრაფებები, ინიციატივები. არ მოსწონს, სიყვერულის უნარი რომ გაქვს, რც ის, ადამიანად ქცევს რომ ლამობ. იწყება ბრძოლა შენი ღირსების დასაცავად.  ცდილობს, დაგაკარგვინოს ყველაფერი.  პოულობს შენს სუსტ წერტილს და მასზე აწვება ნება-ნება. ეძებს ახალ მეთოდებს, შენზე უკვე აშკარა ზეგავლენის მოსაპოველად… გულისსწორის თვალში ხდები არაფერი.

მაგრამ შენ მეამბოხე ხარ, დაუმორილებელი… ერთხელაც ყელში ამოგივა ყოველივე და დგება ღირსების დაბრუნების დრო. რა შენი ბრალია, თუ თავად არიან მიზეზნი ყოველივე ამისა?

P.S. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადამიანები ვერაფერს ვსწავლობთ რატომღაც!

Categories: ფილმი, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “თქვენს ჯიბრზე არ მოვკვდები (ma ei sure teie kiuste)

  1. კლასისგან ჩაგონებულ პოსტს რომ დაწერდი ვიცოდი🙂 ყოჩაღ, მომეწონა😉
    ამ ფილმზე კიდევ იმდენი მაქვს სათქმელი, რომ ვერ დავწერ ზუსტად ვიცი. სულ ასე მემართება, რაზე დაწერაც ყველაზე მეტად მინდა ვერასოდეს ვწერ🙂

  2. ხო, მეც. თითოეულ გმირს მივუძღვნიდი მთელ ბლოგს. კერლიზე განსაკუთრებით ბევრს ვიტყოდი. მე არ მეგონა ეს გოგო ასეთი მგრძნობიარე თუ იყო და ამდენს თუ ხედავდა!
    მაგრამ ვერც მე ვწერ. 2 დღეა დაწერილი მაქვსეს პოსტი. რამდენი რამე წავშალე და გადავასხვაფერე, ნუ მკითხავ😀

  3. bravoo!… momewona dzalian… mixaria rom chemi linkic mieba am metad saintereso temas. ase gaagrdzele :))

  4. გაიხარე. კარგად წავიდა აქ და მოტაცება ვიცი პოსტების 😀 წავუკაჭკაჭებ ცოტას 😀

  5. chanchibadze

    kochag

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: