მოპარული სათაური ანუ ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მახსენდება

ადამიანები კაჭკაჭებივით ვართ. როცა რამე ბრჭყვიალებს, ჩვენს ბუდეში მივათრევთ. ყოველთვის, როცა რამეს ვკითხულობ, ვუყურებ ან ვუსმენ, ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე ნებისმიერი მოქმედის ადგილას და ეს საკმაოდ იგრძნობა ჩემ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ კომენტარში. სიმართლე გითხრათ, აქაც წამოყო თავი ამ ჩვეულებამ  და მონიშვნას უნდა ვუმადლოდე, რომ ახლა ვზივარ და ვწერ.

(მოგონებები ტიერსენის გარეშე ვერ წარმომიდგენია. დიდად შუაში არაა აქ, მაგრამ ნაწილობრივ ხომაა?!)

არის ბევრი რამ, რაზე საუბარსაც დღემდე თავს ვარიდებ. მაგრამ არის ბევრი რამ, რაზეც ხშირად ხმამაღლა ვიცინი. მით უმეტეს, როცა იმ სიტუაციას წარმოვიდგენ. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიცილი მაშინდელი სირცხვილის გადაფარვაა, ან იმ ბედნიერების განცდისა, რომ იმ სიტუაციაში აღარ ვიმყოფები.

ვერ გეტყვით ტკბილია ზოგიერთი მათგანი-თქო, ან საერთოდ, რა დატვირთვა აქვს მეც ვერ ვხვდები, მაგრამ მათი გახსენებისას ვწითლდები.

მოკლედ, მოპარულმა ,, ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მაგონდება”  ჩემს ბუდეში ასეთი ცვლილებები განიცადა:

  • პირველი თუ მეორე კურსის სტუდენტები ვიყავით მაშინ. ზოოპარკში წასვლა გადავწყვიტეთ. ბევრი ვიჟრიამულეთ იქ და მივადექით მისტერ ბეჰემოთს. ოთახში ისეთი სურნელი იდგა, რომ ვერ გავძელი და ცოტა ადრე გამოვედი. ნაცნობი დავინახე, მივედი, ხელი ჩამოვართვი, გადავკოცნე, მოვიკითხე ცოლლით, შვილით და ნათესავებით სულმოუთქმელად და მის ორაზროვნად დაბნეულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, ვერ მიცნო და საერთო ნაცნობების ხსენება დავიწყე. თქვენც არ მომიკვდეთ! არადა, რა ღრმად ვიყავი დარწმუნებული, ნაცნობი რომ იყო!
  • საოცრად არ მიყვარს ახალი წელი და ე.წ ,,ფეშენ სელებრითები” (გინდათ ტუსოვკა დაარქვით, გინდათ ფართი, გინდათ, რაც გინდათ). ყველაზე ბედნიერი ახალი წელი წელს გამითენდა. მთელი ღამე მარტო ვიყავი. მარტოს დამათენდა თავს. უკეთესს ვერც ვინატრებდი. მაგრამ ჩმზე უკეთაც გაუტარებიათ დრო.

  • ეს ადრეული ბავშვობის წლებია და ეკლესიას უკავშირდება: მკრეელობა იმთავითვე იდო, ალბათ, ჩემში და ნაცვლად იმისა, სახარებისთვის გულისყური მეგდო, თუ რომელიმე ხატისკენ გამექცეოდა თვალი, მაშინვე იქ ვიყავი, იმ ხატში და მის ანატომიას ვსწავლობდი. ერთხელაც, ჩემ წინ მდგარ ქრისტეს ხატს მივაცქერდი, ცერი და საჩვენებელი თითები რომ აქვს შეერთებული.  რა დამემართა არ ვიცი და შუა სახარების დროს აღვმართე ხელები ცისკენ . მერე იყო ვაიმე!
დაახლოებით ასეთი ხატი. მოცისფრო ფონით და შეერთებული თითებით. ამისგან განსხვავებით, მართლმადიდებლური, რა თქმა უნდა

დაახლოებით ასეთი ხატი. მოცისფრო ფონით და შეერთებული თითებით. ამისგან განსხვავებით, მართლმადიდებლური, რა თქმა უნდა

  • ესეც მკრეხელობა #2:  ამ უკანასკნელ აღდგომასაც ჩვეულებისაებრ ჩავედი სოფელში და  თავსსამღამედათენებული დიდი სიყვარულით გავემართე სოფლის წმ.სამების ეკლესიაში ცისკრის ლოცვაზე. მრევლს წესად აქვს გალობა და რა თქმა უნდა ჩემზე უარესი მგალობლებიც მოიძებნება (მილიონჯერ თნ!). ეს აღარ მახოსვდა და იმ ადამიანის გვერდით დავდექი, ვისაც  ხმის არაჩვეულებრივი იოგები ჰქონდა და მისი პირის გაღებისთანავე ეკლესია ჩემმა ხარხარმა მოიცვა, რასაც ,,კეროვანი სიცილები” მოჰყვა. ძმაკაცმა შენიშვნა მომცა ძლივს თავშეკავებით და მეც არ დავაყოვნე : იდი ნა … -მეთქი. მე გავწითლდი, ის კი ჩაბჟირდა😦
  • სოფელში მეზობლის ეზოებში საზამთროს პარვა დღესაც გრძელდება. ამას ემატება მარწყვი, ალუჩა და ბალი (ოჯახი არ მეგულება სოფელში ამ მცენარეების გარეშე, მაგრამ მოპარულს თავისი გემო აქვსო- ამბობენ). აღნიშვნის ღირსია მანდარინის ქურდობა! ( რომ გავიზრდები აუცილებლად მექნება მინი-ბარი ლოთებისთვის საელად ,,მთვრალი ძაღლი”)
  • გარდა ამისა, ჩემი ყველა თრობა ცალკე თემაა და ამაზე  2 ტომეული დაიწერება, ალბათ.

მორჩა, მეტის დაწერას არ ვაპირებ! ამდენიც იძულებით ვწერე  :D

P.S. ,,კლასის” ზემოქმედების ქვეშ ვარ და მივაფუჩეჩე

Categories: U-კატეგორიო | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “მოპარული სათაური ანუ ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მახსენდება

  1. ახალი წელი ჩემთვის “ფეშენ სელებრითებთან” და ტუსოვკებთან არ ასოცირდება :)) უფრო ბევრ სიარულთან და დალევასთან :)) მარტო არასდროს დავრჩენილვარ ახალ წელს🙂
    ზოოპარკის ამბავი მე რომ დამემართა იმის მგავსია, ოღონდ ეს უფრო მძიმეა🙂

  2. აუ, რა იყო იცი? 😀 იმ კაცის ღიმილზე უფრო შემრცხვა, ისე მიღიმოდა მე რო გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, რო მივხვდი, უნდა გავჩერებულიყავი

  3. კლასის გაგრძელების პირველი სერია ვნახე და ბურთი მაქ გაჩხერილი ისე ვარ

    • პირველი ნაწილის ყველას სჯობს.
      მე მთელი ფილმის განმავლობაში მოთქმით ვტიროდი, მართლა. იმ ბავშვებზე მეშლებოდა ნერვები…

  4. გრაფინია :
    პირველი ნაწილი ყველას სჯობს.
    მე მთელი ფილმის განმავლობაში მოთქმით ვტიროდი, მართლა. იმ ბავშვებზე მეშლებოდა ნერვები…

  5. chanchibadze

    nelnela win miiwev xo ici🙂

  6. კი, მეც. საშინლად ვერ ვიტან როცა ვინმე ასე ჰყავთ. კლასის შემდგომ ცხოვრების პირველი ვნახე და კერლი ყველაზე მეტად მომეწონა.. იმ გოგოზე ნერვები მეშლება, სახელი აღარ მახსოვს. ანდერსის გამგრძელებელი დავინახე მასში😦

  7. ხო თავიდან მეც ეგრე განვეწყე, მაგრამ შემდეგ სერიებში ცოტა შემეცვალა აზრი🙂

  8. chanchibadze

    გლეხის ბიჭი :
    გაიხარე, სალო

    mxolod Sentan ertad🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: