სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ

მერე რა, რომ სამყაროს ბევრი ნაკლი აქვს, მე მაინც მიყავრს ის.

მერე რა, რომ სამყარო დაუკმაყოფილებელი მორევია, ყველაფრის ჩანთქმა რომ უყვარს განურჩევლად.

მერე რა, რომ სველი იასამანი უფრო ლამაზია, ვიდრე ყაყაჩო წვიმაში

მერე რა, რომ მზე უფრო სიცოცხლის მშობელია, ვიდრე მაცოცხლებელი.

მერე რა, რომ სამყარო ნეზვს ჰგავს, მოშიებულს თუ ზედმეტადმოყვარულს, თავისი შვილების ჩანთქმა რომ უყვარს

მერე რა, რომ მე ადამიანი ვარ და არ მაქვს ფრთები, მაგრამ ადამიანი იყო დედალოსიც (და მეც მექნება, თუ მოვინდომებ)

მერე რა, რომ დაკრეფილი ვარდები უცებ ჭკნება.

მერე რა, რომ დედამიწა დაიღალა. და მით უმეტეს რა, თუ  დაRESTARTებას არ აპირებს…

მე მიყვარს სამყარო, რადგან მიყვარს ოცნება და იმედი მაქვს (ოცნებაში მაინც),  რომ ოდესმე უკეთესი იქნება იგი. ოცნება რომ მიყვარს, რა თქმა უნდა, მაქვს  ჩემი სამყარო, სადაც ყველაფერი ჩემებურადაა. მომატებულად ლურჯი. მე ვარ მისი ღმერთი და ვიცი, არასოდეს განადგურდება ჩემი ნების გარეშე. ყოველი მიტკალი ხელოვნების ნიმუშია იქ. ხეებიც- ძველი, სქელი, მაღალი, დიდტოტება, ფოთლებნოყიერი, დახუნძლული (რომლის ნაყოფი ულპობლად და დაუცვენლად ქრება); ბალახიც- მწვანედ ლურჯი (ყანებმა რომ იციან ივლისში), ხასხასა, სასიამოვნო შესახები; მდინარეებიც- გრილიც, ცივიც, თბილიც, ქვიანიც, ღორღიანიც, უძიროც (ვერავინ დაიხრჩობა თუმც, და იქ  შესაძლებლია მათთვის ბუნებრივი, მაგრამ ჩემ მიერ შექმნილი, გალერეების ნახვა); ყველაფერი თვალწარმტაცია, ყველაფერი ხელოვნებაა და იმიტომ! მთებიც, ზღვებიც, ცაც, კლდეებიც… ყველაფერი განურჩევლად.

იქ შესაძლებელია ფრენა უსაზღვროდ.

იქ ყველა ემსახურება ერთმანეთს, ყველა ცდილობს ერთმანეთს ასიამოვნოს. არავინ თვლის რომ სხვაზე მეტია. მკვდარია მწარე ეგოიზმი და მხოლოდ ალტრუიზმი ანიჭებთ სიამოვნებას.

მე ყველაზე მეტად იქ, ჩემს სამყაროში, მჯერა ღმერთის არსებობის და იქ მესმის მისი ყველაზე მეტად.

იქ ცხოვრობენ ჩემ მიერ გამოგონილი ადამიანები. აქვთ იდეალური სამყარო და ვერაფერს აკეთებენ ჩემი ნების გარეშე. მეც 6 დღეში შევქმენი იგი და მეც მივიძინე მეშვიდე დღეს. არ შემიზღუდავს ისინი არაფრით და არც ორი ხე დავურგე საცდუნებლად. არ მადიდებენ, რადგან მე არ მჭირდება ეს.არ მიცრემლებს თვალებს მათ მიერ შემოწირული თხებისა თუ ცხვრების ბოლი, რადგან ისინი არ აკეთებენ ამას. ჩემი ყოველი ჩანაფიქრი მსწრაფლ მიდის მათთან ყოველგვარი შიკრიკის და დამხმარის გარეშე. იქ არ არსებობს (ჩემ მიერვე შექმნილი) მეორე ძალა და ვერც შემოვა უჩემოდ. ეს კი მაშინ მოხდება, როცა წამებას გადავწყვეტ ჩემი სამყაროს ადამიანების. მე კი არ ვაპირება ამას.

რადგან ისინი ცხოვრობენ ოქროს საუკუნეში, არაფერი აქვთ სადარდებელი.

სევდა მოდის მოულოდნელად, განმარტოების ჟამს – არაფრისმთქმელი, არაფრისმაპირობებადებელი, არაფრისმომტანი, წინარაფრისმსწრები და მოდის იმიტომ, რომ შეიგრძნონ თავიანთი სამყაროს დიდებულება.

ისინი ქმნიან კულტურას, მაგრამ არა სისხლიანს, მის წინააღმდეგს ან საპროტესტოს, გამოსაფხიზლებელს, არამედ მხატვრულს, თვალწარმტაცს, მათი ცქერა რომ  არ ავსებს მათ ცოდნით ამა სამყაროის შესახებ. უბრალოდ, ეს არის სიცოცხლის ლირიკა, გამოხატული ყოველგვარ წვეთში. ეს არის სილამაზე, რომელშიც ვიკარგები მე მათთან ერთად.

მათ არ სჭირდებათ სახლები და არ აქვთ ის სამი რამ, მე რომ ყველაზე მეტად მიშლის ხელს:

1) ძილი- დროის უქმად ხარჯვა, რომელიც სამყაროს დასაძვრელი ბერკეტის აღმოჩენასა თუ გამოგონებას შეიძლება მიუძღვნა.

2) ჭამა- ნებისმიერი სახის: პირის მწლაკუნით, მის გარეშე, კულტურული… ყველაფერი რომ მის გამო ხდება სამყაროში. რასაკვირველია, მასთან ერთად არ არსებობს მაძღარგამომეტყველება, ადამიანებს რომ აქვთ ამ პროცესის შემდეგ.

3) მოსაქმება- ყველაფერი მის გამო არ ხდება, მაგრამ ამით სრულდება.

მათ არ აქვთ ტანსაცმელი და რადგან ჭამა არ არსებობს, არავინ სუქდება საშობაო ღორივით ან ნეხვის მატლივით. მათი სხეული ისეთივე ლამაზი და მომხიბლავია, როგორც მიქელანჯელოს დავითი და ბოტიჩელის ვენერა.

იქ არ არსებობს სიბერე.

ჩემი  სამყარო მოკვდება ჩემთან ერთად.უმტკივნეულოდ! უფრო სწორად, გაშეშდება ერთ პოზაში ისე, როგორც ვტოვებ ხოლმე ყოველი მისგანგამოსვლისას!

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , | 22 Comments

Post navigation

22 thoughts on “სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ

  1. Heaven ♥
    გამეხარდა ჩემი პოსტები ^_^
    ჩემს სამყაროში ძილიც იქნება :დ რა ვქნა, მიყვარს ^_^

  2. ვისაც რა უყვარს, იმაზე ოცნებობს მისი სამოთხეც ისაა🙂 გიყვარდეს მერე. 2 ღამე და დღე არ მეძინა და მეგონა გადავეჩვიე😀 მარა გუშინ ისე დამეძინა, დღეს 2-ზე გავახილე თვალი.
    რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ იცოდე🙂

  3. საოცარია! მშვენიერია! ჰარმონიამ მომიცვა ერთიანად!

  4. artefact is me

    “vibadebit da vkvdebit,da tu shualedshi raime moxda, amas ra sjobia?”

  5. dadu

    arachveulebrivi samyaro gaqvs sheqmnili : )

  6. შუალედში რამე ისეთი უნდა მოხდეს რომ ჩვენი სახელი დარჩეს😉
    ან მოხდეს, ან ჩვენით მოვახდინოთ : ))

  7. REZIBUTA

    ლამაზი პოსტია , ვერაფერს იტყვი!🙂

  8. chanchibadze

    yvelaze metad mainc es momwons🙂

  9. artefact is me

    araa aucilebeli saxelis datoveba

  10. ყოველგვარი ოცნება რეალობისგან მოწყვეტა, საკუთარ ფანტაზიებში ჩაძირვაა, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ სამყაროსთან შეუთავსებლობაა – ვერ ვეგუებით, არ მოგვწონს და გავრბივართ, გავრბივართ საკუთარ ფანტაზიებში დამალვით, გონებაში ჩვენი აზრით უკეთესი სამყაროს სიმულაციას ვქმნით და ამით ფაქტიურად სირაქლემას პოზიციაში ვვარდებით – რეალობის არ დანახვა არ ნიშნავს მის არარსებობას. თითოეულ ადამიანს თავისი ტვირთი აქვს და ის ცხოვრების ბოლომდე უნდა ატაროს – ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერასდროს გავექცევით…

    და მაინც, რადგან სიტყვამ მოიტანა, მოდით გავიაზროთ ზემოთ აღწერილი სამყარო:

    ზოგადი შეხედვით მთელი ტექსტი გაჟღენთილია უკეთესი სამყაროს შექმნის სურვილით, ისეთის სადაც “ყველა ემსახურება ერთმანეთს, ყველა ცდილობს ერთმანეთს ასიამოვნოს. არავინ თვლის რომ სხვაზე მეტია. მკვდარია მწარე ეგოიზმი და მხოლოდ ალტრუიზმი ანიჭებთ სიამოვნებას.” – მსგავსი სურვილი ზოგადად მისასალმებელია, მაგრამ რამდენად მიღწევადია ეს ყველაფერი ავტორის მიერ დასახული გზებით? მისი აზრით ასეთი მდგომარეობა შემდეგი გზით მიიღწევა:

    “იქ ცხოვრობენ ჩემ მიერ გამოგონილი ადამიანები. აქვთ იდეალური სამყარო და ვერაფერს აკეთებენ ჩემი ნების გარეშე. მეც 6 დღეში შევქმენი იგი და მეც მივიძინე მეშვიდე დღეს.არ შემიზღუდავს ისინი არაფრით და არც ორი ხე დავურგე საცდუნებლად. არ მადიდებენ, რადგან მე არ მჭირდება ეს.არ მიცრემლებს თვალებს მათ მიერ შემოწირული თხებისა თუ ცხვრების ბოლი, რადგან ისინი არ აკეთებენ ამას. ჩემი ყოველი ჩანაფიქრი მსწრაფლ მიდის მათთან ყოველგვარი შიკრიკის და დამხმარის გარეშე. იქ არ არსებობს (ჩემ მიერვე შექმნილი) მეორე ძალა და ვერც შემოვა უჩემოდ. ეს კი მაშინ მოხდება, როცა წამებას გადავწყვეტ ჩემი სამყაროს ადამიანების. მე კი არ ვაპირება ამას.” – მოდით გავაანალიზოთ თითოეული ეს პრინციპი.

    1.”აქვთ იდეალური სამყარო და ვერაფერს აკეთებენ ჩემი ნების გარეშე”; “არ შემიზღუდავს ისინი არაფრით ” – ეს ორი წინადადება ურთიერთსაწინააღმდეგო ხომ არაა? ამ სიტყვებით ჩვენ ვქმნით ადამიანს, რომელიც მხოლოდ ჩვენი ნების ამღსრულებელია.ისინი ჩვენი ნების მონები არიან, ჩვენ კი ტირანები, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ყველაფრით ალტრუიზმს დამკვიდრებას ვცდილობთ, ყველაფერი მაინც ეგოისტურია, რადგან მთავარი მოტივი ისეთი სამყაროს შექმნაა, როგორიც ჩვენ გვსურს და არა სხვას… აქ ადამიანები კეთილები იმიტომ კი არ იქნებიან, რომ მათ ასე სურთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ასე, ეს კი სიკეთე არაა, ეს მხოლოდდამხოლოდ იძულებით განხორციელებული აქტია,მეტი არაფერი…

    ნუთუ მართლა ასეთია სამყარო? ნუთუ ჩვენ მხოლოდ სხვისი ნების აღმსრულებლები ვართ? არა ბატონებო, ეს ასე არაა. გაიხსენეთ “ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა”, რომელიც სამოთხეში არსებობდა და უფლის პირველი ბრძანება ადამიანისადმი– არ მიკარებოდა ხეს… ამ საკითხს თემის ავტორიც ეხება და მის არსებობას ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს ხე სამოთხეში ადამიანის საცდუნებლად იდგა. არადა წმინდა წერილის ეს ადგილი მთელი სისრულით წარმოაჩენს უფლის დიდებულებას – ყოვლისშემძლე უფალმა თავი მოიზღუდა და ადამიანს უფლება მიანიჭა, თავად განეგო საკუთარი ბედი. უფალს მონები არ სჭირდება. ადამიანის ნებელობა თავისუფალია და მას საკუთარი არჩევანისამებრ წარმართავს. მას შეუძლია უფლის ნების მიხედვით იცხოვროს, ან აუმხედრდეს მას, ოღონდ უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფება პასუხისმგებლობასაც ნიშნავს – ჩვენს ქმედებებზე ჩვენ ყველანი პასუხის ვაგებთ. უფალს თითოეული ადამიანი უყვარს და მათი ცხონება სურს, მაგრამ მას არ უნდა, რომ ეს სიყვარული ადამიანებს ძალით მოახვიოს, ჩვენ ადამიანებმა თვითონ უნდა ავირჩიოთ ეს გზა. უფალი მხოლოდ გვმოძღვრავს, მოგვიწოდებს, არჩევანი კი მხოლოდდამხოლოდ ჩვენზეა…

    2. “იქ არ არსებობს (ჩემ მიერვე შექმნილი) მეორე ძალა და ვერც შემოვა უჩემოდ. ეს კი მაშინ მოხდება, როცა წამებას გადავწყვეტ ჩემი სამყაროს ადამიანების. მე კი არ ვაპირება ამას.”
    – ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია!ღმერთს კონტრპარტიები არ გააჩნია. ბოროტება ნამდვილად არის ნაკლულოვანება, ბიწი, არასრულყოფილება, არა რაიმე ბუნება, არამედ ის, რაც აკლია ბუნებას იმისათვის, რათა იგი სრულყოფილი იყოს.ის რაღაც სნეულების, პარაზიტის მსგავსია, რომელიც მხოლოდ იმ ბუნების ხარჯზე არსებობს, რომელზედაც პარაზიტობს. ბოროტება არ არსებობს, ან უფრო სწორად, იგი არსებობს მაშინ, როდესაც მას სჩადიან.

    3.”ჩემი ყოველი ჩანაფიქრი მსწრაფლ მიდის მათთან ყოველგვარი შიკრიკის და დამხმარის გარეშე”

    ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი დასცილდა ღმერთს, მისი ბუნება არაბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგო შეიქმნა. ადამიანის უეცრად გადაბრუნებული გონება მარადიულობის აღქმის, ასახვის ნაცვლად უფრომო მატერიას ასახავს: პირველქმნილი იერარქია ადამიანში, რომელიც ადრე მადლისთვის იყო გახსნილი და რომელიც ამ მადლს სამყაროში ღვრიდა – გადაყირავებული აღმოჩნდა. სულს უნდა ეცხოვრა ღმერთით, სამშვინველს – სულით, ხოლო სხეულს სამშვინველით. მაგრამ სული იწყებს პარაზიტობას სამშვინველზე, საზრდოობს არა ღვთაებრივი ღირებულებებით, თავის მხრივ სამშვინველი სხეულის პარაზიტი ხდება –ძლიერდებიან ვნებები. და ბოლოს, სხეული ხდება პარაზიტი მიწიერი სამყაროსი, კლავს მას, რათა ისაზრდოოს და ასეთნაირად სიკვდილს იძენს.

    ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ძალზედ დიდხანს იყო. ადამიანი სულ უფროდაუფრო იძირებოდა საკუთარ ცოდვებში და შორდებოდა ღმერთს.თითქოს ყველაფერი ნათელი იყო – სამყარო მთლიანად ბოროტებამ მოიცვა მაგრამ ასე არ მოხდა – უფლის სიტყვა განკაცდა. მეორე ადამმა, იესო ქრისტემ ადამის შეუსრულებელი მისია შეასრულა და ადამიანის ცხონების კარი, რომელიც მანამდე დახშული იყო, კვლავ გახსნა – უფალი ჩვენს სახსნელად ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღსდგა, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ცად ამაღლდა, ორმოცდამეატე დღეს კი უფლის დაპირებისამებრ ადამიანებზე სულიწმინდის მადლი გადმოვიდა – დაიბადა ეკლესია, რომელიც არის ჭეშმარიტების ბურჯი და უფლის მცნებების მქადაგებელი დედამიწაზე. ის შუამავალია ადამიანსა და ღმერთს შორის, ის სამოთხისკენ მიმავალი გზაა, სადაც უფლის სიტყვა ცოცხლობს, ადგილი სადაც სულიწმინდა მკვირდობს. ეკლესია ცოცხალი გადმოცემაა, რომელიც მოციქულებიდან მოყოლებული უწყვეტად გადაცემა ხელდსამის გზით თაობიდან თაობას.ეკლესიის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა, ამიტომაცაა ის წმინდა.

    ადამიანის მიერ საკუთარი თავისუფლების ბოროტად გამოყენებამ მისი გონება დააბნელა, ის იმდენად დაშორდა შემოქმედს, რომ მისი სიტყვებიც კი აღარ ესმის. ეკლესია სახლია, სადაც ამ დაცემული ბუნების მკურნელობა ხდება,ის ნათელია,რომელიც კაცთა დაბნელებულ გონებას უფლისკენ მიმავალ გზას უნათებს…

  11. გამიხარდა შენი კომენტარი🙂
    ეს არ არის სამყარო, რომელსაც რეალურ ადამიანებს ვახვევ თავს. ეს ჩემი სამყაროა, რომელშიც ვიმალები სევდათმოძალების ჟამს და მაშინ, როცა არ მინდა გარე სამყაროსთან კონტაქტი.
    ღმერთს არაფერში ვადანაშაულებ და ვიცი, რომ ყველაფერს ჩემი ქმედებით ვიწვევ.
    ის მეორე ძალა ანგელოზი არ იყო თავდაპირველად?
    ,,არ შემიზღუდავს ისინი არაფრით”-სამყაროს უსასრულობის აღქმა ვიგულისხმე. მხოლოდ ბოროტი ნებელობა წავართვი.😀

  12. კი, ნამდვილად, ეშმაკიც თავიდან ანგელოზი იყო, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. როგორც “დაბადებაში” წერია,თავიდან ყველაფერი ფრიად კეთილი იყო.ბოროტების გაჩენა დაკავშირებულია თავისუფლების ცნებასთან. ანგელოზთა ნაწილმა და ადამიანმა თავი ღმერთს გაუტოლეს, რის გამოც ისინი ჩამოშორდნენ ამ სიკეთეს. ასე გაჩნდა ბოროტება. როცა საუბარია მის არარსებობაზე, იგულისხმება მისი თვითმყოფადობის არარსებობა. ის არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი სუბსტანცია, ის მხოლოდ სიკეთის დამახინჯებაა.

    ამასთან, აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას ერთ ფაქტორს – არ არსებობს ბოროტი, ან კეთილი ნებელობა, ის ნეიტრალური ცნებაა. ნებელობა არის ადამიანის უნარი გააკეთოს არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, მხოლოდ ამ არჩევანის განხორციელების შემდეგ ხდება ადამიანი ბოროტი ან კეთილი…

    უფრო ვრცლად ეს საკითხი შეგიძლია უხილო აქ:
    http://odishari.wordpress.com/2011/05/14/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4-%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/

    სპეციალურად შენთვის ვთარგმნე:)

    დამატებით შეგიძლია იხილო:
    http://azbyka.ru/dictionary/15/ponirologiya-all.shtml

    ასევე ეს ვიდეო ლექცია:
    http://tvali.eu/index.php?action=watch&v=169177

  13. გაიხარე. დავიწყე კითხვა და ამ დღეებში კარგად გავაანალიზებ. ახლა გადარბენაზე ვარ. მადლობა🙂

  14. cuga93

    ვიცხოვრებდი ასეთ სამყაროში🙂

  15. უფ,მეც მინდა მაგ სამყაროში, ცოტა ხნით მაინც …

    • შემოდი ხოლმე, ცოტა ხნით. დიდხანს ვერ დაგტოვებ, გახალხოსნება არ მინდა მისი და იმიტომ🙂

  16. lika

    gmerti ginda iyoo?….😉🙂

  17. lika

    წაშალე ეს ორჯერ გამოქცეული კომენტი, გთხოვ…ჩაბერა ჩემმა ინეტმა მაშინ…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: