მე ვსწავლობ ფრენას

ვისწავლი ფრენას. მექნება უსაზღვროდ დიდი და თეთრი ფრთები…

მე გავშლი ფრთებს და ვინავარდებ უკიდეგანო სამყაროში. სადაც არ მექნება შეზღუდვა. ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ჰაერი მთელი თავისი შემადგენლობით! არ იარსებებს სიცივე ჩემთვის, არც დაღლა, არც შიმშილი და მწყურვალება. არ იარსებებს უდაბნოს თაკარა მზე, არც ყინულოვანი მწვერვალები და გადათეთრებუილ ანტარქტიდა. არც კოსმოსური სიბნელე იარსებებს ჩემთვის. ყოველივე ისეთი ნათელი იქნება, როგორიც უნდა ყოფილიყო სულის სიმძიმილამდე.

http://soundcloud.com/lilia-1/pink-floyd-learning-to-fly

არ იარსებებს წნევა, ასე რომ მიშლის ხელს ფრენაში ახლა!

გადავუქროლებ დედამიწის ეკვატორს და მისი თითოეული პარალლელისკენ ავითვლი უმცირეს ერთეულებს, რომ ვინმემ არ მომპაროს მემილიარდედი ნანომეტრიც კი. მერიდიანებად დავაცხრები მის საოცრად წარმტაც ბუნებას. შევერწყმები და საათობით ვიქცევი მის უმცირეს ნაწილაკებად. ვიქნები მისი თითოეული წვეთი. ვერ გავძღები მისი ხედების ცქერით და მთლ პლანეტას ვუფრენ და ვუფრენ და ვუფრენ და ვუფრენ და ვუფრენ გარშემო… ცხვრული ცანცარით ვიკუნტრუშებ ღრუბლებზე, ჩავინიავქარებ, ჩამოვაწვიმებ და ჩამოვათოვებ როცა დასჭირდება და სადაც დასჭირდება ბებერ პლანეტას.

არ დავჯერდები დედამიწას…

მზისებრი მხურვალებითვე დავეკონები მზეს! გავეჯიბრები ფეხმარდ მერკურს და მისსავე სანდლებს შევეხები გამარჯვებულად დამარცხებული. შევერწყმები ქალურად მბრუნავი დინჯი ვენერას სითეთრეს, შემოვუქროლებ ბრაზით აწითლებულ მარსს და მისი გულის მოსაგებად დავიხმარ ფობოსს და დეიმოსს. გავარღვევ ცერერას ბადეს და გავჯერდები უდიდებულესი იუპიტერის აირებით. აკისკისდება მორცხვი იო გარსშემოხვეული დობილებით. დიდხანს ვიფრენ სატურნთან ერთად, ვითამაშებ მისი რგოლების ყინულოვანი ღორღით  და შევარიგებ უმაღლეს შვილთან. ხშირ სტუმრად ვექცევი ზღვასავით ლურჯ ნეპტუნს და მასში დავმარხავ ამყრალებულ ოცნებებს თავიდანშობის იმედით. შემდეგ მივაშურებ ბრმა პლუტონს. ფახვეშ გავიფენ მის სიმდიდრეს და ვაიძულებ, შეეშვას სიძუნწეს და დედამიწის ხრიოკებს  დააბერტყოს  კალთა. გავფრინდები უფრო შორსაც, გავცდები მზის სისტემას და ვინახულებ კოსმოსის ბინადართ, გმირობათათვის რომ დაიმკვიდრეს ადგილი იქ!

P.S. გუშინ, მოულოდნელად გამახსენდა ერთი ფსიქიურად დაავადებული მამაკაცის წერილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ადრესატამდე არ მივიდა და ხელიდან ხელში გაადავიდა სიცილ-ხარხარით და რომელიც მე არც ისე შემთხვევით ვნახე 6-7 წლის წინ. განათლებული ადამიანის ხელი ეტყობოდა წერილს, გონებას და სულს ერთმანეთს რო ვერ უთავსებს ისეთის. ხოდა, ამეკვიატა და იმდენი ქნა სანამ ეს პოსტი არ გამაშანშალებინა. იმედია იმ წერილს წავაწყდები სადმე ამ ზაფხულს და სრული სახით წარმოგიდგენთ ადრესანტის გარეშე, რა თქმა უნდა. თუ ვინმე იცნობს, იმედია არ მიწყენს (თუ ვიპოვე, რა თქმა უნდა ჯერ).

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “მე ვსწავლობ ფრენას

  1. ყველაზე ბედნიერი სიზმარი ვნახე ერთხელ🙂 დავფრინავდი და რომ გავიღვიძე მთელი დღე გამყვა ის განწყობა. ახლა ეს რომ წავიკითხე იგივე შეგრძნება დამეუფლა🙂
    მინდა ფრენა !!

  2. მე არ მესიზმრება ეგეთი სიზმრები. ძაან ცოდვილი ვარ ეტყობა 😀 მეც მინდა

  3. slaveselector

    sizmarshi nebismier dros shemezlo frena , amisatvis sakmarisi iyo mqonoda zlieri survili da cidan didi yvavili chamodioda romelsac saca mindoda iq mivyavdi, damtavrda bavshvobis wlebi da gaqra is yvavilic . . .😦

    • არ მეგონა, დიდი მონათმფლობელიც თუ ასეთ სიზმრებს ნახულობდა🙂 გამიხარდა შენი კომენტარი🙂

  4. lamazi chanaxatia…momecona! bavshobashi sizmrad mec davfrinavdi,es zalian sasiamovno gancdaa,shenma nawerma ki axlaxan vin icis meramdened gadakitxuli motxroba gamaxsena”barieri”avtoria pavel veJinovi. bulgareli mwerali,waikitxe isiamovneb.

  5. დიდი მადლობა რჩევისთვის. წავიკითხავ აუცილებლად. არ მაქვს წაკითხული. დიდი მადლობა. მოვიცლი ალბათ ამ კვირის ბოლოს🙂

  6. chanchibadze

    gelma waikitxa????? ratomgac es kitxva gamichnda :)))

  7. salo

    ragaca kai xasiatze iyo etyoba an kidev misi namdvil ibuneba gamoaashkarava😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: