როცა ზურგს ვაქცევთ ღმერთებს

მწუხარებისმომცველი ულამაზესი ღვთიური სანახაობა… ფერფლი კიდეებაწითლებულ ნაცრისფერ ცაზე… მთელი პალიტრა ერთ გაელვებაზე… ცეცხლი.

შეშლილი ცხენების ჭიხვინი… ტირილი… გნიასი…

ნგრევა…  სასოწარკვეთა და ჯვარი.

გოგირდოვანი ნაერთების  როკვა. ვნებანარევი ხუთვა…

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა პირველად ვიხილე  კარლ ბრიულოვის ,,პომპეის უკანასკნელი დღე”. მახსოვს, როგორ მოვიხიბლე მისი არაამქვეყნიური ფერებით,სიკვდილს რომ ახლავს თან. ვერ მივხვდი, რა თქმა უნდა, რატომ იყო ამდენი სევდისეული ხიბლი ამ ტილოში. ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ იყო  უკან წითელი და შავი ფერი ასე მოჭარბებულად. თანაც, ჩემ მიერ ნანახი სურათი, რასაკვირველია, არც ისე დიდი იყო, რომ ცხელი ტალახის  წვიმა დამენახა (და ამას დამატებული ის განათებასმოკლებულობა, სურათი რომ განიცდიდა)… მაგრამ ვიდექი და ტილოს ვუცქეროდი საათობით. მაშინ არაფერი არსებობდა ამქვეყნად ჩემთვის, გარდა ამ ცხელი სურათისა.

მიზეზი, რამაც თავდაპირველად მიიქცია ჩემი ყურადღება მხოლოდ ეგოცენტრულობით იყო ნაკარნახევი: გულშეღონებული დედა, ცნობიერების დაბრუნებას რომ ვეღარასდროს ეღირსება ვეზუვივულკანუსის ავისმომასწავებელი ექსპირაციის გამო, და მის ძუძუსთან მაშველის მოიმედე, ახალფეხადგმული ბავშვი, რომელსაც, ალბათ, არ უტირია ჯერ. შემდეგ კი მის ცქერაში აღვიქვი ტილო მთელი სისავსით (ალბათ). და შემდეგში, ვულკანის, ცეცხლის, ნგრევის  ცხადად თუ შეფარულად ხსენებას ჩემი ცრემლები მოსდევდა ყოველთვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ არ მაკითხებდნენ ზეპირად შ. ნიშნიანიძის ლექსს ,,უფალო, შეგვიწყალე” (სასაცილოა, არა?).

რამდენჯერ განმიცდია სურათში აღწერლი ყოველი ტკივილი, შიში და უსასოობა სიზმარსა თუ უსიზმრო ფანტაზიაში და ახლა, მინდა დიდი შესავლის შემდეგ მცირედად მოგითხროთ ამბავი, რომელიც ყოველთვის ახლდება ამ სურათის ყოველი ახალი ხილვისას:

მეტი ეფექტისთვის იცით, რაც უნდა ქნათ

მეტი ეფექტისთვის იცით, რაც უნდა ქნათ

ახალი რელიგიის შობიდან 79 წელი გავიდა. ნელ-ნელა შეაღწია მან ძველ სიბნელეში და თავსებური სინათლე მოუტანა სამყაროს, როგორც ერთ დროს იუპიტერმა. სახელშეცვლილი რომაელი ოლიმპოელები ვერ ეგუებოდნენ უკანა პლანზე გადასვლას და ახალ რელიგიასთან შერწყმას. თუმც, მცირედ წყალობას არ იშურებდნენ მოკვდავთათვის მაინც. ღვთიური იყო მათი ბუნება და მოთმინებას იჩენდნენ დიდს. ვერ იმეტებდნენ ხელნაკეთ ნივნთებივით დასამსხვრევად…

ყველაზე მეტად ხარბი პლუტონი იყო აღშფოთებული. მისი მძვინვარება სძრავდა ქალაქებსა და სოფლებს. გადაწყვიტა ინტრიგების ჩახლართვა  ღმერთთა შორის განხეთქილების წარმოსაქმნელად. თავის მეუღლეს, დამატყვევებელი ყვავილით მოტაცებულ პროზერპინას გაანდო თავისი ხვაშიადი ქვესკნელის მბრძანებელმა. გეგმა შეიმუშავეს: ვენუსისთვის უნდა გაემხილა ვითომდა, საიდუმლო ღვთიური განაჩენი პომპეისა და ჰერკულანუმის დაღუპვის შესახებ. ქალღმერთები კი ერთიანი ძალებით შეეცდებოდნენ ქალაქის დაცვას. ვენერაზე შურისძიების წადილი ამოძრავებდა ქვესკნელის დედოფალს. ამიტომაც დაჰყვა უღირს საქციელს მეუღლისას, რომელიც ვერასდროს გაიგებდა მის ქალურ ზრახვებს.

შესთავაზა ურანოსის ასულს სიყვარულით მოქმედება და ისიც გაუაზრებლად დაეთანხმა ქალღმერთს.

ქალაქებში ნელ-ნელა ბატონდებოდა ზღვითნაშობი. მისი სურნელი და სითეთრე ახარებდა ვნებამოცულ მაცხოვრებლებს. წაიშალა ბევრი ზღვარი ადამიანის სქესობრივ ყოფიერებაში და… (სოდომსა და გომორს ჰგავს, არა?).

მომავალი ბედნიერებით ტკბებოდა პლუტონი და იღიმოდა.

დიდი დრო არ დასჭირვებია ქვესკნელის მეუფეს ისედაც ამრეზილი ღმერთების გადმოსაბირებლად. გამძვინვარებულებმა თავიანთი მფარველობა მოუხსნეს მკვიდრებს და ახალ ღმერთს მიანდეს მათი ბედი. ხმები მიაწვდინა ვულკანუსს ვენუსის საყვარლებითაა სავსეო პომპეი. უცებ დაიჯერა ცეცხლის ღმერთმა.  გაახსენდა ვენუსის მრუშობა მარსთან.

და იფეთქა მჭედელმა…

http://soundcloud.com/maripeli/handel-farinelli-lascia-chio-pianga

24 აგვისტო იდგა, ჩვენი ერის 79-ე წლისა.

შუადღისას ამაზრზენმა ღრიალმა შეაზანზარა ვეზუვის სამჭედლო და წამიერად ყველაფერი მიწყნარდა.

ცა განაცრისფრდა. იუპიტერმა ელვა და მეხი დაურთო ვულკანუსის ღრიალს. უეცრად აალისფრდა გარემო.

შეშინდნენ ადამიანები.  იხუთებოდნენ. ერთურთს ეძებდნენ. ძველი ღმერთების მფარველობამოკლებულნი ცდილობდნენ არ დაეკარგათ დაბადებითდაყოლილი გრძნობები. ერთმანეთის სიყვარული უბიძგებდა მათ დახმარებოდნენ თავიანთზე მეტად შეჭირვებულთ. აქა-იქ ეყარნენ შიშით, უიმედობით, აუტანელი სიმხურვალით გულწასულნი თუ გულგახეთქილნი. ერთმანეთს ეკვროდნენ სატრფონი. სასოწარკვეთით შესცქეროდნენ ცხელი ტალახის წვიმას. ლოცვა მიეტოვებინათ ახალი რწმენის მიმდევართ…

დასაფერფლად და დასამარხად ემზადებოდა მათი ღვაწლი. ინგრეოდა და ნადგურდებოდა მშვენიერება მშვენიერებითვე…

დამფრთხალმა ვენუსმა ვერ დააშოშმინა მეუღლე. ვერ აუვიდოდა ღმერთების სასჯელს კაცთაგან ვინმე. იმსწრაფლა ქალღმერთმა იანუსთან. საყვარელი ქალაქის უკვდავყოფა მოიწადინა სასოწარკვეთილმა მან. სხვა ვერაფერი შესძლო რადგანაც.

ამ დროს კი ახალი ღმერთი ძალას იკრეფდა მხოლოდ.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “როცა ზურგს ვაქცევთ ღმერთებს

  1. რამდენი რაღაც გავიგე :)) კარგია, მომეწონა პოსტიც და დიზაინიც❤

  2. ვიხვეწები 😀

  3. ძალიან მომეწონა შენი ბლოგი! მაგარია!🙂

  4. Pingback: სახლი, რომელზეც ვოცნებობ « გლეხის ბიჭის ბლოგი

  5. ინფერნალური პოსტია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: