Le Fabuleux Destin d’Amélie Poulain – როგორ იბადება სიკეთე

დასახელება: ამელი პულენის განუმეორებელი ბედისწერა

ასე ვიცნობთ: ამელი

რეჟისორი: ჟან-პიერ ჟენე (Jean-Pierre Jeunet)

კომპოზიტორი: იან ტიერსენი (yann tiersen)

გადაღების წელი: 2001 (imdb)

როლებში: ოდრი ტოტუ (Audrey Tautou), მეთიუ კესოვიცი (Mathieu Kassovitz)

სიუჟეტი:   მარტოსული, დედ-მამის ,მზრუნველობაში’ ბავშვებისგან იზოლირებულად გაზრდილი გოგონა საცხოვრებლად გადადის პარიზში და მუშაობას იწყებს კაფე  ,,2 ქარის წისქვილში”  (Café des 2 Moulins). მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება ტელეტრანსლირებული ამბით პრინცესა დაიანას დაღუპვის შესახებ, რაც თავის  მხრივ ბიძგს აძლევს ნივთის პოვნას. ამას ჯაჭვურად მოჰყვება სიკეთის გააზრება. პირველი ნაბიჯის შემდეგ იგი ხვდება, როგორ შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ და მზადაა ამისთვის თავისი ბედნიერება დასთმოს. თუმცა, კეთილ ადამიანებს არ ივიწყებენ ზემოთ და საბოლოოდ ყველაფერი ე.წ. ჰეფი-ენდით სრულდება.

მე: ეს მოკლედ. და ვისაც კონკრეტული ფაქტები გაინტერესებთ და მათი ჩემეული (და არამარტო) გააზრებასავით, მომყევით🙂 ერთი კი უნდა გითხრათ წინასწარ. ეს ფილმია, რომლის ნახვის შემდეგაც

  • აღმოვაჩინე, რომ ადამიანები არც ისე ცუდები არიან
  • მივხვდი, რაც ,ატრიალებს დედამიწას’ (დოჩანაშვილის წაკითხვამდე  მოხდა ეს, მაგრამ ბრჭყალებიანი ფრაზა მას ეკუთვნის, მისი იდეაა და თანაც, მაშინ არც ვიცოდი, რა დამერქვა ამისთვის და კიდევ, დედამიწა  ჩემი თავის გარშემო ტრიალებდა მაშინ)
  • შედარებით მარტივად გავუმკლავდი ავადსახსენებელ პერიოდს
  • და ასე შემდეგ ანუ, როგორც გვიყვარს- და ა.შ…
ულამაზესი კადრი ფილმიდან

ულამაზესი კადრი ფილმიდან

……..

როგორ იბადება სიკეთე, არა? ჩვეულებრივად!

ისეთივე ,ნაწილაკების’ შეწყმით, როგორც ყველა ჩვენ,

იმ მუსიკის თანხლებით, რომელიც ცხოვრებას აზრს მატებს (თუ აძლევს)…

მარტივი საქმე გგონიათ, არა? აბა სცადეთ და შვით სიკეთე, თავად შეიცვალეთ, თავად შეარჩიეთ მუსიკა.

არა, ეს არც ისე ადვილია. მზად უნდა იყოთ ამისთვის, რაღაცამ უნდა გიბიძგოთ, სწორად დაუკრათ ის ჰანგი, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს დიდ ძალას!

ნუ, ნუ დაფრთხებით ასე ძალიან. სიკეთეს ჩვეულებრივი ადამიანები შობენ, მაგრამ მათაც არ იციან, როგორ ( Jesus ). შესაძლოა იმ მცირედი უცნაურბის გამოც, მათ რომ აქვთ🙂

ჰო, შესაძლოა, ამიტომ! მაგრამ, აბა, დაფიქრდით, რამდენ უცნაურობას აღმოაჩენთ თქვენს თავში.

უპირველეს ყოვლისა, იმას უნდა მიხვდეთ, რომ თქვენშია სიკეთე, თავად თქვენ ხართ ეს, ოღონდ საკუთარ ჯურღმულებში უმზისსხივოდ მიგდებული. სწორედ აქედან უნდა შვათ იგი ახალ ადამიანად (რომელიც ისევ თქვენი სხეული იქნება, ან უკეთესი, ახალი პლასტელინი) …

კარგით, იშვა სიკეთე, და როგორ უნდა გაიზარდოს ის? მით უმეტეს მაშინ, როცა თავადაც არ იცის, რომ სიკეთეა?!

განსაკუთრებული არაფერი სჭირდება. საკმარისია, შთაენერგოს ადამინური ყოფის არსი. მეტყვით, თავადაც არ ვიცით და რა ჩავუნერგოთო- სინამდვილეში, კარგად იცით, რომ ეს არის მცირედი ჰუმანურობა, ერთურთის ტკივილის გულთან ახლოს მიტანა, ღალტის დავიწყება… მოკლედ, ის, რაც ჩვენც გვასწავლეს და დავივიწყეთ, ან მხოლოდ გვახსოვს ( Tres bien ) …

კარგით, მარტივად გეტყვით: გაზარდეთ ისე, როგორც ზრდიან ბავშვს. მიეცით მას უფლება, იყოს ბავშვური. ბავშვურად დაინტერესდეს ყველაფრით, თავად მოიფიქროს ათასგვარი თამაში, ბლის კუნწულები საყურეებად გაიკეთოს დედის წაბაძვით, მამის მსგავსად დაიჭიროს სტეთოსკოპი, ისაუბროს გამოგონილ გმირებთან, იცხოვროს მათ სამყარში,  აღიქვას ბგერა სხვადასხვა სიხშირით, თავადვე მოიფიქროს მისი მიღების სხვადასხვა ხერხი, შეხედოს ცხოვრებას ძველი სათვალით და მის გარეშე,  დაკავდეს იმ ბავშვური საქმით, რომელიც მოსწონს, დასაჯოს მეზობლები ბავშვურად, ან იზრუნოს მათზე… ხო, კიდევ, უმთავრესი – წებო! (იფიქრეთ, გავსულელდი? თავიდან უყურეთ ამ ფილმს ).

ეს იყო მოკლედ, რაც  შემეძლო ზედაპირულად მეთქვა და გამომეხატა ქარაგმებით თუ პირდაპირ  შესავალი ნაწილი უგენიალურესი ფილმიდან. ვაპირებდი, გამეგრძელებინა, ცხოვრებისეულ ნიუანსებზე, ამოჩემებულ მოქმედებებზე მესაუბრა და ნაწილ-ნაწილ პოსტებად დამედო, მაგრამ გაწელილ ამბებს თავადაც ვერ ვიტან. თანაც რამდენიმე პოსტი ვნახე ამ ფილმზე და რავიცი, ყბედობა არ გამომივიდეს-თქო, დავფიქრდი (მე) !

მაგრამ  რა შუაშია რენუარი, ამას რომ პოსტი არ მივუძღვნა, ალბათ, მართლა რამე დამემართება ცუდი (ვერ მოვიფიქრე, რა მეთქვა უარესი)!

P.S. მთავარია, გახსოვდეთ, რომ სიკეთე თქვენშია და მას კარის გაღებაში უნდა დაეხმაროთ მხოლოდ!

ეს პრინცესა დაიანას სიკვდილამდე იყო…

Categories: მუსიკა, ფილმი | Tags: , , , , , | 22 Comments

Post navigation

22 thoughts on “Le Fabuleux Destin d’Amélie Poulain – როგორ იბადება სიკეთე

  1. ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ამ ფილმის მიმართ?🙂 დიდი მადლობა პირადას ჩემგან ამ პოსტისთვის. კარგად წერ😉 და ერთი-ორი სიტყვა საუნდტრეკებისთვისაც შეგეწია მადლი იქნებოდა🙂 კარგი ხარ❤

  2. საუნდტრეკებისთვის არ მოვიცალე, თანაც ჩემს მეგობარს უყვარს ეგ ჩემზე მეტად და არ წავართვი :))) აი, რენუარს კი არავის დავუთმობ!!!!!
    გაიხარე კომენტარიზა🙂

  3. ამის საუნდტრეკებისთვის მე მოვიცლი მალე და ბოდიში შენს მეგობართან :))

  4. უეჭველი დაწერს, სანამ აქ შემოვა, იქნებ მანამდეც😉 2 საათია ღამის ახლა!

  5. nita

    nu ra shemilia vtqvaa.. es etyoba rom ukve shemdgari adamianis, propesionalis dawerilia. kochaag !!!!🙂

  6. მოკლედ, შენ რო არ მყავდე, რაა🙂

  7. ყოჩაღ ომ!😀 შესანიშნავი პოსტია, მართლა კარგადაა დაწერილი. მთელი კინოს აზრი და მიზანი ჭეშმარიტად გაქვს გააზრებული, და მთავარია, რომ მისი პრინციპებით განაგრძო ცხოვრება… წავედი, საუნდტრეკებზე დავწერო “ორიოდ სიტყვა”:D ასე გააგრძელე!!!

  8. გაიხარე, დიტ! აქამდე რო არ დაწერე გამიკვირდა. ვაპირებდი მიმეძღვნა მეც მაგისთვის პოსტი, მარა მივხვდი, შენზე უკეთ არ გამომივიდოდა🙂

  9. რა არი იცი? დაკვირვებული ვარ, რაც ძალიან გიყვარს მასზე დაწერა ყოველთვის რთულია და თითქმის არასდროს გამოდის ისეთი, როგორიც გინდა. ბლოგის გაკეთების დღიდან მინდოდა დაწერა და დავწერე უკვე, და კიდე მრავალგზის დავწერ არამარტო ტიერსენზე, არამედ ამელი პულენზეც!🙂

  10. რენუარს ველოდები იცოდე! :):)

    • კი, მინდა ძაან, მარა თუ მოვახერხე ერთიანად დაწერა. მართალი ხარ, როცა რამე გიყვარს, ძაან უფრთხილდები იმას😀 ვნახოთ, რა გამოვა

  11. შესანიშნავადაა აღწერილი ყველაფერი, მეც გავმეორდები, ანუ სულაც გავსამდები.
    ჰოდა, ამელი ისეთი ვიღაცაა, რომ სულელი უნდა იყო, არ დაიჯერო მისი!
    მე ამას ჩემი ყელშიამოსული პოსტის გაგრძელებად ვსახავ. დიახაც, სიკეთე, სიკეთე!
    :))

    • სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არსებობს ისეთი, ვინც ვერ უგებს ამელის (ვგულისხმობ, ფილმს ვერ იგებენ).
      მადლობა შეფასებისთვის

      • ბევრი ვერც იგებს და კიდე იცი რა მოხდა? ძალიან გაფეტიშდა. “აუუ ამელი რა მაგარია”, რაღაც ამას დაემსგავსა “ვგიჟდები ტარკოვსკიზე” ;დ
        ნუ რეალურად არცერთ მათგან ამით არაფერი დააკლდება, მაგრამ ზოგჯერ შემაშფოთებელი და მოსაწყენია ხოლმე🙂

  12. ჩემთვის კარლსონია სიკეთის განსახიერება🙂

    ამ პოსტზე ამბობდი, გავკადნიერდებიო? ჰმ…

    ყველა სიტყვას უპირობოდ ვეთანხმები.

    • ის პროპელერიანი კაცუნა, ასე რომ მიყვარს ბავშვობიდან? ჩემი მეზობელი მეგონა კარლსონი და სულ კუდში დავსდევდი იმის მოლოდინში, როდის დაიწყებდა ფრენას. მეგონა, სიარულისას იტენებოდა და დღისით არასდროს დაფრინავდა :((( 😀
      მოლ, მადლობა! იმაზე დავწერ აუცილებლად მერე, ჩვენ რომ ვიცით. ცოტა მძიმედ ვკითხულობ, ძალიან გამიჭირდა ბევრი რამის გააზრება და სვენებ-სვენებით მივყვები😀

  13. Pingback: Life | გრაფინიას ბლოგი

  14. Pingback: Yann Tiersen- მუსიკა, რომელიც გაკეთილშობილებს… « Sgt. Pepper's Blog

  15. ოოო ამელიიი ^.^ ამ პოსტს მესამედ ვკითხულობ… ალბათ კინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო…მაგრამ ძალიან კარგი პოსტია…მე❤ ამელიი ძალიან ძალიან

  16. მგონი შენი ყველაზე კარგი პოსტი ამ ბლოგზე ესაა… კი გამიჭირდა ამ სტატუსის მინიჭება, ძლივს ავარჩიე, მაგრამ ასეა🙂 ჩემი მოკრძალებული ყოჩაღ შენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: