რა შუაშია რენუარი?

http://soundcloud.com/bay-cingilbort/comptine-dun-autre-ete-lapres-midi-yann-tiersen

ფრანგულ კინოს ყველაზე დიდი შარმულობა, რაც იმთავითვე მიზიდავს მასში მსახიობის მიმიკებზე მუშაობაა. კადრი არ  იცვლება იმ მომენტში, როცა მსახიობის სახე ყველაზე მეტად გჭირდება, ყველაზე მეტად გაინტერესებს. როცა გინდა ემოციის, განცდის, ფიქრისა თუ განზრახვის წაკითხვა  . ფილმი თითქოს ინტერვიუს ხასიათს ატარებს და თავად ხარ მისი მონაწილე რესპონდენტიც და კორესპონდენტიც.

ჩემ მსგავსად, ალბათ, თქვენც ბევრჯერ დაგთენებიათ თავს მატარებლის სადგურზე, ბევრი ცრემლი გიღვრიათ , ბევრჯერ აგძგერებიათ გული სასიყავრულო პასუხის მოლოდინში,  გაჰყოლიხართ საპნის ბუშტებს,  გირბენიათ თვალახვეულს და აშკარად გიგრძვნიათ შემხები ხელები, ბევრჯერ ქცეულხართ იმ წყლად, თქვენს გმირს ასე რომ სჭირდება, ყოფილხართ წამალი უკვდავებისა, გაგიღიათ სიცოცხლის ალბათ ნახევარიც, რომ უვნებელი გენახათ ადამიანი, ვისი აჩრდილიც იმავ წამს ხართ, გიბრძოლიათ ათასგვარ უსამართლობასთან.. მოკლედ, დაგვიწყებიათ,  რომ ფილმს უყურებთ, რეალობას მოსწყვეტიხართ და თავით გადავარდნილხართ ირეალურ, მაგრამ ყველაზე რეალურ სამყაროში…

ამ დიდი შესავლის შემდეგ, მე ისევ მინდა თქვენი ყურადღება ცოტა ხნით მოვიპარო და ისევ დავუბრუნდე ამელის, არაჩვეულებრივ საეკრანო გმირს, ერთხელ რომ ნახავ  და ვერასოდეს ივიწყებ შემდეგ. უფრო სწორად, მე მინდა ერთ პატარა , მაგრამ ბევრისმთქმელ ნიუანსზე გავამახვილო ყურადღება  ამ ფილმში (თქვენ ხომ მისი მონაწილეც ბრძანდებით) და ჩემეულად გავცე პასუხი კითხვას:

რა შუაშია რენუარი? (ვისაც ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი ეს ფილმი, აუცილებლად გაახსენდებათ სურათიც)

საუზმე მენიჩბეთა წრეში -Luncheon of the Boating Party
საუზმე მენიჩბეთა წრეში- პიერ ოგიუსტ რენუარი (მეტი გარჩევადობისთვის დააწკაპეთ სურათს)

ამელი, ქალი-გმირი, ქალი-ალტრუისტი, რომელიც სხვის ბედნიერებაზე ფიქრობს,  ხვდება მეზობლად მცხოვრებ მხატვარს, სახლიდან რომ არასდროს გამოდის და რენუარის  ,,საუზმე მენიჩბეთა წრეში”-ს ხატავს თითქმის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

სურათის უკანა პლანზე ვხედავთ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თითქოს არაფერს წარმოადგენს იმ მდიდრული სუფრისა და წინა პლანის ფონზე, რომელსაც მენიჩბეები და დიდგვაროვნები იკავებენ. ერთნი საუბრით გართულან, მეორენი- სმა -ჭამით, სხვები ერთურთის ცქერით, ძაღლთან თამაშით…

და აი, ამ დროს იქცევს ყურადღებას სწორედ ის გოგონა, რომელიც ჭიქას ჩასჭიდებია და რომელიც თითქოს რაღაცას ყვირის თავისი მზერით. მაგრამ რას?

ამაზე პასუხს მისი მზერა იძლევა. მაგრამ საითაა იგი მიმართული? გოგონა არ უმზერს არც მის წინ სკამზე მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცს და არც ამ ახალგაზრდის უკან მდგომ მენიჩბეს, არც ძაღლთან მოთამაშეს და მის თავთან მდგომს… და თქვენ წარმოიდგინეთ, არ აინტერესებს მასთან მოსაუბრე ვაჟი, წინა სამეულს რომ ამოჰფარებია და ღიმილნარევი შესცქერის მას.  ის სადღაც შორს იცქირება, თითქოს სურათიდან ხტება, არღვევს მის ჩარჩოებს და რაღაცას გარკვევით გვეუბნება.

(სამწუხაროდ, სხვა ენაზე ვერ ვახე და შეგიძლიათ, ფილმი ნახოთ)

იქნებდა, მართლაც მხოლოდ იმწლევანდელ მოსავალზე ფიქრობს, ან სულაც, მომავალ საქმროზე, თავის ბედისწერაზე. ან სულაც, იქნებ, მარტოობაშია გაზრდილი და ადამიანთა ყურადღებას ითხოვს?

მაგრამ, ალბათ, ხვდებით, რომ ასეთი დიდი მხატვარი ყურადღებას არც მოსავლის სიუხვეზე გაამახვილებდა ამ გოგონას სახით (რადგან ეს ისედაც ცხადია, სუფრას თუ გადავხედავთ) და არც მომავალი პარტნიორის სიყვარულზე (ქალი წინა ფონზე, მენიჩბეს რომ უმზერს აღტაცებით).

ალბათ, ეს უფრო დიდი სიყვარულია, სადაც არამხოლოდ ,მომავალი საქმრო’, არამედ მთელი სამყარო, ქვეყნიერება იმალება უკიდურესი წერტილიდან თავის გულამდე.  მთელი დრო- წარსულიდან მომავლის ჩათვლით და ამას ხელს ვერ უშლის ვერც მაღალი წრე, ვერც გაჭირვება, ვერც სხვათა გულგრილობა… ის ფიქრობს და ოცნებოს ბედნიერ სამყაროზე, სხვათა ბედნიერებაზე…

მაგრამ თუ ასეა, ვინ უნდა იზრუნოს თავად ამ გოგონას ბედნიერებაზე?

P.S. ამას მე ვამბობ და თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ არ დამეთნხმოთ


Categories: ფილმი | Tags: , , , , | 7 Comments

Post navigation

7 thoughts on “რა შუაშია რენუარი?

  1. Pingback: Le Fabuleux Destin d’Amélie Poulain – როგორ იბადება სიკეთე « გლეხის ბიჭის ბლოგი

  2. ამაზე ამდენი ნამდვილად არ მიფიქრია. ეხლა გავიგე მგონი…
    შენ ამბობ და რასაკვირველია გეთანხმები ^_^

  3. მადლიობა🙂

  4. ყოჩაღ ომ! ნამდვილად ამომწურავი და ძალიან ინფორმატიული პოსტია! ფილმში ეს სურათი ერთგვარი ლაითმოტივია, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს, არადა სწორედ ეს ხსნის ამელის ნამდვილ ბუნებას… 100%- ით გეთანხმები ყველაფერში, რაც დაწერე! ასე გააგრძელე!🙂

  5. გაიხარე😉

  6. ai ar vici ra vtqva…. ena wamertva… martla..da lamis ametira…😦 martla..

    shemtxvevit movxvdi tqventan da zalian, zalian momewona tqveni weris stili, ramdenime naweri wavikitxe da didi shtabechdileba moaxdina…. dzalian faqizi da grmaa…. jerjerobit bevri araferi wamikitxavs, magram mgonia sxvebic aseti iqneba.
    gestumrebit xolme..
    madloba im siamovnebebistvis rac blogma momanicha…

    • მადლობა პირიქით :))) სტუმრობისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩემი ბლოგის კარი ღიაა მუდამ მკითხველთათვის, ტუმცა მათ სიმცირეს ვუჩივი. გამახარებთ კომენტარებსაც თუ დამიტოვებთ :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: