წამონამორჩილებისმაგვარი ანუ ვპოვო განშვებაი ბლოგსა ამასა შინა

დიდი ხანი არაა, რაც გადავწყვიტე ბლოგი გამეკეთებინა, თუმცა უკვე მოვასწარი  რამდენიმე მისამართის გაფუჭება, დახურვა. ჯერჯერობით ცუდად ვერკვევი პოსტების შექმნა-წერა-გამოქვეყნებში, მაგრამ იმედი მაქვს, ამის წინა ბლოგი იყო უკანასკნელი, რომელიც გავაუქმე🙂

ორი აგურის პრინციპი ჩემთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია

არ დავიწყებ ახლა, ამისთვის დამჭირდა და ამისთვის არა მისი გაკეთება-თქო. ვინც გადმომხედავს მოწყალების თვალით და შემოვა ხოლმე, ნახავს და გაიგებს ყოლიფერს (როგორც ჩემი ბებია იტყვის)🙂 .

ბევრი რომ არ ვიბოდიალო და აქეთ-იქით არ მივედ-მოვედო, ვიტყვი ვინ ვარ, საითგან მოსული…

დავიბადე 1989 წლის 2 ნოემბრის ხუთშაბათის დილის ცხრა საათზე  (ასე მითხრეს).  როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოთი მორიელი (ღრიანკალი) ვარ და ამის შესახებ მეტი არ მკითხოთ. (არ ვიცი და არ მჯერა, უფრო სწორად, არ მჯერა და მაგიტომ არ ვიცი)

გავიზარდე ერთ ტიპიურ ქართულ ოჯახში

წარჩინებით დავასრულე ჩემი სოფლის არაჩვეულებრივი არასრული საშუალო სკოლის 9 კლასი და მომდევნო ორი წელი მთელი ოდისეაა სკოლათცვლის (ნებსით თუ უნებლიედ)

ამჟამად, ვსწავლობ თსუში მედცინის ფაკულტეტზე ჩემი არცთუ ისე  დიდი ბრძოლის შედეგად, და რა ხეირი?!

მყავს ბევრი მტერი, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი და უპირველესი სიზარმაცეა და დროის ფლანგვა კიდე (არადა, ჩემს ასაკში ხალხი მის მოპარვას ცდილობს)

მაქვს ბევრი ინტერესი და გატაცება, თუმცა რასაც ვახერხებ, იმაზეც მადლობელი უნდა ვიყო

ვარ ჯიუტი, და ვერ ვიტან ლექციებს რომ მიკითხავენ  (მეგობრობის დღიურისმაგვარი გამომდის რაღაც, ხო?)

მიყვარს წიგნები. მამშვიდებს მათი სურნელი და სტუმრად როცა მივდივარ, პირველ რიგში წიგნების კარადას ვეძებ🙂

ფილმების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

ხო, და კიდევ  ,მოდიდან გამოსული’  ნივთები მიყვარს ძალიან.

ვაფასებ ადამიანს, რომელმაც ჩემზე მეტი იცის (არ ვამბობ, რომ ბევრის მცოდნე ვარ)

დანარჩენს არ გეტყვით, მორჩა კინო!

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , | 15 Comments

Post navigation

15 thoughts on “წამონამორჩილებისმაგვარი ანუ ვპოვო განშვებაი ბლოგსა ამასა შინა

  1. “მიყვარს წიგნები. მამშვიდებს მათი სურნელი და სტუმრად როცა მივდივარ, პირველ რიგში წიგნების კარადას ვეძებ ”

    Zalian nacnobi situacia…mezobeli ar damrcha,rom misi bibliotekit ar mesargebla.

  2. წიგნის სურნელი… დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ბიბლიოთეკაში თუნდაც ამის გამო!

  3. ორი აგურის პრინციპი ჩემთვისაც ზედგამოჭრილია სიზარმაცის გამო🙂 და რას აუქმებ ამ ბლოგრბს? ჩემთვის მოგეცა ვორდპრესზე ვერაფრით დავრეგისტრირდი😦

    • რავიცი, მე უცებ ვრეგისტრირდები ხოლმე😀

      • prutuna

        🙂 mixaria…. momwons aq yvelaferi da minda gitxra ar xar srulad warmodgenili🙂 shen gacilebit didi xar🙂

        • ვიცი, ნი😀 არაა საჭირო ადამიანები სრულად გიცნობდნენ😀

  4. rejina

    srulian yvela sheni posti wavikitxe da ahaaa aghmovachine titkmis chmmdagvari adamini)imis gatvaliswinebit rom 2 ertnairi titkmis ar arsebobs,magrad gamimartla) upro sworad didi xania da ar mcodnia😀😀
    raghac bevri saerto aghmovachine am postidan:))) me kide dzalian kargad maxsovs odnav abneuli,mondobebuli ,dzalin patiosani da gulupryvilo bichi romlis gverdzec vijeki ramodenime tve skolis periodshi:))) dzalin kargi da udardeli dro(uprosworad naklebudardeli,dghevandeltan shedarebit) saertod ar mgonnia ioli cxovreba,pataraobidanve yvelapers seriozulad vudgebodi da amdenma dardma sakmaod damamdzima,rac mtavaria sxvebi dghemde ver atyoben am yvelapers,am perodshi kargad sheviswavle chemi mwuxarebis damalva da sruliadac ar vtvli sachirod sxva shevawuxo chemi cxovrebiseuli sirtuleebit:)
    dzaan ki gamigrdszleda,magram wignebs rac sheexeba,mec miyvars isini,rodessac tacisupali var da srulia marto shemidzlian mteli dgheebis ganmavlobshi ar gavide saxlidan da gatenebida daghamebamde vkitxulobde.mgoni rogorc maxsovs stendalis “witeli da shavi” 3 dgeshi wavikitxe:))) wigni uebari sashualebaa sakutari tavis aghmochenis romelic arasdris ar gisayvedurebs,isev sakutarma tavis sindisma tu ar shegawuxa😀😀😀

    • ეჰ, იმ დროს, ძველ დროს🙂 მართლაც, ,,ვაჰ, დრონი, დრონი! ”
      კარგია, რა თქმა უნდა, საკუთარი დარდის დამალვას როცა ახერხებ.
      სახლი კიდე ის ადგილია სადაც ყველაზე რეალურია ადამიანი. სხვაგან, გინდა არ გინდა, რაღაცას მალავ. ყოველ დილით ხალ ნიღაბს იკეთებ (სურათი გამახსენდა ერთი), რაღაც რომ დაიტოვო შენთვის. ის, რასაც სხვას ვერასდროს ეტყვი 😀
      ეჰ, ჩემი სკოლისდროინდელი ,,ნაშრომები” რომ არ გამენადგურებინა, კარგი იქნებოდა. რაღაცებს ამოვარჩევდი სააქაოდ🙂

  5. rejina

    samagierod me maqvs shemonaxuli chemi nashromebi da male gamovaqveyven kidevac:)🙂

  6. მეც მიყვარს წიგნები და უფრო მეტად ჩემზე ჭკვიანები. (არც მე ვიცი ბევრი რამ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: