U-კატეგორიო

თუთია, ალკოჰოლი და ჯანმრთელობა

არ მეგულება ადამიანი, რომელიც ლუდს სვამდეს და არაქისს ან ფსტას (ფისტაშკა) არ ახრამუნებდეს, ან თევზთან არ მიირთმევდეს. დაგიგემოვნებიათ, ალბათ, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები, რომელთა ჭიქებს ლიმონის, ფორთოხლისა თუ სხვადასხვა, არამხოლოდ ესთეტიურობისთვის,  ხილეულით რთავენ. ბევრს გაუსინჯავს პომიდორზე დამზადებული ,,სისხლიანი მერი” … უყვართ და ამას იმით ამართლებენ, გემრიელიაო. კი, მართალია, გეთანხმებით ამაში – საერთოდ, დადგენილია, ის საკვები [...]

Categories: საგლეხო, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , , , | 14 Comments

1 წელი

ამბობენ, ერთი წლისას იუბილეს არ აღუნიშნავენო და არც იმას ამხელენ, ერთი წლის რომ ხდებაო. მაგრამ ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა და ამ ფაქტის ,,მოყუჩება” არ შემიძლია. აღნიშვნასაც არ ვაპირებთ, მაგრამ შემომსვლელს არ დავტოვებთ უყურადღებოდ 30 მარტი ის დღეა, როცა პირველი პოსტი დაიდო, მისი ჩასახვის პერიოდი კი არ ვიცი და ვერც გამოვთვალე (პროფესიული ლაფსუსი). ერთი წლის განმავლობაში, [...]

Categories: U-კატეგორიო | 19 Comments

ტყვე

,,ძილის დროა ახლა?” – აკაკუნდნენ თითები მაგიდაზე. ,,კი, კი!” – მოიჭუტნენ თვალები დასაძინებლად. გამოხუნებულ ნარინჯისფერ ფარდას მზის სხივები ეპარება. ახლადამოწვერილი მზის სხივები საწოლის გაცრეცილ ზეწარს სიგარეტით შემთხვევითმიმწვარი მუქი ფარდის ნახვრეტებიდან ეცემა. მაგიდის ჭრაჭუნი არღვევს სიჩუმეს. სკამის უხერხულობაც. კანთანხახუნით დამუხტული ტანსაცმლის ელვისებური განათებებით დედიშობილა აღმოჩნდა საწოლთან. გაუცნობიერებელი, ინსტინქტადქცეული  ხელების მოძრაობებით მიჰყარა საწოლის კიდესთან. არეულმა ოთახმა მატება [...]

Categories: U-კატეგორიო | 1 Comment

თსუ – ”Don’t hear! Don’t see! Don’t speak!” University

თსუ-ს უპასუხისმგებლობას რომ საზღვარი არ აქვს, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი. საქმისადმი უგულისყურო დამოკიდებულებას ნამდვილად არ მოველოდი ასე თუ ჩაფარცხავდნენ. სამკურნალო საქმის სტუდენტები ცოტა არეულად გავდივართ საგნებს (ცოტა არეულადკი არა, მეტისმეტად არეულადაც). არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეექვსე კურსის საგნები ნაწილობრივ მეხუთე კურსზე შემოგვტენეს. მოუწესრიგებელი ცხრილის გამო (რაც საბოლოოდ საავადმყოფოებში მიმდინარე რემონტებს და აუდიტორიის სიმცირეს დაბრალდა), ხან 4-5 [...]

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , | 13 Comments

უაზრო დღე

კვირა. ტელეფონს დავხედე გაღვიძებისთანავე. 11 ზარი და 4 სმს.  2 დაგეგმილი შეხვედრა იმთავითვე ჩაკვდა. მამიდაჩემი, დედაჩემი, დეიდაჩემი, ჩემი ძმა, ორიოდ მეგობარი- ეს ზარების ავტორები არიან.  უნამუსომ არც ვიკადრე და უბრალო მესიჯიც არ მივწერე არცერთ მათგანს. პირველის ნახევარი იყო.  ადრე 9-10 საათის მერე მერვიძებოდა, ახლა  მაღვიძარას საშინელი ხმაც ვერ მაღვიძებს. უფრო სწორად, გამორთვას ვასწრებ. ძალიან დავეჩვიე [...]

Categories: U-კატეგორიო | 15 Comments

აბდა

სოფლის მდინარეში ბანაობისას გადაყლაპული წყლის გემო გამახსენდა.  შეუფერებელი მის სიკამკამესთან. უარომატობის სიხავსით  გაფსკერილი. გაკენნჭილ-გასილული. გამახსენდა და თან მოიტანა ბავშვობის ის პერიოდი, როცა ტრუსისამარა დავტანტალებდი გორაკისძირას დაგროვებული წინაღამით წვიმისმიერ ჩამორეცხილი აყალომიწის უკვემზისგანგამომშრალ სილაზე. ვერც ვიფიქრებდი მაშინ, რომ ეს ბავშვური სილაღე და სიცოცხლის(მოყვარეობა არა)წადილი სადმე თუ დაიკარგებოდა. არც უფროსების შუბლშეჭმუხვნა და შეჭირვებულობა იქცევდა ჩემს ყურადღებას იმ დროს. [...]

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , | 22 Comments

Without any chords and colors

ადამიანებთან ყოველგვარი წაკინკლავება, მცირედიც კი, უზღვავ ენერგიას მართმევს. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო ისეთ მომენტებში, სხვები რომ ვერ ახერხებენ. არც ისე ადვილია, ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. ბევრს ვფიქრობ კამათისა თუ ჩხუბის უმცირეს დეტალებზე. ყოველთვის ვადანაშაულებ თვს, მაგრამ ხმამაღლა არასდროს ვამბობ. როცა ორი ადამიანის ურთიერთობა დგება, ნიშნავს, რომ მათ კარგად ესმით ერთმანეთის. მიუხედავად იმისა, რომ ხილვადი ვერასდროს გამოხატავს შინაგან [...]

Categories: U-კატეგორიო | 9 Comments

ვალდებულებების გარეშე

მთვარისადმი სიყვარული ბავშვობიდან ამეკვიატა. ზაფხულობით ღია აივანზე ვიძინებდი, რომ მისთვის მეცქირა. ახლაც ხშირად ვზივარ და ვუყურებ. მაოცებს მისი სისავსე და ცვალებადობა. ცვალებადობა სიმთელიდან სრულ გაქრობამდე და პირიქით. ხანდახან, როცა სადღაც იკარგება, ვხვდები, სულის რაღაც ნაწილიც თან მიჰყვება ჩემი. შემდეგ კი ყოველი ახალი გამოჩენისას ისევ უკან მიბრუნებს უვნებელს. მაკვირვებს და მხიბლავს მისი სიყვითლე. ერთადერთი ხელთუქმნელია, რომელსაც [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , | 19 Comments

წერილი ბაბუას

გახსოვს, რომ მეუბნებოდი, გმირები არ არსებობენ, მათ ჩვენ თვითონ ვიგონებთ, ვუთხზავთ თავგადასავლებსო? კარგად გემახსოვრება ის ზაფხული. ცხელი. უწვიმო. უხასხასესი მწვანითმოსილი აწუკვე ტოტებშეკვეცილი კარალიოკის ქვეშ რომ ვისხედით. მე ჩემებურად არ გაცდიდი ლაპარაკს და ოდისევსით აღფრთოვანებული მის თავგადასავლებს გითხრობდი. სინამდვილეში, არ გაინტერესებდა არც ჩემ მიერ მონათხრობი ულიქსის ისტორია და არც ბერძნული თეომანია. ცდილობდი, შენი ამბები მოგეთხრო. შენი [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , | 15 Comments

ჩემი ბოულინგმცდელობა

ჩემი ცხოვრება ისე მიდის, ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ იშვიათია დღეები, რომლებიც ძალიან ტკბილად მახსენდება. ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს 27/12/2011.  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი ფეისბუკაპლიკაცია შევავსე. არ ვაპირებდი. მაგრამ მერე ,,მძლია სულმა”- როგორც ბებიაჩემი იტყვის და მომდევნო საღამოს სატელეფონო ზარმა მოთამაშეთა სიაში ყოფნა მაცნობა. ივენთის წინა საღამოს ისევ დამირეკეს და გამიკვირდა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, ჩემს [...]

Categories: U-კატეგორიო | 14 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.