წიგნი

წიგნები და ჩვენ

N.B. პოსტი დაიწერა beatnik-books.blogspot.com -ის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტის ,,წიგნების თობა”-ს ფარგლებში არის ადგილები, რომლებსაც, შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეეხო, ვერ იხილო, ფეხი ვერ დადგა. ამის ან ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, ან დრო ან კიდევ სხვა რამ სიკეთე. არის გრძნობები, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში რამდენჯერმე განიცდის, ზოგი – ერთხელ, ზოგიც ვერასოდეს. არის სამყაროები, [...]

Categories: აზრთსამწყობრო, ჩანახატისმაგვარნი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

ჩვენ და ცეცხლთან მოთამაშე გოგონა

სიახლეს არ წარმოადგენს, ალბათ, ის ფაქტი, რომ სტიგ ლარსონის ,,მილენიუმის საგის’’ ტრილოგიამ თავისი ჭეშმარიტად ღირსეული ადგილი დაიკავა ბესტსელერებს შორის. ქართველმა მკითხველმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი წიგნი – ,,გოგონა დრაკონის ტატუთი’’ (,,ქალთმოძულე კაცები’’) და ,,გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა’’ იხილა და საოცარი მოუთმენლობით  ელოდება მესამე წიგნს. თავდაპირველად, როცა მე და ბებია  ამ ტატუებით დამშვენებულ, პირსინგებიან, გამხდარ, უმკერდო პატარა [...]

Categories: წიგნი | Tags: , , , , , , , , , , | 16 Comments

ჩვენ და დრაკონისტატუიანი გოგონა

არ მჯერა მდუმარე მოხუცების. მათ ყოველთვის წიგნის ან ფილმის რომელიმე პერსონაჟს ვამსგავსებ. მართალია, მათ დიდი გამოცდილება დააგროვეს ცხოვრების მანძილზე, მაგრამ თევზისებრი მდუმარება მხოლოდ ბუდისტ ბერებს ძალუძთ, ჩემი წარმოდგენით.  მოხუცებმა კი უნდა ილაპარაკონ. ასე ადვილად გაექცევიან სიბერისა და სიკვდილის შიშს. ყოველთვის მიყვარდნენ ისინი თვალთამსგავსად მეტყველი ენით. არ მახსენდება შემთხვევა, რაც უნდა მაგვიანდებოდეს, მათთვის ჭია არ გამეხარებინა [...]

Categories: წიგნი | Tags: , , , | 23 Comments

კაცი 30 წლის ასაკში

რა ხდება  ადამიანის ცხოვრებაში მაშინ, როცა ცხოვრების 30წლიან საფეხურს განლევს? იქ მიღწევამდე გაივლის ბავშვობის უდარდელ დროს. მიაღწევს გარდატეხის ასაკს, ჰორმონებმოძალებულს მთელი სამყარო თავის გენიტალიაზე დამოკიდებული რომ ჰგონია. შემდეგ შედარებით მშვიდი,პარტნიორისძიებისეული პერიოდი იწყება. კარიერული ამბიციები, ამბიციები ცხოვრებაში ადგილსამყოფლის დამკვიდრებისა… ანუ აქ, ამ დროს უნდა მიუჩინოს თავისი ადგილი ყველაფერ იმას, რასაც ერთიანად შეეფეთა ბავშვობიდან გადასვლის პერიოდში. თუ [...]

Categories: აზრთსამწყობრო, ფილმი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 36 Comments

ცელი- ქვეყნის მეუფე

რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ ჟურნალს მოყოლილი, რეი ბრედბერის წიგნი მიდევს მაგიდაზე და მისით შეპყრობილმა გული ვერაფერს დავუდე. ათასჯერ მაინც გადავფურცლე, მაგრამ ,,წუთისოფლის საქმეთაგან” გაწამებულმა ისევ უკან გადავდე. მხოლოდ უკანა გარეკანზე მოთავსებული რევიუ წავიკითხე ავტორის შესახებ. და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. გადავფურცლე საკითხავად და ორივემ მოვისვენეთ. უფრო სწორად, წიგნმა, რადგან ფიქრთა ზღვასთან ერთად სხვადასხვაგვარი სიმბოლისტური ასოციაციები [...]

Categories: საგლეხო, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.