ჩანახატისმაგვარნი
წიგნები და ჩვენ
N.B. პოსტი დაიწერა beatnik-books.blogspot.com -ის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტის ,,წიგნების თობა”-ს ფარგლებში არის ადგილები, რომლებსაც, შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეეხო, ვერ იხილო, ფეხი ვერ დადგა. ამის ან ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, ან დრო ან კიდევ სხვა რამ სიკეთე. არის გრძნობები, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში რამდენჯერმე განიცდის, ზოგი – ერთხელ, ზოგიც ვერასოდეს. არის სამყაროები, [...]
იგი
არა, ქარჩხაძე არაფერ შუაშია. ან შეიძლება, არის კიდეც. მაგრამ იგი, ვისზეც მე გითხრობთ, სულაც არაა ,,იგი”- ჩვეულებრივი ნაცვალსახელია, ჩვეულებრივი და ბრუნვადი. ვერ ვიტყვი რამდენად ვერტიკალური და ზემსწრაფი, მაგრამ ბრუნვადი კი ნამდვილად არის. მე არ ვიცი, ვინ არის მისთვის ზუ. არ საუბრობს მხატვრულად და კმაყოფილია იმით, რაც დღეს აქვს. არ ვიცი მისი ადამიანური ტკივილები და ხანდახან [...]
თავის უფალი
ვისაც ოდესმე მისი საწოლში შეტყუება უცდია, არც უნანია. მაგრამ ყველაფერი საბნის ქვეშ რჩებოდა. კაკლის ხესავით იშლებოდა – სასურველს აგრილებდა. მერე ისე, ვითომც არაფერი, უცბად მოკეცავდა ტოტებს და სრულიად უგრძნობი ხდებოდა მის მიმართ, ვინც აღარ აინტერესებდა. ადვილად ბეზრდებოდა ადამიანები. ვისაც ოდესმე სიყვარული შეუთავაზებია, გულგატეხილი დარჩენილა. გველივით მოქნილი პარტნიორის მოგუდვისკენ იყო მიქცეული. სიამოვნებდა მისი სიკვდილსმიახლოებული სუნთქვა. კისრის [...]
IN AQUA
პირადი ცხოვრება? რა თქმა უნდა, ჰქონდა. გვერდით ის ადამიანი ჰყავდა, რომელიც უყვარდა და რომელსაც გაგიჟებით უყვარდა. მაგრამ ხსენებულ პირველს მუდმივად მარტო სურდა ყოფნა. ხალხისგანაც საუკუნეობით წყდებოდა, რომ მერე მათით დამტკბარიყო. უყვარდა ყველა, ვისთანაც ოდესმე ჰქონია ოდნავი შეხება მაინც. მართალია, უმეტესი მათგანი მათგანი მხოლოდ ზიზღს იმსახურებდა, მაგრამ ხშირად ამ ,,საზიზღრობისთვის” უყვარდა. ტკბებოდა ყველა ადამიანით ვისაც გარშემო [...]
ცხენი
-,,ხრიოკ მიწაზე დაწყებული სიყვარულს მოწითალო ელფერი დაჰკრავსო”, მითხრა სქელ, მაგრამ ჩამომჭკნარტუჩებიანმა, უკბილო, ჭრელთავსაფრიანმა შავკანიანმა ქალმა. მეხუთე წელი იყო, ჩვენს მეზობლად, ეზოს უკან მდებარე დიდ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მე პირველად ვხედავდი რიგი მიზეზების გამო. ერთი თვის შემდეგ საფრანგეთში მიდიოდა შვილთან საცხოვრებლად. ესე იგი შემდეგში ვეღარ ვნახავდი. გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ არაფერი აუხსნია ისე გასწია პატარძლის ოთახისკენ ხელში [...]
გოგონა, რომელიც გაზაფხულს ელოდა
გაზაფხულის მოლოდინით სავსე ღრმადცისფერთვალება გოგონა ქარიან ქუჩას მიაპობდა და წინასწარ გრძნობდა იასამნების სურნელს. ქარის მტვრიანი სიცივით აწითლებული სახე მხრებამდე შეჭრილ თმებს (კარეს რომ ეძახიან) ვერ იმორჩილებდა. თვალები კი, დაუღლელი თვალები, გამალებით დაეძებდნენ რაღაცას ასფალტისფერ ქალაქში. უცნაურ გაზაფხულს მოეცვა გარემო. ჯერ კიდევ ზამთრის მომაბეზრებელი სიწმინდე იდგა და ახლადგამოღვიძებული ვამპირებივით იცქირებოდნენ განწმენდილი ადამიანები. ბილბორდზე გაწოლილ სექსუალურ მოდელს [...]
ა – სოციალური
მას ერთიანად მობეზრდა ყველაფერი. ერთბაშად დაემალა ყველა ადამიანს. ჩაკეტა ყველა კარი. ჩამოაფარდა ყველა ფანჯარა. ინატრა არასდროს გაეგონა ქარის საზიზღარი ზუილი. დარწმუნებული იყო, მასთან საერთო ენას ვერ გამონახავდა და გაუხარდა, თავისი ნაცნობი ადამიანების ხასიათში რომ ვერ აღმოაჩინა ქარის მსგავსება იმწამს. ღრმად მოჰქაჩა სიგარეტის ღერს. ცოტა ხნით დაიგუბა და თავბრუსხვევა რო იგრძნო, ერთბაშად, ძალუბად გამოტყორცნა ჰაერში. თითქმის [...]
La Dolce Vita
დიდი ხანია გრძნობა გაქრა. ყველა დადებითი. სიყვარულიც, პატივისცემაც, მიჩვევაც. ისინი, ერთად ცხოვრებას რომ აადვილებენ. დარჩა მხოლოდ ერთნაბიჯიანი სიძულვილი, მოშორების მერე რომ დავიწყებას მიეცემა, ისეთი. უსიტყვობა და ხანდახანური ცრემლიც დარჩა. მოცისფრო თვალებით დანახული ცაც დარჩა, შავადშეღებილ თმებს რომ კონტრასტად ედო. ორივე. თანაცხოვრების 25 გაბერილი წელიწადიც დარჩა. თვალის ირგვლივ წვრილ ნაოჭებად გადევნებული. შუბლის წარბშეყრის ადგილისეული, ტკივილგამომხატველობა უსიამო [...]
მამა
ბოლოს რომ ვნახე, საკმაოდ დაპატარავებული მეჩვენა, ან მე გავიზარდე (რაც წარმოუდგენელია). თითქმისმელოტი თავი, მომრგვალებული ღიპი. ზამთრის სიცივეს დიდი ღუმელით ებრძოდა, მაგრამ მე მაინც შემცივდა. ახალდაკლული ღორის ხორცით გამიმასპინძლდა, ტყემლის საწებელს რომ იხდენს. არეული ლოგინის გვერდით მდგარ სკამზე კაცური უგულისყურობით დაწყობილი ტანსაცმელი და გადაშლილი წიგნი იდო. კითხულობს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, მაგრამ არასდროს საუბრობს მათზე. მგონია, [...]
ვალდებულებების გარეშე
მთვარისადმი სიყვარული ბავშვობიდან ამეკვიატა. ზაფხულობით ღია აივანზე ვიძინებდი, რომ მისთვის მეცქირა. ახლაც ხშირად ვზივარ და ვუყურებ. მაოცებს მისი სისავსე და ცვალებადობა. ცვალებადობა სიმთელიდან სრულ გაქრობამდე და პირიქით. ხანდახან, როცა სადღაც იკარგება, ვხვდები, სულის რაღაც ნაწილიც თან მიჰყვება ჩემი. შემდეგ კი ყოველი ახალი გამოჩენისას ისევ უკან მიბრუნებს უვნებელს. მაკვირვებს და მხიბლავს მისი სიყვითლე. ერთადერთი ხელთუქმნელია, რომელსაც [...]









