ფილმი

ქეთო და კოტე

ჰოლივუდური უვარგისსცენარიანი სასიყვარულო ისტორიები გამახსენდა, აი, ისეთი, ვალენტინის დღე და რაღაც მსგავსები(სახელებს ვერ ვიხსენებ ახლა), ჰოლივუდის დიდ ვარსკვლავებს რომ შეყრიან ერთურთს. თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, ხან ერთი გამოჩნდება, ხან – მეორე და ასე, თვალსა და ხელს შუა ისეთი უაზრო ფილმი შემოგეყურება, უცნობი მსახიობები რომ დაგენახა, რომ არ უყურებდი. ასე შევხედე ვიქტორ დოლიძის ოპერის ,,ქეთო და [...]

Categories: მუსიკა, ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , | 15 Comments

არტისტი

როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. თუმცა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი სიძველის ძახილი უფროა თანამედროვეობაში, ვიდრე უბრალოდ ძველი სტილით, ხმოვანი კინოს დაბადებამდე შექმნილი მუნჯი ფილმი. იწყება ვარსკვლავის კაშკაშის ამსახველი სცენით. კარგ დასაწყისს კარგი ბოლოც უნდა ჰქონდეს (თუმცა არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ,, მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო’’), ანუ დიდება დიდებით უნდა დასრულდეს და ფინალსაც ,,და დიდხანს [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 10 Comments

ორკესტრის რეპეტიცია

1978 წელი. ფედერიკო ფელინი. ,,ორკესტის რეპეტიცია” ხმის ქაოსი. სირენის გამაყრუებელი ხმა და წყვეტა. ძველისძველ ტაძარში საოცარი სიმშვიდით შევდივართ და უეცრად მოლისებური  გამომაფხიზლებელი, ოღონდ დაბალი ხმოვანებით და მოწყვეტით ირღვევა ეს მყუდროება.  შენობის სპეციფიკური არქიტექტურა და სამშენებლო მასალა იმდენად კარგ აკუსტიკას ქმნის, რომ  ტაძარი 1781 წლიდან საკონცერტო დარბაზად იქცა კამერული ორკესტრისთვის. არებული მომენტისთვის კი აქ რეპეტიცია იმართება. [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 20 Comments

ღვთიური ჰანგების ძალა

ავგუსტ რაში რეჟისორი: კირსტენ შერიდანი სცენარის ავტორები: პოლ კასტრო, ნიკ ქასლი, ჯეიმს ჰარტი როლებში: ფრედი ჰაიმორი, კერი რასელი, ჯონათან რაის მეიერსი, რობინ უილიამსი… თავიდანვე გეტყვით: ფილმი ჰოლივუდური ჰეფი-ენდით სრულდება. მდიდარი ნიჭის ახალგაზრდების შვილი ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდება და აქედან მოყოლებული მთელი ფილმი აწუკვე სხვადასხვა მხარეს მოსროლილი მშობლების ძიებასა და მათ კვლავშეერთბას ეთმობა.  დამთხვევათა სიძლიერესა და გაზვიადებას [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | 18 Comments

კაცი 30 წლის ასაკში

რა ხდება  ადამიანის ცხოვრებაში მაშინ, როცა ცხოვრების 30წლიან საფეხურს განლევს? იქ მიღწევამდე გაივლის ბავშვობის უდარდელ დროს. მიაღწევს გარდატეხის ასაკს, ჰორმონებმოძალებულს მთელი სამყარო თავის გენიტალიაზე დამოკიდებული რომ ჰგონია. შემდეგ შედარებით მშვიდი,პარტნიორისძიებისეული პერიოდი იწყება. კარიერული ამბიციები, ამბიციები ცხოვრებაში ადგილსამყოფლის დამკვიდრებისა… ანუ აქ, ამ დროს უნდა მიუჩინოს თავისი ადგილი ყველაფერ იმას, რასაც ერთიანად შეეფეთა ბავშვობიდან გადასვლის პერიოდში. თუ [...]

Categories: აზრთსამწყობრო, ფილმი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 36 Comments

ღვთაების დაცემა და აღზევება

ქალი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც ისე არსად სცემენ პატივს, როგორც იტალიაში. თავშეყრის ადგილას გამოჩენილ სილამაზეს ტაშისცემით აცილებენ ერთი კუთხიდენ მეორემდე. ქვეყნის თითქმის ყველა მისხალში ნაგებობაში იკითხება სიყვარული იმ არსებისა, ასერიგად რომ მიილტვიან მისკენ მამაკაცები. აღმერთებენ და ხელოვნების ყველა ნიმუშში ერთ დეტალს მაინც უთმობენ მას. ყველა ნამდვილ მოქანდაკეს ერთხელ  მაინც გამოუქანდაკებია ღვთაება თავისი საოცნებო ქალის სახით. [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

cube -ანუ და-restart-ებული სამყარო

კუბი ერთი შეხედვით მხოლოდ კვადრატებზე დაფუძნებული გეომეტრიული სივრცული (ვიცი ის სიტყვაც!) ფიგურაა, საოცარი სიმკაცრით ნაგები. მასში სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ერთმანეთის ტოლია. კუთხეები – შესაბამისად. რა მოხდება თუკი ადამიანები ააგებენ მოძრავი კუბებისგან შექმნილ ხაფანგს, სადაც ფიგურები გარკვეული სიზუტით: მარტივ რიცხვთა ჯამურ რიცხვვებზე დაფუძნებით, ქაოტურად, დროის მიმართულებით ან საჭადრაკო ცხენის სვლით იმოძრავებენ დამოკიდებულნი დროსა და სივრცეზე? ვინჩენცო [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 13 Comments

თქვენს ჯიბრზე არ მოვკვდები (ma ei sure teie kiuste)

რა არის ღირსება? ჩვენს თავს ადამიანებს უვუწოდებთ, ზე ცხოველებს, მოაზროვნე არსებებს, კულტურულებს, ჰუმანურებს… და ამიტომაც, როცა ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას ვცდილობთ,  ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთი გადავთელოთ და თუ ოდნავ სისუსტესა თუ გაუბედაობას შევატყობთ მეორეს,ტკიპასავით დავეკიდებით და დავსივდებით მის სისხლზე. მიგვაჩნია რომ ცხოვრებასთან საბრძოლველად საკმარისია მხოლოდ შემდეგი სამი პირობა : 1)  ცოტაოდენი გამბედაობა, თავხედობა, ენის წაღმა-უკუღმა ტრიალი [...]

Categories: ფილმი, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

Le Fabuleux Destin d’Amélie Poulain – როგორ იბადება სიკეთე

დასახელება: ამელი პულენის განუმეორებელი ბედისწერა ასე ვიცნობთ: ამელი რეჟისორი: ჟან-პიერ ჟენე (Jean-Pierre Jeunet) კომპოზიტორი: იან ტიერსენი (yann tiersen) გადაღების წელი: 2001 (imdb) როლებში: ოდრი ტოტუ (Audrey Tautou), მეთიუ კესოვიცი (Mathieu Kassovitz) … სიუჟეტი:   მარტოსული, დედ-მამის ,მზრუნველობაში’ ბავშვებისგან იზოლირებულად გაზრდილი გოგონა საცხოვრებლად გადადის პარიზში და მუშაობას იწყებს კაფე  ,,2 ქარის წისქვილში”  (Café des 2 Moulins). [...]

Categories: მუსიკა, ფილმი | Tags: , , , , , | 22 Comments

რა შუაშია რენუარი?

Comptine d’un autre été: L’après-midi – Yann Tiersen by bay cingılbört ფრანგულ კინოს ყველაზე დიდი შარმულობა, რაც იმთავითვე მიზიდავს მასში მსახიობის მიმიკებზე მუშაობაა. კადრი არ  იცვლება იმ მომენტში, როცა მსახიობის სახე ყველაზე მეტად გჭირდება, ყველაზე მეტად გაინტერესებს. როცა გინდა ემოციის, განცდის, ფიქრისა თუ განზრახვის წაკითხვა  . ფილმი თითქოს ინტერვიუს ხასიათს ატარებს და თავად ხარ მისი [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 7 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.