Author Archives: გლეხის ბიჭი

ქეთო და კოტე

ჰოლივუდური უვარგისსცენარიანი სასიყვარულო ისტორიები გამახსენდა, აი, ისეთი, ვალენტინის დღე და რაღაც მსგავსები(სახელებს ვერ ვიხსენებ ახლა), ჰოლივუდის დიდ ვარსკვლავებს რომ შეყრიან ერთურთს. თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, ხან ერთი გამოჩნდება, ხან – მეორე და ასე, თვალსა და ხელს შუა ისეთი უაზრო ფილმი შემოგეყურება, უცნობი მსახიობები რომ დაგენახა, რომ არ უყურებდი. ასე შევხედე ვიქტორ დოლიძის ოპერის ,,ქეთო და [...]

Categories: მუსიკა, ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , | 15 Comments

თუთია, ალკოჰოლი და ჯანმრთელობა

არ მეგულება ადამიანი, რომელიც ლუდს სვამდეს და არაქისს ან ფსტას (ფისტაშკა) არ ახრამუნებდეს, ან თევზთან არ მიირთმევდეს. დაგიგემოვნებიათ, ალბათ, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები, რომელთა ჭიქებს ლიმონის, ფორთოხლისა თუ სხვადასხვა, არამხოლოდ ესთეტიურობისთვის,  ხილეულით რთავენ. ბევრს გაუსინჯავს პომიდორზე დამზადებული ,,სისხლიანი მერი” … უყვართ და ამას იმით ამართლებენ, გემრიელიაო. კი, მართალია, გეთანხმებით ამაში – საერთოდ, დადგენილია, ის საკვები [...]

Categories: საგლეხო, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , , , | 14 Comments

კოხინჯრობა

თუ კარგ რუკას კარგად დააკვირდებით , იმერეთის დაბლობზე, ქუთაისიდან სამხრეთ-დასავლეთით იპოვით პატარა სოფელს, მესხეთს. იგი წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და იყოფა ორ ნაწილად – ქვედა და ზედა მესხეთად, რომელთაგან პირველი (ჩემი სოფელი) მუხიანის თემს ეკუთვნის, ხოლო მეორე – ქვიტირის თემს. ,,დღესასწაული” , რომელზეც უნდა მოგითხროთ (და რომელზეც სულ მცირე რამ ვიცი), ჩემი სოფლის გარდა სხვაგანაც აღინიშნება, [...]

Categories: საგლეხო | Tags: , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

წიგნები და ჩვენ

N.B. პოსტი დაიწერა beatnik-books.blogspot.com -ის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტის ,,წიგნების თობა”-ს ფარგლებში არის ადგილები, რომლებსაც, შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეეხო, ვერ იხილო, ფეხი ვერ დადგა. ამის ან ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, ან დრო ან კიდევ სხვა რამ სიკეთე. არის გრძნობები, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში რამდენჯერმე განიცდის, ზოგი – ერთხელ, ზოგიც ვერასოდეს. არის სამყაროები, [...]

Categories: აზრთსამწყობრო, ჩანახატისმაგვარნი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

არტისტი

როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. თუმცა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი სიძველის ძახილი უფროა თანამედროვეობაში, ვიდრე უბრალოდ ძველი სტილით, ხმოვანი კინოს დაბადებამდე შექმნილი მუნჯი ფილმი. იწყება ვარსკვლავის კაშკაშის ამსახველი სცენით. კარგ დასაწყისს კარგი ბოლოც უნდა ჰქონდეს (თუმცა არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ,, მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო’’), ანუ დიდება დიდებით უნდა დასრულდეს და ფინალსაც ,,და დიდხანს [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 10 Comments

იგი

არა, ქარჩხაძე არაფერ შუაშია. ან შეიძლება, არის კიდეც. მაგრამ იგი, ვისზეც მე გითხრობთ, სულაც არაა ,,იგი”- ჩვეულებრივი ნაცვალსახელია, ჩვეულებრივი და ბრუნვადი. ვერ ვიტყვი რამდენად ვერტიკალური და ზემსწრაფი, მაგრამ ბრუნვადი კი ნამდვილად არის. მე არ ვიცი, ვინ არის მისთვის ზუ. არ საუბრობს მხატვრულად და კმაყოფილია იმით, რაც დღეს აქვს. არ ვიცი მისი ადამიანური ტკივილები და ხანდახან [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , | 12 Comments

თავის უფალი

ვისაც ოდესმე მისი საწოლში შეტყუება უცდია, არც უნანია. მაგრამ ყველაფერი საბნის ქვეშ რჩებოდა. კაკლის ხესავით იშლებოდა – სასურველს აგრილებდა. მერე ისე, ვითომც არაფერი,  უცბად მოკეცავდა ტოტებს და სრულიად უგრძნობი ხდებოდა მის მიმართ, ვინც აღარ აინტერესებდა. ადვილად ბეზრდებოდა ადამიანები. ვისაც ოდესმე სიყვარული შეუთავაზებია, გულგატეხილი დარჩენილა. გველივით მოქნილი პარტნიორის მოგუდვისკენ იყო მიქცეული. სიამოვნებდა მისი სიკვდილსმიახლოებული სუნთქვა. კისრის [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , | 19 Comments

ჩვენ და ცეცხლთან მოთამაშე გოგონა

სიახლეს არ წარმოადგენს, ალბათ, ის ფაქტი, რომ სტიგ ლარსონის ,,მილენიუმის საგის’’ ტრილოგიამ თავისი ჭეშმარიტად ღირსეული ადგილი დაიკავა ბესტსელერებს შორის. ქართველმა მკითხველმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი წიგნი – ,,გოგონა დრაკონის ტატუთი’’ (,,ქალთმოძულე კაცები’’) და ,,გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა’’ იხილა და საოცარი მოუთმენლობით  ელოდება მესამე წიგნს. თავდაპირველად, როცა მე და ბებია  ამ ტატუებით დამშვენებულ, პირსინგებიან, გამხდარ, უმკერდო პატარა [...]

Categories: წიგნი | Tags: , , , , , , , , , , | 16 Comments

IN AQUA

პირადი ცხოვრება? რა თქმა უნდა, ჰქონდა. გვერდით ის ადამიანი ჰყავდა, რომელიც უყვარდა და რომელსაც გაგიჟებით უყვარდა. მაგრამ ხსენებულ პირველს მუდმივად მარტო სურდა ყოფნა. ხალხისგანაც საუკუნეობით წყდებოდა, რომ მერე მათით დამტკბარიყო. უყვარდა ყველა, ვისთანაც ოდესმე ჰქონია ოდნავი შეხება მაინც. მართალია, უმეტესი მათგანი მათგანი მხოლოდ ზიზღს იმსახურებდა, მაგრამ ხშირად ამ ,,საზიზღრობისთვის” უყვარდა. ტკბებოდა ყველა ადამიანით ვისაც გარშემო [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , | 7 Comments

ცხენი

-,,ხრიოკ მიწაზე დაწყებული სიყვარულს მოწითალო ელფერი დაჰკრავსო”, მითხრა სქელ, მაგრამ ჩამომჭკნარტუჩებიანმა, უკბილო, ჭრელთავსაფრიანმა შავკანიანმა ქალმა. მეხუთე წელი იყო, ჩვენს მეზობლად, ეზოს უკან მდებარე დიდ სახლში ცხოვრობდა,  მაგრამ მე პირველად ვხედავდი რიგი მიზეზების გამო.  ერთი თვის შემდეგ საფრანგეთში მიდიოდა შვილთან საცხოვრებლად. ესე იგი შემდეგში ვეღარ ვნახავდი. გაკვირვებულმა შევხედე, მაგრამ არაფერი აუხსნია ისე გასწია პატარძლის ოთახისკენ ხელში [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , | 5 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.