Monthly Archives: February 2012

მიწისქვეშა გადასასვლელები ფასიანი ხდება

2012 წლის ზაფხულისთვის მერიის გადაწყვეტილებით მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისში შეიძლება ფასიანი გახდეს. საკითხი ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია და გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. თუმცა, თბილისის მერი, გიგი უგულავა არ მალავს ამის შესაძლებლობას. ,, იმისთვის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები იყოს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო მოქალაქეთათვის, საჭიროა თითოეული თანამოქალაქის დახმარება.”- აცხადებს გიგი უგულავა- ,, აქ შექმნილი ანტისანიტარული და ფრიად სავალალო მდგომარეობა გვაიძულებს დავამონტაჟოთ [...]

Categories: დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tags: , , , , , , , , , , | 51 Comments

ორკესტრის რეპეტიცია

1978 წელი. ფედერიკო ფელინი. ,,ორკესტის რეპეტიცია” ხმის ქაოსი. სირენის გამაყრუებელი ხმა და წყვეტა. ძველისძველ ტაძარში საოცარი სიმშვიდით შევდივართ და უეცრად მოლისებური  გამომაფხიზლებელი, ოღონდ დაბალი ხმოვანებით და მოწყვეტით ირღვევა ეს მყუდროება.  შენობის სპეციფიკური არქიტექტურა და სამშენებლო მასალა იმდენად კარგ აკუსტიკას ქმნის, რომ  ტაძარი 1781 წლიდან საკონცერტო დარბაზად იქცა კამერული ორკესტრისთვის. არებული მომენტისთვის კი აქ რეპეტიცია იმართება. [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 20 Comments

უაზრო დღე

კვირა. ტელეფონს დავხედე გაღვიძებისთანავე. 11 ზარი და 4 სმს.  2 დაგეგმილი შეხვედრა იმთავითვე ჩაკვდა. მამიდაჩემი, დედაჩემი, დეიდაჩემი, ჩემი ძმა, ორიოდ მეგობარი- ეს ზარების ავტორები არიან.  უნამუსომ არც ვიკადრე და უბრალო მესიჯიც არ მივწერე არცერთ მათგანს. პირველის ნახევარი იყო.  ადრე 9-10 საათის მერე მერვიძებოდა, ახლა  მაღვიძარას საშინელი ხმაც ვერ მაღვიძებს. უფრო სწორად, გამორთვას ვასწრებ. ძალიან დავეჩვიე [...]

Categories: U-კატეგორიო | 15 Comments

ღვთიური ჰანგების ძალა

ავგუსტ რაში რეჟისორი: კირსტენ შერიდანი სცენარის ავტორები: პოლ კასტრო, ნიკ ქასლი, ჯეიმს ჰარტი როლებში: ფრედი ჰაიმორი, კერი რასელი, ჯონათან რაის მეიერსი, რობინ უილიამსი… თავიდანვე გეტყვით: ფილმი ჰოლივუდური ჰეფი-ენდით სრულდება. მდიდარი ნიჭის ახალგაზრდების შვილი ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდება და აქედან მოყოლებული მთელი ფილმი აწუკვე სხვადასხვა მხარეს მოსროლილი მშობლების ძიებასა და მათ კვლავშეერთბას ეთმობა.  დამთხვევათა სიძლიერესა და გაზვიადებას [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | 18 Comments

აბდა

სოფლის მდინარეში ბანაობისას გადაყლაპული წყლის გემო გამახსენდა.  შეუფერებელი მის სიკამკამესთან. უარომატობის სიხავსით  გაფსკერილი. გაკენნჭილ-გასილული. გამახსენდა და თან მოიტანა ბავშვობის ის პერიოდი, როცა ტრუსისამარა დავტანტალებდი გორაკისძირას დაგროვებული წინაღამით წვიმისმიერ ჩამორეცხილი აყალომიწის უკვემზისგანგამომშრალ სილაზე. ვერც ვიფიქრებდი მაშინ, რომ ეს ბავშვური სილაღე და სიცოცხლის(მოყვარეობა არა)წადილი სადმე თუ დაიკარგებოდა. არც უფროსების შუბლშეჭმუხვნა და შეჭირვებულობა იქცევდა ჩემს ყურადღებას იმ დროს. [...]

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , | 22 Comments

SPERMATOHOMOVIALOGIA ანუ 21+

Warning:  მომდევნო პოსტს ნუ წაიკითხავენ ადამიანები, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ  ბილწსიტყვაობისას, ან უხერხულობას განიცდიან, ან… ან ადამიანები, რომლებიც მითითებულ ასაკზე ნაკლების არიან. სპერმატოჰომოვიალოგია (sperma (spermatos)- თესლი; zoon- ცხოველი; eidos- სახე homo- ადამიანი, მსგავსობა, ერთნაირობა; via- გზა, გზით, -ით; logos- სიტყვა, მოძღვრება) ფსევდოჭეშმარიტი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის თესლადქცევას, გამოთესლებას. გზებს, რომლებსაც გაივლიან ცალკე ადამიანი და  სპერმატოზოიდი [...]

Categories: (ფსევდო)მეცნიერება | Tags: , , , , , , , , , , , | 13 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.