Monthly Archives: January 2012

იმის მცირედი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა…

პირველად ბუნდოვნად დაგინახე, დანახვისთანავე მომეწონე, რაღაც თბილი, ახლო და საყვარელი ვიგრძენი. ეს შენი დაბადების დღე იყო, რომელიც არ გიყვარს. მე კი მიხაროდა და მინდოდა საუკეთესო საჩუქარი ვყოფილიყავი შენთვის, ამ დამთხვევას ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, მინდოდა შენთვის განსაკუთრებული ვყოფილიყავი, განსაკუთრებული ყოფილიყო ეს დაბადების დღე, ჩემი გამოჩენის გამო. რამდენიმე დღეში შევხვდით. აღფრთოვანების ტოლფასი იყო შენი დანახვა. ისეთი [...]

Categories: აზრთსამწყობრო | 13 Comments

La Dolce Vita

დიდი ხანია გრძნობა გაქრა. ყველა დადებითი. სიყვარულიც, პატივისცემაც, მიჩვევაც. ისინი, ერთად ცხოვრებას რომ აადვილებენ. დარჩა მხოლოდ ერთნაბიჯიანი სიძულვილი, მოშორების მერე რომ დავიწყებას მიეცემა, ისეთი. უსიტყვობა და ხანდახანური ცრემლიც დარჩა. მოცისფრო თვალებით დანახული ცაც დარჩა, შავადშეღებილ თმებს რომ კონტრასტად ედო. ორივე. თანაცხოვრების 25 გაბერილი წელიწადიც დარჩა. თვალის ირგვლივ წვრილ ნაოჭებად გადევნებული. შუბლის წარბშეყრის ადგილისეული, ტკივილგამომხატველობა უსიამო [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , | 8 Comments

მამა

ბოლოს რომ ვნახე, საკმაოდ დაპატარავებული მეჩვენა, ან მე გავიზარდე (რაც წარმოუდგენელია). თითქმისმელოტი თავი, მომრგვალებული ღიპი. ზამთრის სიცივეს დიდი ღუმელით ებრძოდა, მაგრამ მე მაინც შემცივდა. ახალდაკლული ღორის ხორცით გამიმასპინძლდა, ტყემლის  საწებელს რომ იხდენს. არეული ლოგინის გვერდით მდგარ სკამზე კაცური უგულისყურობით დაწყობილი ტანსაცმელი და გადაშლილი წიგნი იდო. კითხულობს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, მაგრამ არასდროს საუბრობს მათზე. მგონია, [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , | 3 Comments

Without any chords and colors

ადამიანებთან ყოველგვარი წაკინკლავება, მცირედიც კი, უზღვავ ენერგიას მართმევს. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო ისეთ მომენტებში, სხვები რომ ვერ ახერხებენ. არც ისე ადვილია, ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. ბევრს ვფიქრობ კამათისა თუ ჩხუბის უმცირეს დეტალებზე. ყოველთვის ვადანაშაულებ თვს, მაგრამ ხმამაღლა არასდროს ვამბობ. როცა ორი ადამიანის ურთიერთობა დგება, ნიშნავს, რომ მათ კარგად ესმით ერთმანეთის. მიუხედავად იმისა, რომ ხილვადი ვერასდროს გამოხატავს შინაგან [...]

Categories: U-კატეგორიო | 9 Comments

ვალდებულებების გარეშე

მთვარისადმი სიყვარული ბავშვობიდან ამეკვიატა. ზაფხულობით ღია აივანზე ვიძინებდი, რომ მისთვის მეცქირა. ახლაც ხშირად ვზივარ და ვუყურებ. მაოცებს მისი სისავსე და ცვალებადობა. ცვალებადობა სიმთელიდან სრულ გაქრობამდე და პირიქით. ხანდახან, როცა სადღაც იკარგება, ვხვდები, სულის რაღაც ნაწილიც თან მიჰყვება ჩემი. შემდეგ კი ყოველი ახალი გამოჩენისას ისევ უკან მიბრუნებს უვნებელს. მაკვირვებს და მხიბლავს მისი სიყვითლე. ერთადერთი ხელთუქმნელია, რომელსაც [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , | 19 Comments

წერილი ბაბუას

გახსოვს, რომ მეუბნებოდი, გმირები არ არსებობენ, მათ ჩვენ თვითონ ვიგონებთ, ვუთხზავთ თავგადასავლებსო? კარგად გემახსოვრება ის ზაფხული. ცხელი. უწვიმო. უხასხასესი მწვანითმოსილი აწუკვე ტოტებშეკვეცილი კარალიოკის ქვეშ რომ ვისხედით. მე ჩემებურად არ გაცდიდი ლაპარაკს და ოდისევსით აღფრთოვანებული მის თავგადასავლებს გითხრობდი. სინამდვილეში, არ გაინტერესებდა არც ჩემ მიერ მონათხრობი ულიქსის ისტორია და არც ბერძნული თეომანია. ცდილობდი, შენი ამბები მოგეთხრო. შენი [...]

Categories: ჩანახატისმაგვარნი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , | 15 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.