Monthly Archives: August 2011

პოსტი მიკროვალნოვკიდან

დიდი ხანია ფფიქრობ, რაზე დავწერო პოსტი. არადა, ჩემს დრაფტებს რომ გადახედოს კაცმა, სავსეა დასასრულებელი პოსტებით. ზოგს რა მიზეზით ვერ ვასრულებ და ზოგს- რით. ხოდა მელოდებიან უსაზღვრო მოლოდინით, როგორც გაბრიელის სპეტკ ფრთას დიდი ტბის მკვიდრნი. გამოქვეყნების შემართბით გადავავლებ ხოლმე თვალს და მხოლოდ დაპირებით ვტოვებ მონაცრისფრო ნისლში. მერე კი იწყება ახალი პოსტის წერა და ისიც, გამონაკლისი შემთხვევების [...]

Categories: U-კატეგორიო | 13 Comments

ცელი- ქვეყნის მეუფე

რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ ჟურნალს მოყოლილი, რეი ბრედბერის წიგნი მიდევს მაგიდაზე და მისით შეპყრობილმა გული ვერაფერს დავუდე. ათასჯერ მაინც გადავფურცლე, მაგრამ ,,წუთისოფლის საქმეთაგან” გაწამებულმა ისევ უკან გადავდე. მხოლოდ უკანა გარეკანზე მოთავსებული რევიუ წავიკითხე ავტორის შესახებ. და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. გადავფურცლე საკითხავად და ორივემ მოვისვენეთ. უფრო სწორად, წიგნმა, რადგან ფიქრთა ზღვასთან ერთად სხვადასხვაგვარი სიმბოლისტური ასოციაციები [...]

Categories: საგლეხო, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

ღვთაების დაცემა და აღზევება

ქალი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც ისე არსად სცემენ პატივს, როგორც იტალიაში. თავშეყრის ადგილას გამოჩენილ სილამაზეს ტაშისცემით აცილებენ ერთი კუთხიდენ მეორემდე. ქვეყნის თითქმის ყველა მისხალში ნაგებობაში იკითხება სიყვარული იმ არსებისა, ასერიგად რომ მიილტვიან მისკენ მამაკაცები. აღმერთებენ და ხელოვნების ყველა ნიმუშში ერთ დეტალს მაინც უთმობენ მას. ყველა ნამდვილ მოქანდაკეს ერთხელ  მაინც გამოუქანდაკებია ღვთაება თავისი საოცნებო ქალის სახით. [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

cube -ანუ და-restart-ებული სამყარო

კუბი ერთი შეხედვით მხოლოდ კვადრატებზე დაფუძნებული გეომეტრიული სივრცული (ვიცი ის სიტყვაც!) ფიგურაა, საოცარი სიმკაცრით ნაგები. მასში სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ერთმანეთის ტოლია. კუთხეები – შესაბამისად. რა მოხდება თუკი ადამიანები ააგებენ მოძრავი კუბებისგან შექმნილ ხაფანგს, სადაც ფიგურები გარკვეული სიზუტით: მარტივ რიცხვთა ჯამურ რიცხვვებზე დაფუძნებით, ქაოტურად, დროის მიმართულებით ან საჭადრაკო ცხენის სვლით იმოძრავებენ დამოკიდებულნი დროსა და სივრცეზე? ვინჩენცო [...]

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 13 Comments

მე- გაჭირვებული და ზაფხულის ერთი დღე

ვერ დავარქმევ ამას თავგადასავალს. ვერც ვერაფერს ვარქმევ. უბრალოდ, ზაფხულია და ძალიან ცხელა. გარკვეული მიზეზები არ მაძლევენ უფლებას (მიზეზები ,,გავაპიროვნულე”) თბილისი დავტოვო ჯერ-ჯერობით მაინც და ბედსშეგუებული ხან რას მივაწყდები, ხან რას! ყველაფერი მშვენივრადაა მაშინ, როცა ოდნავ აგრილდება და გარეთ გასვლის სურვილი მიჩნდება(ნაკლებად ხდება ეს)! და სწორედ აქედან იწყება ის დიდი ოდისეა,  ზაფხულის ერთ დღედ რომ სახელვდე. [...]

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , | 13 Comments

მშვიდობა ყოველთა თანა

1785 წელს დიდმა გერმანელმა პოეტმა ფრიდრიხ შილერმა ბრძანა: ,,ყველა ადამიანი იქნება ძმა”-ო.  და დიდი ამაღელვებლობით უმღერა მშვიდობას კაცთა შინა  და მშვიდობით გამოწვეულ სიცოცხლის მშვენიერებას. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ  ამ ფრაზამ და მთლიანად შილერის ამ ლექსმა ( Ode an die Freude) მთელი აღტაცებით შეისხა ფრთები და ლ.ვ. ბეთჰოვენმა თავის შემოქმედების მწვერვალს, მეცხრე სიმფონიას შეურწყა. ასე დიდებულად [...]

Categories: აზრთსამწყობრო, ჩანახატისმაგვარნი | 14 Comments

Blog at WordPress.com. Theme: Adventure Journal by Contexture International.