სახლი, რომელზეც ვოცნებობ

ამბობენ, იმის მიხედვით, თუ როგორ სახლზე ოცნებობსადამიანი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა შეიძლებაო. აჰა, ბატონო და ვისაც მოგინდეთ, იმსხვრიეთ თავები ჩემი ფსიქოპორტრეტის შედგენით. გეტყვით, რომ მაინც ვერ ამომიცნობთ :) .

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო და დიდი შესავალი არ გავაკეთო, მითაგული აღმოვჩნდი გრაფინიას პოსტზე. შესაბამისად, დამევალა ჩემი სახლის ჩემეული პროექტი წარმომედგინა (იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი შემდგომში და ამიშენოს ასეთი სახლი ).

რა თქმა უნდა, აქ ბევრი, ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი

ფართოდ გაშლილ დიდ მდელოზე დგას პირქუში სასახლე. დიდი, მაგრამ არა უზარმაზარი.  ერთი შეხედვით ღობე არ აკრავს გარს, მაგრამ მთლიანად იგრძნობა ერთსულოვნება მთელ მის ტერიტორიაზე. ძველებური სკულპტურები წინ ეზოში, შედარებით ნათელი გარემო. თეთრი, მარმარილოს ანგელოზები, მითიური პერსონაჟები, მოლურჯო ბალახი (თიბათვის  სიმინდის ყანისფერი) და მდუმარება. ვაზის ტალავერი აქა-იქ (არა ოდესის ყურძნის). ბზებით გადახურული მიჯნურთსაჭორიკნო (ოღონდ არა მიჯნურთათვის) გლიცინიები და იასამანები. ალუბლები და ვაშლები.

სახლის მფარველი ანგელოზი.

ზედმეტი საუბარი არ უნდა, სურათს კარგად რო დააკვირდებით

ბროწეულის ხეები (გაბუჩქულები არა). ბევრი…

ბროწეული- რამდენადაც ესთეტიკურია, იმაზე ასჯერ მეტად გემრიელი

უკანა ეზოში ძველი ძელქვები, დიდები. ფიჭვები. უძველესი ხეები სხვადასხვა ჯიშის. დაცვენილი ფოთლები. ხეივნები ხეებს შორის და იმის იქით აგავები. პავლოვის ბოსტანიც. გვერდით დიდი ზვარი (ამას ცალკე აღვწერდი კიდე). თელა, კაკლები, თხილები, წაბლი, წიფელა…

კაკალი. ზოგადად მარცვლეულსა და თხილეულზე ვგიჟდები და უმაგათოდ ჩემი სახლ-კარი არ იქნება

დიდი, უზარმაზარი ხეები ბავშვობიდან მიზიდავს

სახლი გარედან: ძველებური იერის, ძველებური კარ-ფანჯრით- დიდი ფარდების იქით რომ ვერაფერს ხედავ.

შიგნიდან: მისაღებში ძველებურ ნოხზე დგას მუხის პატარა მაგიდა რბილი სავარძლებით გარშემორტყმული. რამდენიმე თარო წიგნისთვის. გრამაფონის მაგიდა თავისი აღჭურვილობით. აქა -იქ სკულპტურები, ნახატები კედლებზე (ძირითადად, დალი). აუცილებლად, პომპეის უკანასკნელი დღე .

ბიბლიოთეკა, ჩემი სამუშაო კაბინეტი, ჩემი საცხოვრებელი ოთახი, რაც გინდათ სი დაარქვით- სავსე ახალი თუ ძველი წიგნებით. მათი სურნელით გაჯერებული. ეს არის მუქი ლურჯი ოთახი ბევრი წიგნის თაროთი, სავარძლით, დივნით, დიდი სამუშაო მაგიდით (კაკლის), თავისი სკამით. დიდი ფანჯრის რაფებით (გოგონებს კარგად გეცოდინებათ, ჯეინ-ეარი რომ განმარტოვდებოდა ფარდის  უკან, ისეთი). შემოსასვლელი კარის პირდაპირ კედელს დალის რბილი საათები ამშვენებს.

აი, ძია გუგლმა როგორ იზრუნა ჩემზე

აბაზანა: ჩემი სუსტი წერტილი! ლურჯი და ნარინჯის ფერებით გაწყობილი, მაქსიმალური სიამოვნებისა და რელაქსაციისთვის განკუთვნილი ოთახი. (წვიმაშიც ლაღად ვირბენ, კარგ აბაზანას რომ დავიგულებ შინ).

სარდაფი- აბა, იმხელა ზვარი ტყუილად ხომ არ მაქვს და აგავები კიდე  :D

საექსპერიმენტო ოთახი, გინდათ ლაბორატორია, გინდათ სათამაშო, საღლაბუცო, ან სერიოზული ოთახი დაარქვით. ესეც მაქვს.

სამზარეულო- კი მიყვარს ფაცი-ფუცი და სამზარეულო ექსპერიმენტები თუ კულინარიული შედევრების მზადება და მერე მადიანად მირთმევა. (რეალურად, მიმდინარე დროში არ მაქვს ამის შესაძლებლობა რაღაც მიზეზთა გამო, მაგრამ ამ სახლში ხომ მაქვს კარგი სამზარეულო?! :D ).

დანარჩენი სასტუმრო, გასართობი, გალერეული ოთახები.  ნახატებით სკულპტურებით, ძველი ნივთებით შემკული. ხოდა ერთი ოთახი აუცილებლად იმერული ყაიდის სამზარეულოა, კეცებით (მჭადისთვის, ხაჭაპურისთვის, წიწილისთვის, სოკოსთვის..) და ქოთნით ლობიოსთვის.

ერთიც კინოს ოთახი :)

ერთიც კათოლიკური ეკლესიის მსგავსად ნაგები ოთახი, კლასიკური მუსიკა რომ მოვისმინო მთელი შეგრძნებით.

ჩემი ოთახი- არც ისე დიდი, საკმაო ზომის ლურჯი ფერის ლურჯი საწოლით, დიდი ფანჯრით სქელფარდაჩამოფარებულით. რამდენმე თარო წიგნის, მაგიდა კომპიუტერით (ვერ ვძლებმის გარეშე და რა ვქნა) და მეორე მაგიდა სამუშაოდ (როცა ბიბლიოთეკაში ყოფნა მომბეზრდება).

დაახლოებით ასეთი ოთახია. იმ თეთრებს ამოვძირკვავ, მერე როცა მექნება ნამდვილი :)

დაახლოებით ასეთი ოთახია. იმ თეთრებს ამოვძირკვავ, მერე როცა მექნება ნამდვილი :)

დღეები იმდენად გრძელია ამ სახლში, რომ მე ყველაფერს ვასწრებ :)

P.S. ამას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აკლია. ახლა რაც არ მახსენდება, წერისას, და რომელსაც მერეც არ ჩავამატებ.

ზოგიერთი რამ კი გამოტოვებულია შეგნებულად!

P.P.S. ლურჯ ფერზე გაგეცინოთ, შეიძლება, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა?! თანაც ჩემი სახლია და თუ არ მოგწონთ, ნუ მოხვალთ, ბატონო!

ტრეკისთვის მადლობა მიშა

About these ads
Categories: ჩანახატისმაგვარნი | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “სახლი, რომელზეც ვოცნებობ

  1. ეს სახლი ჩემი სახლის გვერდით განათავსე და მერე იქნება ერთი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება ^_^ :) :)
    მე დიდი სახლები არ მიყვარს, პატარა და მყუდრო მირჩევნია. ხოდა მოაშორე ზვრები და აგავები და მარტო იასამნები გააშენე :)

  2. salo

    martla kochag :) me sxvanairi saxlebi momwons masetshi ver vicxovrebid magram ise kargad da lamazad agwere siamovnebit gestumrebodi da tan zalian xshirad :) p.s lurji feri zalian kargi da lamazia da aramgonia ivnems gaecinos martla :)

  3. გრაფინია: ჩემი სახლია და რასაც მინდა, იმას დავრგავ აქ:) :D იასამანი იქნება ცოტა :)
    სალო: არიან ისეთი ადამიანები, ლურჯი რო არ უყვართ.
    ორივე: ჩემი დიდი სახლის ფართო კარი ღიაა ფრენდებისთვის :D :)

    • ეს ნახე შეკამათებასაც რომ მიბედავს უკვე :) გილიოტინაზე გაგიყვან! როგორც გეუბნები ეგრე უნდა იყოს! :)
      რეზის უთხარი, მაგან იცის ეგეთი რაღაცები. მე სულ ეგ მეხმარება :)

  4. გაჩერდი შენ და მიხედე შენს სახლს. ნუ იჭრები, თორე მომიწევს ყორნების დამატება :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com. The Adventure Journal Theme.

%d bloggers like this: